"რთული კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა კორონავირუსი უფრო მართვადი გახდება" - "ბიონტექის“ დამფუძნებელი | Allnews.Ge

"რთული კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა კორონავირუსი უფრო მართვადი გახდება" - "ბიონტექის“ დამფუძნებელი

"ფა­ი­ზე­რის“ პარტნი­ო­რი გერ­მა­ნუ­ლი კომ­პა­ნია "ბი­ონ­ტე­ქის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იოზ­ლემ თი­უ­რე­ჯი აცხა­დებს, რომ რთუ­ლია იმის თქმა, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია, თუმ­ცა ცხა­დია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო მარ­თვა­დი გახ­დე­ბა.

"რთუ­ლი კი­თხვაა, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ვსწავ­ლობთ რა­ღაც ახალს მის შე­სა­ხებ, იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ რე­ა­გი­რებს ის ვაქ­ცი­ნა­ზე. ჩვენ გვჭირ­დე­ბა ეს ცოდ­ნა, რათა ვიმ­სჯე­ლოთ, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია. მაგ­რამ რაც უკვე და­ნამ­დვი­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ არის ის, რომ თან­და­თან "ახა­ლი ნორ­მა­ლუ­რო­ბა“ მკვიდ­რდე­ბა. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავ­ლობთ რო­გორ გა­ვუმკლავ­დეთ ვირუსს. ბევ­რი ჩვენ­გა­ნი უკვე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ახალ ხა­რისხს იძენს,“- აღ­ნიშ­ნა მეც­ნი­ერ­მა.

მისი თქმით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სი შე­ი­ძენს გრი­პის ვირუ­სის სტა­ტუსს, რომ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად ან ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ იტა­რე­ბენ.

"რა თქმა უნდა, ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბა კი­დევ რამ­დე­ნი­მე წელს მოგ­ვი­წევს. ასე­ვე გვექ­ნე­ბა პა­სუ­ხე­ბი კი­თხვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად და­უ­ზუს­ტე­ბე­ლია. მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, გაჩ­ნდე­ბა თუ არა სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იმუ­ნუ­რია ამ­ჟა­მინ­დე­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სი გრი­პის ვირუ­სის სტა­ტუსს შე­ი­ძენს, რის­თვი­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ზო­გი­ერ­თი ჯგუ­ფი ყო­ველ­წლი­უ­რად ან ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ აც­რას იტა­რებს. კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო მარ­თვა­დი ვირუ­სი გახ­დე­ბა",- აღ­ნიშ­ნა იოზ­ლემ თი­უ­რე­ჯ­მა.

myquiz