"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი? | Allnews.Ge

"აქ პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ არის, არც ტესტი გჭირდება, ბედნიერად ვცხოვრობთ" - რას ჰყვება დანიაში მცხოვრები ქართველი ონკოლოგი?

დიდი ხანი არ არის, რაც და­ნი­ამ ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მოხ­სნა და ქვე­ყა­ნა ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­და. იყო ეჭ­ვე­ბი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა გა­ა­მარ­თლებ­და თუ არა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა რომ ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა და ხალ­ხს პირ­ბა­დის არ­სე­ბო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად და­ა­ვი­წყდა.

იქ არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ უმ­ძი­მეს ეპიდ­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ნი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ონ­კო­ლო­გი ზაზა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე გვე­სა­უბ­რა...

- ბა­ტო­ნო ზაზა, და­ნია იყო მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ყვე­ლა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცია მო­იხ­სნა... რამ­დე­ნად გა­ა­მარ­თლა შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნამ?

- დიახ, ძა­ლი­ან გა­ა­მარ­თლა... და­ნი­ა­ში პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ­სად აღარ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო. სურ­ვი­ლი თუ ვინ­მეს აქვს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია შე­უძ­ლია ატა­როს... ერ­თა­დერ­თი პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა რჩე­ბა მხო­ლოდ აე­რო­პორ­ტში, რად­გან აე­რო­პორ­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სივ­რცეა და ათა­სი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ირე­ვა...ამის წინ აე­რო­პორ­ტში მოვ­ხვდი და გა­მიკ­ვირ­და ყვე­ლას, რომ პირ­ბა­დე ეკე­თა, მერე გა­მახ­სენ­და რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყო. უზარ­მა­ზა­რი სივ­რცე პირ­ბა­დის გა­რე­შე გა­ვი­ა­რე და შე­ნიშ­ვნა არ მო­უ­ცი­ათ. იმ­დე­ნად და­მა­ვი­წყდა პირ­ბა­დის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, სხვებს რომ ეკე­თათ, მიკ­ვირ­და...

სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ხე­ლე­ბის ჰი­გი­ე­ნა, ერ­თმა­ნე­თან ნაკ­ლე­ბი კონ­ტაქ­ტი, სა­სურ­ვე­ლია... არა­და და­ნი­ე­ლე­ბი თბი­ლი ხალ­ხია, უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა, მაგ­რამ ახლა ყვე­ლა ერი­დე­ბა... ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, თო­რემ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ გა­ნაგ­რძობს ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბას. არც ტეს­ტი გჭირ­დე­ბა არ­სად და არც არა­ფე­რი... ეს კი არა, უკვე სა­უ­ბა­რია, რომ აც­რილს თუ კო­ვი­დის სიპ­ტო­მე­ბი აქვს, მას ტეს­ტიც კი არ სჭირ­დე­ბა, რად­გან გა­დამ­დე­ბი აღარ არი­სო. თუმ­ცა ამ სა­კი­თხზე დის­კუ­სია მი­დის...

სრუ­ლი­ად და­ვუბ­რუნ­დით ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბის, 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბის ჯგუ­ფი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან აც­რი­ლი, მო­სახ­ლე­ო­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წი­ლია და რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გა­იხ­სნა, და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა სულ ოდ­ნავ მო­ი­მა­ტა... ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი ძა­ლი­ან და­ბა­ლია.

მე უკვე მი­ვი­ღე მოწ­ვე­ვა, რომ მე­სა­მე აცრა ჩა­ვი­ტა­რო და ძლივს ვი­პო­ვე ად­გი­ლი, იმ­დე­ნად დიდი მო­თხოვ­ნა იყო... ორ კვი­რა­ში იყო პირ­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩა­ვე­წე­რე... პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე­ებს და მედ­პერ­სო­ნალს. მე რო­გორც მედ­პერ­სო­ნა­ლი, ადრე გა­მო­მი­ძა­ხეს... ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით ყვე­ლას ეტა­პობ­რი­ვად მო­უ­წევს...

- ის­რა­ელ­მაც აცრა მო­სახ­ლე­ო­ბა, მაგ­რამ იქ ისევ იფეთ­ქა...

