"ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს დიდებული თურქეთია" - რამ აღაშფოთა ერდოღანი ისე, რომ ქვეყნიდან 10 ელჩის გაძევება გადაწყვიტა? | Allnews.Ge

"ეს არ არის ტომობრივი სახელმწიფო. ეს დიდებული თურქეთია" - რამ აღაშფოთა ერდოღანი ისე, რომ ქვეყნიდან 10 ელჩის გაძევება გადაწყვიტა?

ახა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლი - თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რე­ჯეპ ტაიფ ერ­დო­ღან­მა გას­ცა 10 ელ­ჩის, მათ შო­რის აშშ-ის, საფ­რან­გე­თის და გერ­მა­ნი­ის ელ­ჩე­ბის გა­ძე­ვე­ბის ბრძა­ნე­ბა - ელ­ჩე­ბის, რომ­ლებ­მაც მა­ნამ­დე გა­ავ­რცე­ლეს გან­ცხა­დე­ბა 2017 წელს და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის გა­რე­შე პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბით.

ერ­დო­ღან­მა 23 ოქ­ტომ­ბერს ელ­ჩე­ბის გან­ცხა­დე­ბას "თავ­ხე­დო­ბა" უწო­და და გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ელ­ჩე­ბი პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად გა­მო­ა­ცხა­დონ.

გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც ასე­ვე ხელს აწე­რენ ჰო­ლან­დი­ის, კა­ნა­დის, და­ნი­ის, შვე­დე­თის, ფი­ნე­თის, ნორ­ვე­გი­ის და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ელ­ჩე­ბი, შე­ი­ცავს მო­წო­დე­ბას იმის თო­ბა­ზე, რომ გა­და­იჭ­რას ფი­ლანტროპ ოს­მან კა­ვა­ლას საქ­მე.

64 წლის კა­ვა­ლას 2020 წელს მო­უხ­სნეს ბრალ­დე­ბა, რომ ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და 2013 წლის ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გა­მოს­ვლებს. თუმ­ცა შემ­დეგ ეს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­უქ­მეს და საქ­მეს და­უ­მა­ტეს ახა­ლი ბრალ­დე­ბა, ერ­დო­ღა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ 2016 წლის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას­თან კავ­ში­რით.

ბრალ­დე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კა­ვა­ლას შე­საძ­ლოა სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯოს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი საქ­მეს გმო­ბენ და მას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო 2019 წელს გა­მო­ვი­და კა­ვა­ლას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბით და გა­ნა­ცხა­და, რომ არ არ­სე­ბობს მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა.

კა­ვა­ლას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­წო­დე­ბით ევ­რო­საბ­ჭოც გა­მო­დის.

რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ა­ღი­ზი­ა­ნა იმ ფაქ­ტმა, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ელ­ჩებ­მა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს "გარ­კვე­უ­ლი მი­თი­თე­ბე­ბი მის­ცეს."

"ეს არის თურ­ქე­თი, ეს არ არის ტო­მობ­რი­ვი სა­ხელ­მწი­ფო. ეს თურ­ქე­თია, დი­დე­ბუ­ლი თურ­ქე­თი. არ შე­იძ­ლე­ბა აქ ადგე, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიხ­ვი­დე და მი­თი­თე­ბე­ბი გას­ცე. ჩვენს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს მი­ვე­ცი სა­ჭი­რო მი­თი­თე­ბე­ბი. მე ვუ­თხა­რი, რა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ: ეს 10 ელჩი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­მო­ცხად­დეს პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად და მათ ამ ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ", - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

საქ­მე ეხე­ბა გერ­მა­ნი­ის, აშშ-ის, და­ნი­ის, ფი­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, ნი­დერ­ლან­დე­ბის, შვე­დე­თის, კა­ნა­დის, ნორ­ვე­გი­ის და ახა­ლი ზე­ლან­დი­ის ელ­ჩე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას, სა­დაც ოს­მან კა­ვა­ლას საქ­მის სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ და აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი საქ­მე ჩრდილს აყე­ნებს თურ­ქე­თის სა­სა­მარ­თლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ხა­რისხს.

მომ­ხდარს აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს მსოფ­ლიო პრე­სა.

რა­დიო Voice of America-ს რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რი აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, სა­თა­უ­რით: "ერ­დო­ღა­ნის კრი­ტი­კო­სე­ბის აზ­რით, ელ­ჩე­ბის გა­ძე­ვე­ბის მო­წო­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს“, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლია თურ­ქე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის რე­აქ­ცია.

"თურ­ქე­თის ოპო­ზი­ცი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის ლი­დე­რის ქე­მალ ქი­ლი­ღა­რ­ოღ­ლუს გან­ცხა­დე­ბით, რე­ჯეფ ერ­დო­ღა­ნი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი მოქ­მე­დე­ბით ქვე­ყა­ნას უფსკრულ­ში აგ­დებს. იგი მო­სახ­ლე­ო­ბას გან­გებ უქ­მნის ეკო­ნო­მი­კურ პრობ­ლე­მებს და ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს კი არ იცავს, პი­რი­ქით, ქვე­ყა­ნას ან­გრევს...

თურ­ქე­თის მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ია­ვუზ აგი­რ­ოღ­ლუ კი პრე­ზი­დენტს მო­უ­წო­დებს, "თავი და­ა­ნე­ბოს ბაქი-ბუქს და ეკო­ნო­მი­კას მი­ხე­დოს, ქვეყ­ნის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­და­წყვი­ტოს“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

"ბრი­ტა­ნუ­ლი BBC კი თა­ვის მი­მო­ხილ­ვა­ში, სა­თა­უ­რით: "პრე­ზი­დენ­ტმა ერ­დო­ღან­მა ელ­ჩე­ბი გა­ა­ძე­ვა“, აღ­ნიშ­ნავს, რომ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ვა­შინგტონს ამ ეტაპ­ზე თურ­ქე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან აქვს კონ­ტაქ­ტე­ბი სი­ტუ­ა­ცი­ის უკეთ გა­სარ­კვე­ვად,

"გერ­მა­ნი­ამ მშვი­დად მო­ის­მი­ნა თურ­ქე­თის ლი­დე­რის მრის­ხა­ნე გან­ცხა­დე­ბა, ბერ­ლინს ცხრა და­ნარ­ჩენ ქვე­ყა­ნას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი აქვს. ნორ­ვე­გი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ კი თავი გა­ი­მარ­თლა - ჩვე­ნი ელჩი ისეთ ან­ტი­თურ­ქულს არა­ფერს აკე­თებ­და, ქვეყ­ნი­დან რომ გა­ეგ­დოთ, უბ­რა­ლოდ, მან თურ­ქე­თის მთავ­რო­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დაო“, - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