რატომ გამართა ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენცია მუხლამდე წყალში?
ის 26-ე კონფერენციისთვის ("COP26") მიმართვა მუხლამდე წყალში ჩაწერა, რათა ხაზი გაუსვას, თუ რაოდენ სერიოზული გავლენა აქვს კლიმატურ ცვლილებებს მის სახელმწიფოში.
საიმონ კოფეს წყალში გადაღებული ფოტოებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ძალიან ბევრმა გააზიარა, რამაც ტუვალუში ზღვის დონის სწრაფი ზრდის პრობლემა ყველასთვის ცნობილი გახადა. ფოტოზე მინისტრს ფორმალური სამოსი აცვია, თუმცა მუხლამდე წყალში მდგომს, შარვლის ტოტები აკეცილი აქვს და ასე სთხოვს ხალხს მობილიზებას და კლიმატის ცვლილებასთან ერთად ბრძოლას.
ვიდეომიმართვა ტუვალუს დედაქალაქ ფუნაფუტის მთავარ კუნძულზე გადაიღეს და სამშაბათს, TVBC-ის არხზე შეეძლება ხალხს მისი ყურება.
სენსაციური კონფერენციის პარალელურად კი ტუვალუს ლიდერები ამბობენ, რომ ისინი მომავალში კლიმატური ცვლილებების გავლენის შესამცირებლად უფრო აგრესიულ პოლიტიკას მიმართავენ.