"თუ საჭირო გახდება მზად ვართ პოლიციის დანაყოფები კიდევ უფრო გავაძლიეროთ"- რატომ იცავს ასობით პოლიციელი გერმანია-პოლონეთის საზღვარს | Allnews.Ge

"თუ საჭირო გახდება მზად ვართ პოლიციის დანაყოფები კიდევ უფრო გავაძლიეროთ"- რატომ იცავს ასობით პოლიციელი გერმანია-პოლონეთის საზღვარს

ბელარუსიდან ევროკავშირში მოხვედრილი მიგრანტების შესაკავებლად, გერმანია-პოლონეთის საზღვარს ასობით პოლიციელი იცავს. Euronews-ის ინფორმაციით, ასობით მიგრანტი ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

„ასობით ოფიცერი საკუთარ მოვალეობას დღისა და ღამის მანძილზე ასრულებს და თუ საჭირო გახდება მე მზად ვარ მათი დანაყოფები კიდევ უფრო გავაძლიერო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ მოდის ჩვენთან. კანონიერია, რომ დავიცვათ ქვეყნის საზღვარი ისე, რომ მისი უკანონოდ გადაკვეთა არ მოხდეს“- განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეჰოფერმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა იმ მიგრანტთა რიცხვი, რომლებიც ბელარუსის გადაკვეთით ევროკავშირის ტერიტორიაზე ცდილობენ მოხვედრას, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შექმნილი მდგომარეობის გამო პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

myquiz