თეთრი სახლი - მზად ვართ, 5-11 წლის ბავშვებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბრიდან დავიწყოთ | Allnews.Ge

თეთრი სახლი - მზად ვართ, 5-11 წლის ბავშვებისთვის ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბრიდან დავიწყოთ

აშშ-ში 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციისთვის საჭირო მილიონობით დოზის სადისტრიბუციო ცენტრებში მიტანის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა ჯეფ ზიენტსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფედერალურმა მთავრობამ ამ ასაკის ყველა ბავშვისთვის, 28 მილიონი ბავშვისთვის, საკმარისი მარაგი შეიძინა.

„მზად ვართ, 5-11 წლის ბავშვებისთვის ჩვენი ვაქცინაციის პროგრამა 8 ნოემბრის კვირიდან დავიწყოთ,“- აღნიშნა ზიენტსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენების ავტორიზაცია რამდენიმე დღის წინ გასცა.