- ის­რა­ელ­ში არ იყო აც­რილ­თა რი­ცხვი ასე მა­ღა­ლი. იქ მო­სახ­ლე­ო­ბის 60 პრო­ცენ­ტამ­დე იყო აც­რი­ლი და და­ნი­ა­ში ორ­ჯერ აც­რი­ლე­ბის 90 პრო­ცენ­ტამ­დე...

- ვიცი რომ მუდ­მი­ვად თვალს ადევ­ნებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში რა ვი­თა­რე­ბაა და რას იტყო­დით?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ! მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მოხ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა, მთა­ვა­რი აც­რაა! სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, ბო­ლომ­დე რე­გუ­ლა­ცი­ებ­საც ვე­ღარ გან­კარ­გავ! მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბის გამო კი არა, ხალ­ხსაც მო­ბეზ­რდა უკვე რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვა... თა­ვად შე­ვეს­წა­რი მა­ღა­ზი­ა­ში , დაც­ვის წევ­რმა ძა­ლი­ან თა­ვა­ზა­ნად შე­ნიშ­ვნა მის­ცა ერთ კაცს პირ­ბა­დე გა­ეს­წო­რე­ბი­ნა და მან არა­თუ შე­ნიშ­ვნა მი­ი­ღო, აქეთ შე­მო­ე­და­ვა... მერე ვი­თომ გა­ის­წო­რა და რო­გორც იქა­უ­რო­ბას გას­ცდა, იქვე ჩა­მო­ი­წია... ეს უკვე ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რის სა­კი­თხია...

1000-28919-1634974404.jpeg

- და­ნი­ის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და შეგ­ვეძ­ლო ვირუ­სის მარ­თვა? თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ?

- აქ იჩი­ნა თავი, თუ რა­ო­დენ ცუ­დია ზო­გა­დად დე­ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლო­ბა და არა-ერ­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როა, სუს­ტად წა­რი­მარ­თა პრო­პა­გან­და, თუ რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია აცრა! არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რებ­მა, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რებ­მა აც­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყეს. ვე­რა­ნა­ი­რი კონ­ტრო­ლი მათ ვერ გა­უ­წი­ეს... ამე­რი­კა­შიც ძა­ლი­ან დი­დია ან­ტი­ვაქ­სერ­თა რი­ცხვი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და შგ­ვეძ­ლო კარ­გად და­წყე­ბუ­ლი საქ­მე კარ­გად გაგ­ვეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

ძა­ლი­ან დიდი ბრა­ლი მი­უ­ძღვით იმ არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ ექი­მებს, რომ­ლე­ბიც აც­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­დი­ან. პა­ცი­ენ­ტებს მო­უ­წო­დე­ბენ არ აიც­რა­თო და რაღა უნდა გა­კეთ­დეს ამის მერე, მე აღარ ვიცი!

მგო­ნია, რომ სე­რი­ო­ზუ­ლი ში­შე­ბი ინერ­გე­ბო­და რე­ლი­გი­ის მხრი­და­ნაც, თით­ქოს აცრა სა­ში­ნელ სუ­ლის წა­წყმე­დას იწ­ვევ­დეს. ძნე­ლია ამას რამე ლო­გი­კუ­რი არ­გუ­მენ­ტით უპა­სუ­ხო. თუმ­ცა გა­ვი­გე, რომ ეკ­ლე­სია ახლა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­მო­დის და ხალ­ხს აც­რას მო­უ­წო­დებს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე ბევ­რი რამ და­ი­კარ­გა ამ ბრძო­ლა­ში. ვიცი რომ იგი­ვე ეკ­ლე­სი­ა­ში ბევ­რი იც­რე­ბა, სხვებ­საც მო­უ­წო­დებს და ასე შეგ­ნე­ბუ­ლად უნდა მო­იქ­ცეს ყვე­ლა!

თქვენ კი­თხვა­ზე, თუ მე რას გა­ვა­კე­თებ­დი, პა­სუხზე თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ჩემ პა­სუხს არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს. ფაქ­ტია, რომ პან­დე­მია 2022 წელ­შიც მძლავ­რად იქ­ნე­ბა, ამი­ტომ უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ხერ­ხი, რო­მელ­თა შო­რის უმ­თავ­რე­სია აც­რე­ბი. ვთხოვ ყვე­ლას - მთავ­რო­ბას, ექი­მებს, ეკ­ლე­სი­ას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვი­ტა­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე ინ­ფორ­მა­ცია აც­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე იმე­დი მაქვს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა აც­რე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბით.

ambebi.ge