ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს? | Allnews.Ge

ვინ არის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ჯეიმს ოსტინ III, რომელიც საკუთარ თავზე ზოგჯერ მე - 3 პირში საუბრობს?

შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ლოიდ ოს­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში 18 ოქ­ტომ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­მო­ვი­და. შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცია ოს­ტი­ნის "ტვი­ტე­რის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნის თქმით, აშშ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გან­მტკი­ცე­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის წინსვლა­ში დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ერ­თგუ­ლია.

“მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი აქ ჩემს შეხ­ვედ­რებს", - და­წე­რა ლოიდ ოს­ტინ­მა.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ ვი­ზიტს ის­ტო­რი­უ­ლად აფა­სე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ტექ­სტში.

ლოიდ ოს­ტი­ნის ვი­ზი­ტის გე­ოგ­რა­ფია უკ­რა­ი­ნელ და ქარ­თველ ექ­სპერ­ტებს აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ კი­ევ­შიც და თბი­ლის­შიც მისი შეხ­ვედ­რე­ბის ცენ­ტრში სწო­რედ შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და ნა­ტოს და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

160404-d-zz999-0001-38650-1634546539.jpg

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, ჩავა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­მი­ნეთ­ში. იგი ვი­ზიტს და­ას­რუ­ლებს ბრი­უ­სელ­ში, სა­დაც ნა­ტოს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

ვინ არის ლოიდ ჯე­იმს ოს­ტინ III?

მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო 1953 წლის 8 აგ­ვის­ტოს ალა­ბა­მას შტატ­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა გა­ი­ზარ­და ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ თო­მას­ვილ­ში. თა­და­რი­გის ოთხვარ­სკვლა­ვი­ა­ნი გე­ნე­რა­ლი, აშშ-ს თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი 2021 წლის 22 იან­ვრი­დან არის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის "სენ­ტკო­მის" (გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბა - აშშ-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო - აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და აზი­ა­ში აშშ-ს ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მე­თა­უ­რი იყო და პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნია.

210122-d-bn624-0122-50863215143-38583-1634546556.jpg

2021 წლის 22 იან­ვრი, თავ­დაც­ვის მდივ­ნის პოსტზე ფი­ცის და­დე­ბა

ცენ­ტრა­ლურ სარ­დლო­ბამ­დე ოს­ტი­ნი იყო აშშ არ­მი­ის შტა­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე (რი­გით 33-ე, 2012 წლის იან­ვრი­დან 2013 წლის მარ­ტამ­დე), აგ­რეთ­ვე, გახ­ლდათ ერაყ­ში აშშ-ს ძა­ლე­ბის უკა­ნას­კნე­ლი მე­თა­უ­რი, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ოპე­რა­ცი­ას "ახა­ლი გან­თი­ა­დი“ ( 2010-2011), რო­მე­ლიც 2011 წლის დე­კემ­ბერ­ში დას­რულ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­დან წა­ვი­და 2016 წელს და გა­წევ­რი­ან­და კომ­პა­ნი­ე­ბის Raytheon Technologies, Nucor და Tenet Healthcare დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭო­ებ­ში.

განაგრძეთ კითხვა