არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი? | Allnews.Ge

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყო­ვე­ლი ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ევ­რო­პი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა მთა­ვა­რი სა­კი­თხი - სით­ბო, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით და თბო­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ნერ­გი­ით. ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თუ ადრე ბუ­ნებ­რივ გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხი უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, მათ ბოლო ხა­ნებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თიც და­ე­მა­ტა - უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, ნა­წი­ლობ­რივ ბე­ლა­რუ­სიც.

ზამ­თა­რია, არ გვაქვს გაზი...

head-0s830x553-38516-1635923519.jpg

მოს­წონთ თუ არ მოს­წონთ ევ­რო­პე­ლებს, ფაქ­ტი ისაა, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­ში ლო­მის წილი რუ­სეთს მი­უ­ძღვის. ად­გი­ლობ­რი­ვი (ევ­რო­პუ­ლი) გა­ზით, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ე­თის ზღვის ფსკე­რი­დან იღე­ბენ, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ნორ­ვე­გია და დიდი ბრი­ტა­ნე­თია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი იმ­პორტზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი - ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზით საზ­რდო­ო­ბენ. ცხა­დია ევ­რო­პე­ლე­ბი გა­ზის იმ­პორ­ტის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პრობ­ლე­მას ვერ შვე­ლის ვერც კას­პი­ის გა­ზის და ვერც ამე­რი­კუ­ლი თხე­ვა­დი გა­ზის იმ­პორ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და რომ­ლის გად­მოტვირ­თვა - გაშ­ვე­ბას ევ­რო­პის მილ­სა­დე­ნე­ბის სის­ტე­მა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა სჭირ­დე­ბა. რუ­სუ­ლი გაზი შე­და­რე­ბით ია­ფია და მის იმ­პორ­ტი შე­და­რე­ბით იაფი ჯდე­ბა, ციმ­ბი­რი­დან პირ­და­პი­რი მი­ლე­ბით მი­დის გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­შიც ნა­წილ­დე­ბა, ასე­ვე ცნო­ბი­ლია "თურ­ქუ­ლი ნა­კა­დის“ გაზი (უზ­რუნ­ველ­ყოფს სამ­ხრეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს), რო­მელ­საც მალე "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ მე­ო­რე რი­გის მილ­სა­დე­ნე­ბი და­ე­მა­ტა.

ევ­რო­პის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხში ახ­ლა­ხა­ნაც დადსტურ­და, როცა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი გა­ზე­თი "დი ველ­ტი“ წერს, მხო­ლოდ ერთი ფრა­ზით გან­მუხ­ტა ოქ­ტომ­ბერ­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ზით მო­მა­რა­გე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი საწ­ვა­ვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდილ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: "ვთხოვ "გა­ზპ­რომს“ ევ­რო­პის გა­ზა­ცა­ვე­ბი შე­ავ­სოს“ - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ამ თით­ქოს­და შემ­თხვე­ვით ნათ­ქვა­მის შე­დე­გად ევ­რო­პის გა­ზის ბა­ზარ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა... კრი­ზის­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თი დო­მი­ნი­რებს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ზე­თი.

thumbnail-tw-20190805111933-5583-38539-1635923558.jpg

უკ­რა­ი­ნა ბოლო დრომ­დე ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკა­ვებ­და რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ალ­ბათ ბევ­რს ახ­სოვს ევ­რო­პუ­ლი ენერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი "გაზი-მი­ლე­ბის“ («Газ-трубы») და "ურენ­გოი-უჟგო­რო­დის“ გაზ­სა­დე­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით 1970-იან წლებ­ში, ამას­თა­ნა­ვე და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ უკ­რა­ი­ნას, 1991 წლი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კი­ევს მოს­კო­ვი ტრან­ზი­ტის ფულს უხ­დი­და და გაზს ნა­ტუ­რი­თაც აძ­ლევ­და და­ბა­ლი ფა­სით.

მოს­კოვ-კი­ე­ვის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ კრემ­ლმა ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზის ექ­სპორ­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა გა­და­წყვი­ტა - აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნა სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო­ზე - ბე­ლა­რუს­ზე, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც "ია­მალ-ევ­რო­პის“ გაზ­სა­დე­ნი გა­დის, აგ­რეთ­ვე ხელი მიჰ­ყო ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის - უკვე ნახ­სე­ნებ "თურ­ქუ­ლი“ და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დე­ბის“ მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მათ ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას (მთა­ვარ კლი­ენ­ტთან - გერ­მა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით). უკ­რა­ი­ნა თან­და­თან ამო­ვარ­და გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ და სატ­რან­ზი­ტო სის­ტე­მი­დან, რაც ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის უაღ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა.

კი­ევს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის წყა­როს ძი­ე­ბა უხ­დე­ბო­და - ხან ევ­რო­პი­დან რე­ვერ­სით (ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ნა­ყი­დი რუ­სუ­ლი გაზი რე­ვერ­სის პრინ­ცი­პით - სლო­ვა­კე­თი­დან უნ­გრე­თი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან), ხან კას­პი­ის გა­ზის იმე­დით, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ ეტაპ­ზე გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რჩე­ბა. მარ­თა­ლია, სა­კუ­თა­რი გაზი უკ­რა­ი­ნას აქვს, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სად - ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ხარ­კო­ვის, პოლ­ტა­ვი­სა და ლვო­ვის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი გაზი მხო­ლოდ 30%-მდე აკ­მა­ყო­ფი­ლებს, და­ნარ­ჩე­ნი მო­ცუ­ლო­ბა იმ­პორ­ტით იფა­რე­ბა (უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­წლი­უ­რად 30 მი­ლი­არდ კუბ­მეტ­რამ­დე ბუ­ნებ­რი­ვი გაზი სჭირ­დე­ბა).

განაგრძეთ კითხვა