ჩრდილოეთ კორეაში საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო, შავი გედის მოშენება დაიწყეს, ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეაში საკვებზე მოსალოდნელი კრიზისის გამო, შავი გედის მოშენება დაიწყეს, ხალხს კი ეუბნებიან, რომ მისი ხორცი გემრიელი და სამკურნალოა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­სა და საკ­ვე­ბის დე­ფი­ცი­ტის მოგ­ვა­რე­ბას სხვა­დას­ხვა გზით, მათ შო­რის კუ­პო­ნე­ბის და­ბეჭდ­ვით და შავი გე­დე­ბის მო­შე­ნე­ბით ცდი­ლობს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი სხვა­დას­ხვა წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

სხვა­დას­ხვა წყა­როს ცნო­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ცენ­ტრა­ლურ­მა ბან­კმა კუ­პო­ნე­ბის ბეჭდ­ვა და­ი­წყო, ვი­ნა­ი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვა­ლუ­ტის და­სა­ბეჭ­დად სა­ჭი­რო ქა­ღალ­დი და მე­ლა­ნი ჩი­ნე­თი­დან ვე­ღარ შე­დის, რის გა­მოც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­უ­ლი ვო­ნის კუ­პი­უ­რე­ბის დე­ფი­ცი­ტი შე­იქ­მნა.

ამას­თან, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ შავი გე­დის ხორ­ცის მოხ­მა­რე­ბის პრო­პა­გან­და და­ი­წყო. მათი მტკი­ცე­ბით, შავი გე­დის ხორ­ცით კვე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.“შავი გე­დის ხორ­ცი გემ­რი­ე­ლია და აქვს სამ­კურ­ნა­ლო ღი­რე­ბუ­ლე­ბა", - წერს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­ზე­თი Rodong Sinmun.

shavigedi6-42592-1635510474.jpg

ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა დიდი ხა­ნია სურ­სა­თის ნაკ­ლე­ბო­ბას გა­ნიც­დის. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეკო­ნო­მი­კის არას­წორ მარ­თვას ამ­ძაფ­რებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გან­ვი­თა­რე­ბის გამო და­უ­წე­სეს, ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი და კო­ვიდ 19-ის პან­დე­მი­ის გამო სა­ზღვრე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ჩა­კეტ­ვა.

კიმ ჩენ ინმა საკ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი "და­ძა­ბუ­ლი“ მდგო­მა­რე­ო­ბის არ­სე­ბო­ბა აღი­ა­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­ბო­დი­შა იმ მსხვერ­პლის­თვის, რისი გა­ღე­ბაც მო­ქა­ლა­ქე­ებს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად მო­უ­წი­ათ. თუმ­ცა მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ ქვე­ყა­ნა­ში წელს ეკო­ნო­მი­კა გა­უმ­ჯო­ბეს­და. ფხე­ნი­ა­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს გა­ე­როს მოხ­სე­ნე­ბას, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ანს შიმ­ში­ლი ემუქ­რე­ბა.