"ინსტაგრამი" და რეალობა - ბელა ჰადიდის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბედნიერი ფოტოების მიღმა ის არის გოგონა, რომელიც ყოველ დღე ტირის | Allnews.Ge

"ინსტაგრამი" და რეალობა - ბელა ჰადიდის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბედნიერი ფოტოების მიღმა ის არის გოგონა, რომელიც ყოველ დღე ტირის

სუ­პერ­მო­დე­ლი ბელა ჰა­დი­დი ამ­ბობს, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის თით­ქმის ყო­ველ­დღე ტი­რის. ჯერ კი­დევ იან­ვარ­ში, ბე­ლამ გახ­სნი­ლად ისა­უბ­რა მწვა­ვე დეპ­რე­სი­ა­ზე და შფოთ­ვა­ზე, რომ­ლე­ბიც მას გარ­და­ტე­ხის ასა­კი­დან ჰქონ­და.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­გან მცი­რე პა­უ­ზაც აიღო, რათა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნა.

beella-54646-1636550684.jpg

ახლა კი ბე­ლამ "ინ­სტაგ­რამ­ზე“ ფო­ტო­ე­ბის სე­რია ატ­ვირ­თა, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია, თუ რო­გორ ტი­რის ის. ამით ბე­ლამ ფა­ნებს შე­ახ­სე­ნა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია არ გვიჩ­ვე­ნებს რე­ა­ლო­ბას და ყვე­ლა­ფე­რი ისე არაა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

მო­დელ­მა ატ­ვირ­თულ ფო­ტო­ებს ტექ­სტიც და­ურ­თო, სა­დაც ის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებ­ზე და ამ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე წერს - "ყვე­ლას, ვი­საც მსგავ­სი პრობ­ლე­მა აქვს და იტან­ჯე­ბა, და­ი­მახ­სოვ­რეთ, რომ მარ­ტო არ ხართ - მიყ­ვარ­ხართ, გხე­დავთ და მეს­მის თქვე­ნი.“

bela-54680-1636550716.jpg

25 წლის მო­დე­ლი ასე­ვე წერს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა და ქი­მი­უ­რი დის­ბა­ლან­სი არაა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და დი­აგ­რა­მა­სა­ვით ცვა­ლე­ბა­დია - "გვი­რა­ბის ბო­ლოს ყო­ველ­თვი­საა სი­ნათ­ლე და ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ იც­ვლე­ბა“. ბელა ამ­ბობს, რომ ტრავ­მის გა­აზ­რე­ბა­ში დრო­ის მარ­ტო გა­ტა­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.

"ყო­ველ­თვის შეგ­ვიძ­ლია ჩვენს ტკი­ვილ­ზე და მისი მო­შუ­შე­ბის გზებ­ზე მე­ტის გა­გე­ბა", - ამ­ბობს მო­დე­ლი.

bela-59787-1636550741.jpg

25 წლის ვარ­სკვლა­ვი წე­რი­ლის ბო­ლოს ხალ­ხს მად­ლო­ბას უხ­დის გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რის მოს­მე­ნის­თვის და ახ­სე­ნებს მათ, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ­გვარ პრობ­ლე­მებ­ზე ღიად სა­უ­ბა­რი.

myquiz