"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი..." - უმკაცრესი შეფასებები ევროპიდან და მინიშნება ფინანსურ სანქციებზე | Allnews.Ge

"მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი..." - უმკაცრესი შეფასებები ევროპიდან და მინიშნება ფინანსურ სანქციებზე

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თულ ვე­ბი­ნარ­ზე, სა­დაც 2021 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ზე­გავ­ლე­ნა შე­ა­ფა­სეს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე გა­ა­კე­თეს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის გა­ნა­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა საკ­ვან­ძოა და ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

ელ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად იყოს და­ცუ­ლი.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს სან­დო ად­გი­ლობ­რივ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, რო­გო­რიც არის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი. ევ­რო­კავ­შირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის შეს­რუ­ლე­ბა საკ­ვან­ძოა და არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. ეს უფ­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს გამჭვირ­ვა­ლე, სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბას და შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბას, ისე­ვე რო­გორც მისი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის დაც­ვას სას­ჯე­ლაღ­სუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლა­ბა­ში მისი ყოფ­ნის დროს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, რათა მისი ეს უფ­ლე­ბე­ბი სრუ­ლად და­იც­ვას", - გა­ნა­ცხა­და კარლ ჰარ­ცელ­მა.

კი­დე­ვე ერ­თმა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ანა ფო­ტი­გამ შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის გამო. მან ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პა­ტიმ­რო­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ აუ­ცი­ე­ლე­ბე­ლია ღია და გამჭვირ­ვა­ლე სა­სა­მარ­თლო გა­ი­მარ­თოს.

"ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბით. შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბევ­რნი არი­ან. მე უკვე წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე არ­ჩე­ნებს ვაკ­ვირ­დე­ბი და სის­ტე­მა­ტი­უ­რად ჩა­მოვ­დი­ო­დი ქვე­ყა­ნა­ში, თუ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ვი­ღებთ პან­დე­მი­ით შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­სავ­ლის მო­ძებ­ნა. ჩვენ მხედ­ვე­ლე­ო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ, ის მოვ­ლე­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 2019 წლის ივ­ნის­ში. ქარ­თვე­ლე­ბი პა­ტი­ო­სა­ნი და ამა­ყი ხალ­ხია, რი­თაც მე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ. ჩვენ ბევ­რი სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გვაქვს. გა­სა­გე­ბი იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის რე­აქ­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, მე ვი­ზი­ა­რებ აზრს, რომ მისი მმარ­თვე­ლო­ბა არ იყო სრულ­ყო­ფი­ლი. მე ვაკ­ვირ­დე­ბო­დი 2012 წლის არ­ჩევ­ნებს, რო­დე­საც ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა ძა­ლი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოხ­და. რო­დე­საც ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და მან ოპო­ნენ­ტის გა­მარ­ჯვე­ბა აღი­ა­რა და ძა­ლი­ან მშვი­დად იქ­ცე­ო­და. და რა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ? ფაქ­ტობ­რი­ვად, მას პა­ტიმ­რო­ბა სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე მი­უ­სა­ჯეს. მას ჰქონ­და ყვე­ლა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა, რომ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­სუ­ლი­ყო. მე იმე­დი მაქვს ნამ­დვი­ლი, ღია და გამჭვირ­ვა­ლე სა­სა­მარ­თლო­სი. ჩვენ შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ მისი შიმ­ში­ლო­ბით. შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან მისი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბევ­რნი არი­ან. ჩვენ უფრო მე­ტად სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბი ვართ და გვსურს ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­წყვი­ტოს ვინ მარ­თავს ქვე­ყა­ნას. ახლა რაც ხდე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ, არ არის სწო­რი. გთხოვთ დარ­ჩით მტკი­ცედ. გთხოვთ გა­მო­ნა­ხოთ გა­მო­სა­ვა­ლი. ეს თქვე­ნი რო­ლია და არა ჩვე­ნი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გი­შუ­ამ­დგომ­ლოთ, თუმ­ცა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თქვენ უნდა მი­ი­ღოთ. ევ­რო­კავ­ში­რის, შარლ მი­შე­ლი­სა და ელჩ ჰარ­ცე­ლის როლი ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რია“, - გა­ნა­ცხა­და მან.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა ვე­ბი­ნარ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მი­სა­მარ­თით მკაც­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია ისე შორ­საა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის­გან, რო­გორც არას­დროს.

"მინ­და, გა­ვაფრ­თხი­ლო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ყვე­ლა წევ­რი, ისი­ნი ისე შორს არი­ან ევ­რო­კავ­შირ­ში რე­ა­ლუ­რი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვის­გან, რო­გორც არას­დროს. მე ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბა კვლავ პო­ლი­ტი­კურ ჩარ­ჩოდ რჩე­ბა, რო­მე­ლიც არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა, მათ შო­რის სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, ასე­ვე სხვა რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით. ისი­ნი ყო­ველ დღე სცილ­დე­ბი­ან მას და ჩვენ ამა­ზე ვსა­უბ­რობთ, თუმ­ცა სა­ჭი­როა ფი­ნან­სუ­რი რე­ა­გი­რე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ, რომ გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დამ­ხდე­ლე­ბის ფული მი­დი­ო­დეს ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც მზად არ არის, ბევ­რი მისი და­პი­რე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად და ასე­ვე სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად,“ - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ვი­ო­ლა ფონ კრა­მონ­მა.