მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი, ნობელიანტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა (ფოტოები ქორწილიდან) | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი, ნობელიანტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა (ფოტოები ქორწილიდან)

ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი და ქა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, მა­ლა­ლა იუ­საფ­ზაი და­ქორ­წინ­და. მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მა­ლა­ლას სახ­ლში შედ­გა. მან ამ­ბა­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბას "ტვი­ტე­რის“ სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა და ის­ლა­მუ­რი წე­სით ქორ­წი­ნე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“დღეს ჩემი ცხოვ­რე­ბის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი დღეა. მე და ასე­რი შევ­თან­ხმდით, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის პარტნი­ო­რე­ბი ვი­ყოთ. ცე­რე­მო­ნია გვქონ­და სახ­ლში, ბირ­მინ­გემ­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. გთხოვთ, გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოთ თქვე­ნი ლოც­ვე­ბი. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ მო­მა­ვალ­ში ერ­თად უნდა ვი­ა­როთ“, - წერს 24 წლის მა­ლა­ლა.

malala1-37171-1636530932.jpg

მა­ლა­ლას მე­უღ­ლის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია, თუმ­ცა მე­დი­ამ გა­არ­კვია, რომ მისი ქმა­რი, ასერ მა­ლი­კი არის პა­კის­ტა­ნის კრი­კე­ტის საბ­ჭოს წევ­რი.

მა­ლა­ლა იუ­საფ­ზა­ის ამ­ბა­ვი 2012 წელს მთელ­მა მსოფ­ლი­ომ შე­ი­ტყო. 15 წლის იყო, რო­დე­საც პა­კის­ტან­ში დაჭ­რეს და მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ ფიქ­რობ­და, თუმ­ცა გა­დარ­ჩა. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, და­წე­რა წიგ­ნი "მე მქვია მა­ლა­ლა“, სა­დაც თა­ვი­სი ამ­ბა­ვი აღ­წე­რა და რო­მე­ლიც ბესთსე­ლე­რი გახ­და. იუ­საფ­ზა­იმ ოქსფორ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­სო­ფი­ის, პო­ლი­ტი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა.

malala3-37211-1636531013.jpg

17 წლის იყო, რო­დე­საც ნო­ბე­ლის პრე­მი­ით და­ა­ჯილ­დო­ვეს იმ საქ­მის­თვის, რო­მელ­საც გო­გო­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის აკე­თებ­და.

მიმ­დი­ნა­რე წლის ივ­ლის­ში ბრი­ტა­ნულ Vogue-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­ლა­ლამ თქვა, რომ არ იყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ოდეს­მე და­ქორ­წინ­დე­ბო­და თუ არა.

1004642-malala-weding-1636531083.jpg

"მე ჯერ კი­დევ ვერ ვი­გებ, რა­ტომ ქორ­წინ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი. თუ გინ­და, რომ ვინ­მე გყავ­დეს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­ტომ არის სა­ჭი­რო სა­ქორ­წი­ნო ფურ­ცლებ­ზე ხე­ლის მო­წე­რა, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს იყოს მარ­ტი­ვად - პარტნი­ო­რო­ბა?!“, - ამ­ბობ­და მა­ლა­ლა.

myquiz