არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი | Allnews.Ge

არადიდგვაროვანზე ქორწინების გამო იაპონიის პრინცესა სამეფო ოჯახიდან "გააძევეს" - 21-ე საუკუნის ზღაპრული სიყვარულის ამბავი

ია­პო­ნი­ის სა­მე­ფო ოჯახ­ში სკან­და­ლია. პრინ­ცე­სა მაკო ოჯა­ხის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ცო­ლად გაჰ­ყვა კაცს, რო­მე­ლიც დიდ­გვა­რო­ვა­ნი არ არის და არა­ფე­რი აკავ­ში­რებს სა­იმ­პე­რა­ტო­რო ოჯახ­თან.

პრინ­ცე­სა მა­კოს რჩე­უ­ლი კეი კო­მუ­როა. ქორ­წი­ნე­ბის გამო მა­კოს სა­მე­ფო ტი­ტუ­ლი ჩა­მო­არ­თვეს.

წყვილ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ა­ფორ­მა. 30 წლის მა­კომ, ტი­ტულს სიყ­ვა­რუ­ლი ამ­ჯო­ბი­ნა. მან ჯერ კი­დევ 4 წლის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ კო­მუ­რო­ზე და­ნიშ­ნუ­ლი იყო. პრინ­ცე­სას ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის ბევ­რი კი­ცხავ­და. მა­კომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან 1 მი­ლი­ო­ნის მი­ღე­ბა­ზეც კი უარი თქვა, რომ ხალ­ხის­თვის და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, თუ რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მის­თვის კო­მუ­როს­თან ოჯა­ხის შექ­მნა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ეს თან­ხა სა­მე­ფო ოჯა­ხის და­ტო­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­და­ე­ცე­მათ იმ­პე­რა­ტო­რის ნა­თე­სა­ვებს.

princesa2-40221-1635321345.jpg

ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლი მე­დი­ის წი­ნა­შე წარ­სდგა და სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. 30 წლის კეი კო­მუ­რამ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყებ­ლად ისა­უბ­რა:

princesamako-40246-1635321389.jpg

"მე მიყ­ვარს მაკო. ერთხელ ვცხოვ­რობთ და მსურს ეს დრო ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად გა­ვა­ტა­რო. მე და მა­კოს თბი­ლი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხის შექ­მნა გვინ­და. ჩვენ ერ­თმა­ნეთს მხარ­ში ამო­ვუდ­გე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა თუ გან­საც­დელ­ში“, - ამ­ბობს კეი კო­მუ­რო.

ახ­ლად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს ნიუ იორკში სურთ სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა, სა­დაც კო­მუ­რო სა­ად­ვო­კა­ტო ფირ­მა­ში მუ­შა­ობს.

პრინ­ცე­სა მა­კოს სა­იმ­პე­რა­ტო­რო გვირ­გვი­ნის დად­გმა მა­ინც არ ეწე­რა, რად­გან ია­პო­ნი­ა­ში ქა­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლია. აგ­რეთ­ვე, სა­მე­ფო ოჯა­ხის ქალ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ია­პო­ნი­ის კონ­სტი­ტუ­ცი­ით, ოჯახ­სა და ტი­ტულ­ზე უა­რის თქმა ევა­ლე­ბათ, თუ ისი­ნი "უბ­რა­ლო ადა­მი­ან­ზე" გა­თხო­ვე­ბას გა­და­წყვე­ტენ.წყვილს ოჯა­ხის შექ­მნა ჯერ კი­დევ 2018 წელს ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ კო­მუ­როს დე­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სკან­და­ლის გამო, ქორ­წი­ლი გა­და­ი­დო. უფრო დე­ტა­ლუ­რად კი - გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მან ყო­ფი­ლი საქმროს­გან 36.000 დო­ლა­რი ისეს­ხა და თან­ხა უკან აღარ და­უბ­რუ­ნა. კო­მუ­რომ ამა­ზე 28-გვერ­დი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბაც კი და­წე­რა, სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ დე­და­მისს ფული სა­ჩუ­ქა­რი ეგო­ნა და და­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად ის ფუ­ლა­დი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­დახ­და­ზეც იყო თა­ნახ­მა.

princesa-40268-1635321481.jpg

ზო­გი­ერ­თის აზ­რით, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის გაზ­რდი­ლი უბ­რა­ლო ბიჭი პრინ­ცე­სას არ იმ­სა­ხუ­რებს, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ მა­კოს ის ცო­ლად ფუ­ლის გამო ირ­თავ­და. ამ­გვა­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და, რა­მაც კვა­ლი და­ამ­ჩნია პრინ­ცე­სას ფსი­ქი­კა­ზე. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მა­კოს პოსტტრავ­მუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და.

ია­პო­ნე­ლი წყვი­ლის სკან­დალს ბევ­რი ბრი­ტა­ნე­თის პრინც ჰა­რი­სა და მე­გან მერკლის ის­ტო­რი­ას ადა­რებს. ბევ­რი ფიქ­რობ­და,

mako3-40297-1635321524.jpg

"სი­ტუ­ა­ცი­ის მსგავ­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ეჭ­ვოა, კეი კო­მუ­როს და მა­კოს ისე­თი­ვე ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გო­რიც ჰა­რის და მე­განს. ინ­გლი­სე­ლი წყვი­ლი ბევ­რად უფრო ხში­რად ჩნდე­ბა კა­მე­რე­ბის წინ და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა. ისი­ნი გახ­სნი­ლად ჰყვე­ბოდ­ნენ სა­მე­ფო ოჯა­ხის ის­ტო­რი­ებს და ამით მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი იშო­ვეს. ეჭვი მე­პა­რე­ბა, კო­მუ­რო და მაკო მსგავ­სად მო­იქ­ცნენ, სა­ერ­თო­დაც, მგო­ნია, რომ ეს ორი ჩვე­ნი თვალ­სა­წი­ე­რი­დან უბ­რა­ლოდ გაქ­რე­ბა", - ამ­ბობს პორტლენ­დის შტა­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ია­პო­ნი­ის სა­კი­თხე­ბის მკვლე­ვა­რი კენ რუ­ო­ფი.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა