"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში | Allnews.Ge

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში

"ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას და ამ ქვეყ­ნე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ უწყვეტ მცდე­ლო­ბას", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ასამ­ბლეა გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას, რუ­სე­თის უწყვეტ მცდე­ლო­ბას, გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ქვეყ­ნე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, ჩა­შა­ლოს მათი ევ­რო­პუ­ლი და/ან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და ხელი შე­უ­წყოს უგუ­ნურ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ეს­კა­ლა­ცი­ებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას."გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქარ­თველ­თა მი­მართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გამო, ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულi პი­რე­ბის უფ­ლე­ბას, დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა გა­აძ­ლი­ე­რონ. "მო­ვუ­წო­დებთ, გა­აძ­ლი­ე­რონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ძა­ლის­ხმე­ვის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა, გა­მო­ხა­ტონ სო­ლი­და­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბის გაზ­რდი­თა და მათი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რით და გა­აგ­რძე­ლონ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ნა­წი­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი ოკუ­პა­ცი­ი­სა და უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის დაგ­მო­ბა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რე­ზო­ლუ­ცია ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე პო­ლი­ტი­კურ­მა კო­მი­ტეტ­მა წა­რად­გი­ნა და პლე­ნა­რულ­მა ასამ­ბლე­ამ და­ამ­ტკი­ცა.

myquiz