"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში | Allnews.Ge

"კიდევ ერთი პანდემია რუსეთში, რომელიც ჩუმად მიმდინარეობს" - ექიმების საგანგაშო პროგნოზი და შიდსის 100 ათასამდე შემთხვევა ერთ წელში

"კი­დევ ერთი პან­დე­მია რუ­სეთ­ში - ქვე­ყა­ნას შიდსი უტევს" - წერს რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა novayagazeta.ru პრობ­ლე­მა­ზე, რო­მელ­საც არა­ნაკ­ლებ სა­ხი­ფა­თოს უწო­დებს, ვიდ­რე კო­ვიდ-19-ია. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუ­სე­თი შიდსის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბით, აფ­რი­კას და­ე­წია.

"ჩუმი პან­დე­მია, რუ­სეთ­ში 10-ჯერ მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში" - ნათ­ქვა­მია როს­პოტ­რებ­ნად­ზო­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თუმ­ცა გა­მო­ცე­მა წერს, რომ რუ­სე­თის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში, მა­გა­ლი­თად, ურალ­სა და ციმ­ბირ­ში, ინ­ფექ­ცია 20-35 მე­ტად არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ევ­რო­პა­ში და მას­შტა­ბე­ბით, აფ­რი­კას უტოლ­დე­ბა.

"კი­დევ ერთი პან­დე­მია, რო­მე­ლიც ჩუ­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს... შიდსი რუ­სეთ­ში იმა­ზე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ვიდ­რე პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში, ევ­რო­პას­თან კი, შე­და­რე­ბაც არ არის. ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ არის უკ­რა­ი­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქეთ­ში და ტა­ჯი­კეთ­შიც კი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში ოპი­უ­მის მწარ­მო­ე­ბელ ავ­ღა­ნეთს ესა­ზღვრე­ბა. 2019 წელს, რუ­სე­თი, შიდსი გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბით, იმ 25 ქვეყ­ნის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­ვი­და, რო­მელ­შიც ის აფ­რი­კას­თან ერ­თად ლი­დე­რობს" - წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, რუ­სეთ­ში შიდა ლი­დე­რია კე­მე­რის ოლქი, სა­დაც სამ­ჯერ მეტი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნა­ში. შიდსთან ბრძო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვა­დიმ პოკ­როვ­სკი აცხა­დებს, რომ ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, ბოლო ხა­ნებ­ში, კვარ­ტალ­ში ერთხელ ათო­ბით ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. გერ­მა­ნი­ა­ში, ბრი­ტა­ნეთ­სა და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში, პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ პროგ­რა­მებ­ზე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნაა, რუ­სეთ­ში კი, მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 100 ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვაა.

პირ­ვე­ლი ტალ­ღა 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს "ჰე­რო­ი­ნის ტალ­ღამ" მო­ი­ტა­ნა, რად­გან მთელ ქვე­ყა­ნა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო ინექ­ცი­უ­რი ნარ­კო­ტი­კი, რა­მაც უმ­ძი­მეს შე­დე­გამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, შიდსის ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პე­ბი შემ­ცირ­და,თუმ­ცა, 2005 წლის შემ­დეგ, რო­გორც მო­ზარ­დებ­ში, ასე­ვე სრულ­წლოვ­ნებ­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი გზით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვირუს­მა ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოხ­სნა...

H-Clinic-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ან­დრეი ზლო­ბი­ნი აცხა­დებს, რომ 2017 წელს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 107 ათა­სი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავ­დათ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ რე­ა­ლუ­რად 4-5 ჯერ მეტი იყო...

"2020 წელს, კო­ვიდ-პან­დე­მი­ის გამო, ადა­მი­ა­ნებს შო­რის კონ­ტაქ­ტი შემ­ცირ­და, თუმ­ცა, ეს ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე არ ასა­ხუ­ლა, მაგ­რამ ტეს­ტის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ტემ­პი თუ არ შემ­ცირ­და, 2030 წლის­თვის 600 ათა­სამ­დე და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას ვე­ლო­დე­ბით. რე­ა­ლუ­რად კი, ბევ­რად მეტი იქ­ნე­ბა" - აცხა­დებს ექი­მი.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო ორი წე­ლია, აივ­გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი კე­რე­ბი გაჩ­ნდა - ყი­რი­მი და სე­ვას­ტო­პო­ლი.

"ვირუ­სის მა­ტა­რებ­ლე­ბი არი­ან, ისევ და ისევ ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი, მათ შო­რის, მო­ზარ­დე­ბი და სრულ­წლოვ­ნე­ბი, ასე­ვე, ჰომო და ჰე­ტე­რო­სექ­სუ­ა­ლე­ბი. აივ­ვირუ­სი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რუ­სე­თის პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში; თუ გა­სულ წლებ­ში, მათ­ზე არა­სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ზრუ­ნავ­დნენ, ახლა მათ ფი­ნან­სუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი შე­ე­ხოთ და ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტე­ბის იმე­დად არი­ან, რო­მელ­თა მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხის შე­სა­ხე­ბაც სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია - ის ფიქ­ტი­უ­რად არ­სე­ბობს. ანუ ის ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი არი­ან" - აცხა­დებს ზლო­ბი­ნი.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, თუ ად­რე­ულ წლებ­ში, ავი-ვირუ­სით 15-20 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი ინ­ფი­ცირ­დე­ბოდ­ნენ, ახლა ვირუ­სის მა­ტა­რე­ბელ­თა 40% - ის ასა­კი 30-40 წლამ­დეა.

"ერ­თის მხრივ, იმ 40 %-ში 90-იანი წლე­ბის მო­ზარ­დი თა­ო­ბა შე­დის, თუმ­ცა არც ის უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ 20 კო­ლეჯ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი­დან, ერთი ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია... ვი­თა­რე­ბას ამ­ძი­მებს ისიც, რომ ქვე­ყა­ნა­ში სტიგ­მა ჯერ კი­დევ ძლი­ე­რია. ამი­ტომ, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი აქვს ტეს­ტი­რე­ბა­სა და შემ­დგომ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე თავს იკა­ვებს, რად­გან შე­საძ­ლოა, ამის გამო თა­ვი­ანთ სივ­რცე­ში, სამ­სა­ხურ­ში, სა­მე­გობ­რო­სა და ოჯა­ხი­და­ნაც კი გა­რი­ყონ... ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ ამის უამ­რა­ვი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რის გა­მოც უამ­რავ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა" - წერს novayagazeta.ru.