კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინებით ცრიან ჩინეთში 3 წლიდან ბავშვებს და რა აჩვენა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 14 000-მა მოზარდმა მიიღო | Allnews.Ge

კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელი ვაქცინებით ცრიან ჩინეთში 3 წლიდან ბავშვებს და რა აჩვენა კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 14 000-მა მოზარდმა მიიღო

ჩი­ნე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ქვეყ­ნად მი­იჩ­ნე­ვა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ყო­ველ­დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მცი­რეა. ჩი­ნეთ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 1.4-მი­ლი­არ­დი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან 1.07 მი­ლი­არ­დი უკვე აც­რი­ლია.

გარ­და ამი­სა, ჩი­ნურ­მა მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებ­მა გას­ცეს ნე­ბარ­თვა, და­ი­წყოს აც­რე­ბი 3 წლის ზე­მოთ ბავ­შვებ­შიც. უფრო მე­ტიც, ჩი­ნეთ­ში უკვე სამ­მა პრო­ვინ­ცი­ამ (სრულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) და კი­დევ ორი პრო­ვინ­ცი­ის ორმა ქა­ლაქ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა 3-დან 11-წლამ­დე ბავ­შვე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო აც­რის შე­სა­ხებ. ჰუ­ბე­ის, ფუ­ძი­ა­ნის, ხა­ი­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდა ჯე­ძი­ან­გი­სა და ჰუ­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ე­ბის ორი ქა­ლა­ქი.

chineti1-41162-1635411753.jpg

სა­უ­ბა­რია ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის "სი­ნო­ვა­კი­თა" და სი­ნო­ფარ­მით" ბავ­შვე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩი­ნეთ­მა ჯერ კი­დევ ივ­ნის­ში გას­ცა თახ­მო­ბა პე­კინ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი "სი­ნო­ფარ­მის" და "სი­ნო­ვა­კის" ვაქ­ცი­ნე­ბის 3-დან 17 წლამ­დე ბავ­შვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აც­რე­ბი მხო­ლოდ 12 წლი­დან ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს უტარ­დე­ბო­დათ.

მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში და­საშ­ვე­ბი გა­ხა­და ბავ­შვე­ბის აცრა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­მაც და­ი­წყეს ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბით მო­ზარ­დთა ვაქ­ცი­ნა­ცია. მათ შო­რი­საა:

  • კამ­ბო­ჯა, სა­დაც "სი­ნო­ვა­კით" და "სი­ნო­ფარ­მით" 6 წლი­დან ბავ­შვებს ცრი­ან.
  • ჩილე - რე­გუ­ლა­ტო­რებ­მა "სი­ნო­ვა­კით" აცრა 6 წლი­დან ბავ­შვებ­ზე და­უშ­ვეს.
  • არ­გენ­ტი­ნა - "სი­ნო­ფარ­მით" 3 წლი­დან ბავ­შვებს ცრის,

ამას­თან, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში 12 წლი­დან ზე­მოთ მო­ზარ­დებს უკეთ­დე­ბათ კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა. იყე­ნე­ბენ "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნას. ცნო­ბი­ლია ასე­ვე, რომ ამე­რი­კა მალე აპი­რებს 5 წლი­დან ბავ­შვე­ბის იმუ­ნი­ზა­ცი­ის და­წყე­ბას.

კვლე­ვა ბავ­შვებ­ში "სი­ნო­ვა­კი­სა" და "სი­ნო­ფარ­მის" ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებბავ­შვებ­ში "სი­ნო­ვა­კი­სა" და "სი­ნო­ფარ­მის" ეფექ­ტი­ა­ნო­ბის, ასე­ვე მისი უსაფრ­თხო­ე­ბის გან­სა­სა­ზღვრად, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვა სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, კვლე­ვის ფარ­გლებ­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, 14.000 მო­ზარ­დი აც­რეს. კვლე­ვამ გა­ი­ა­რა ორი ფაზა და სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს ჩი­ნეთ­სა და ზო­გი­ერთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში 3 წლის ასა­კი­დან ბავ­შვე­ბის მა­სობ­რი­ვად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტით ეფექ­ტი­ა­ნია, ან რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი. არ სა­ხელ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ციფ­რე­ბი, არც გა­მოვ­ლე­ნი­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ არის ცნო­ბი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ ეჭ­ვით უყუ­რებს კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის ბავ­შვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად მეტ დროს ითხოვს, ნა­წი­ლი კი იმი­თაა მშვი­დად, რომ ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე გა­მო­ი­ცა­და 14 000 ბავ­შვში.

sinoparmi-35421-1635411827.jpg

ვანგ ლუ, რო­მე­ლიც ფუ­ჯი­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს, სუ­ლაც არ ჩქა­რობს მისი 3 წლის ვა­ჟის აც­რას. "არ მინ­და პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვიყო, ვინც თა­ვის არას­რულ­წლო­ვან შვილს აც­რის. ჯერ შე­დე­გებს და­ვე­ლო­დე­ბი“.ვუ კონ­გი, 7 წლის გო­გო­ნას დე­დაა და ამ­ბობს, რომ შა­ნ­ჰა­ის სკო­ლი­დან ჯერ კი­დევ არ მი­უ­ღია ცნო­ბა აც­რის ახალ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე - "ვფიქ­რობ ეს ვაქ­ცი­ნა გრი­პის ვაქ­ცი­ნის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა და უკვე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი, რომ სა­ერ­თოდ არ ვნერ­ვი­უ­ლობ“ - ამ­ბობს ის.ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეპი­დე­მი­უ­რი აფეთ­ქე­ბის­გან თა­ვის დაც­ვა სურს და ქვეყ­ნის ფარ­გლებ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ადა­მი­ა­ნის აც­რას ცდი­ლობს: ქვე­ყა­ნა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით "დელ­ტა" შტა­მის გავ­რცე­ლე­ბას უფრთხი­ან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თე­ბერ­ვალ­ში და­გეგ­მი­ლია პე­კი­ნის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და, თუმ­ცა სწო­რედ "დელ­ტა" ვა­რი­ან­ტის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ქვე­ყა­ნამ ოლიმ­პი­ა­და­ზე უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის დას­წრე­ბა აკ­რძა­ლა. ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე­ებს კი მა­ყუ­რებ­ლე­ბის­გან მო­შო­რე­ბულ ლო­კა­ცი­ა­ზე მო­უ­წევთ ყოფ­ნა.

worldometers-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სის გა­მოვ­ლე­ნის დღი­დან, ამ დრომ­დე ჩი­ნეთ­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის 96 938 შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი. მათ შო­რის, 4 636 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა. ამა­ვე ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ამ დრო­ის­თვის ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მხო­ლოდ 659 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

myquiz