დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ნებართვა გასცეს - რა არის ცნობილი Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველ აბებზე | Allnews.Ge

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოყენების ნებართვა გასცეს - რა არის ცნობილი Covid-19-ის საწინააღმდეგო პირველ აბებზე

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ამ აღი­ა­რა და და­უშ­ვა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პირ­ვე­ლი და­სა­ლე­ვი წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მელ­ზეც უკვე თვე­ე­ბია მეც­ნი­ე­რე­ბი დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბებს, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის რისკს.

გა­მო­ცე­მა "ინ­დე­ფენ­დე­თის“ ცნო­ბით, და­სა­ლე­ვი აბე­ბი, სა­ხე­ლად "მოლ­ნუ­პი­რა­ვი­რი" დღე­ში ორ­ჯერ უნდა მი­ი­ღოს იმ ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს და აქვს სულ მცი­რე ერთი რისკ ფაქ­ტო­რი მა­ინც და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბის, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი­ცაა: ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა, გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი და ა.შ. ასე­ვე, უნდა მი­ი­ღონ 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტებ­მა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მე­დი­კა­მენ­ტე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის პრო­დუქ­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ სა­ა­გენ­ტო­ში აცხა­დე­ბენ, რომ პრე­პა­რა­ტი უსაფრ­თხო და ეფექ­ტი­ა­ნია მსუ­ბუ­ქი და სა­შუ­ა­ლო სირ­თუ­ლის კო­ვი­დის დროს იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც არი­ან ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის რის­კის ქვეშ.

ბრი­ტა­ნე­თი არის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი, რომ­ლის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მაც პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ნე­ბარ­თვა გას­ცა. იყო მო­ლო­დი­ნი, რომ მე­დი­კა­მენტს პირ­ვე­ლად აშშ-ში და­ამ­ტკი­ცებ­დნენ, თუმ­ცა ასე არ მოხ­და.