როგორ გამოიყურება პრინც ბენ სალმანის ულამაზესი ციხესიმაგრე “ლუი XIV“, რომლის ღირებულება 320 მილიონი დოლარია | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება პრინც ბენ სალმანის ულამაზესი ციხესიმაგრე “ლუი XIV“, რომლის ღირებულება 320 მილიონი დოლარია

არაბული ერის მომდევნო სავარაუდო მმართველმა და ვიცე-პრემიერმა პრინც ბენ სალმანმა საფრანგეთში, ლუვესიენში მდებარე 69 ჰექტარზე გაშენებულ შატო “ლუი XIV“ შესაძენად 320 მილიონი დოლარი დახარჯა.

ეს შატო, რომელიც თანამედროვეობის უნიკალური არქიტექტურული მიღწევაა, პარიზის დასავლეთით მდებარეობს.

2-1635504509-1635665250.jpg

ლუი XIV-ის დიდებული ციხე

ვერსალის მახლობლად მდებარე, 2015 წელს გაყიდული სასახლე Fortune-მ "მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ სახლად" დაასახელა.

გარდა ამ შენაძენისა, მეფის ნაცვალმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების სუპერ იახტა და ლეონარდო და ვინჩის 450 მილიონი დოლარიანი შედევრი შეიძინა. საინტერესოა ის, რომ ქონების მესაკუთრე დიდი ხნის განმავლობაში არ საჯაროვდებოდა. დოკუმენტების თანახმად, სასახლე ეკუთვნოდა რვა საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც ფონდის ხელმძღვანელი, ბინ სალმანი ხელმძღვანელობდა.

ციხე საუდელ ფრანგი ემად ხაშოგის მიერ არის აშენებული. New York Times-ის თანახმად, ის სავსეა სხვადასხვა თანამედროვე კომფორტით, მათ შორის განათებით, მუსიკით, კონდიციონერით და შადრევნებით, რომელთა მართვაც შესაძლებელია iPhone-ით.

განაგრძეთ კითხვა