ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ" | Allnews.Ge

ცხოვრება გამოქვაბულში, უკიდურესი გაჭირვება და ყველასგან დავიწყებული ადამიანები - "თითქოს, არ ვარსებობთ"

ავ­ღა­ნეთ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი და ახლა თა­ლი­ბე­ბის მიერ მმარ­თვე­ლო­ბის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, ქვეყ­ნი­დან აშშ-ის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გას­ვლა, არა მხო­ლოდ ავ­ღა­ნელ­თა დიდი ნა­წი­ლის­თვის აღ­მოჩ­ნდა უი­მე­დო­ბის მომ­ტა­ნი, არა­მედ ავ­ღა­ნე­თის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­კის­ტა­ნის რე­გი­ო­ნე­ბის­თვი­საც და ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც ეს ად­გი­ლე­ბი დიდი ხა­ნია და­ტო­ვეს, თუმ­ცა დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი აქამ­დე ყო­ველ­თვის ჰქონ­დათ, ახლა ეს იმე­დი გაქ­რა.

პე­შა­ვა­რის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში ავ­ღა­ნეთ-პა­კის­ტა­ნის სა­ზღვრის­პი­რა ტი­რა­ჰის რე­გი­ო­ნი­დან 7 წლის წინ წა­სუ­ლი 100-მდე ოჯა­ხი ცხოვ­რობს, თუმ­ცა მათ პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბა დევ­ნი­ლე­ბად არ აღი­ა­რებს, ვერ იღე­ბენ დახ­მა­რე­ბას, არ აქვთ სა­მუ­შაო, მათი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა კი უკი­დუ­რე­სი გა­სა­ჭი­რი და საზ­რდო­ზე ფიქ­რია.ამ­ბა­ვი ასე­თია - 2014 წელს ავ­ღა­ნეთ­თან ახ­ლოს, ტი­რა­ჰის ხე­ო­ბა­ში, პა­კის­ტა­ნის არ­მი­ა­სა და "თა­ლი­ბანს" შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი მოხ­და. ამ ად­გი­ლას ამ­ბო­ხე­ბის კერა იყო, რომ­ლის მი­ზან­საც პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბის დამ­ხო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­ტო­ვეს აქა­უ­რებ­მა მშობ­ლი­უ­რი სახ­ლე­ბი და მრა­ვა­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, გა­მოქ­ვა­ბუ­ლებ­ში და­სახ­ლდნენ. 2017 წელს გე­ნე­რალ ლე­ი­ტე­ნან­ტმა ასიფ გა­ფირ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ მი­სია დას­რუ­ლე­ბუ­ლია, რომ საფრ­თხე აღარ არ­სე­ბობს, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად, ამ რე­გი­ონ­ში ბრძო­ლა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. სა­ნამ თა­ლი­ბე­ბი ავ­ღა­ნეთ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბას იგ­დებ­დნენ ხელ­ში, "თა­ლი­ბა­ნის" მოძ­რა­ო­ბამ პა­კის­ტან­ში იე­რი­ში მი­ი­ტა­ნა პა­კის­ტა­ნის არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ავ­ღა­ნე­თის სა­სა­ზღვრო რე­გი­ონ­ში, ტი­რა­ჰის სამ­ხრე­თით. მხო­ლოდ სექ­ტემ­ბერ­ში ამ შე­ტე­ვებს ათი ჯა­რის­კა­ცი ემსხვერ­პლა.

pakistani-59534-1633857158.jpg

პა­კის­ტა­ნის მთავ­რო­ბა უარს ამ­ბობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან წა­სულ პი­რებს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭოს და ამ­ბო­ბენ, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. რე­ა­ლუ­რად კი, იქ შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, მუდ­მი­ვი ბრძო­ლე­ბი და ტე­რაქ­ტე­ბი ხალ­ხს აი­ძუ­ლებს, რომ ისევ გა­მოქ­ვა­ბულ­ში ცხოვ­რე­ბა ამ­ჯო­ბი­ნონ, თა­ნაც უმე­ტე­სი მათ­გა­ნის სახ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

ოთხმოც­და­ა­თი წლის შაჰ მას­ტი გა­მოქ­ვა­ბულს, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს, სახ­ლს ეძა­ხის და ბრა­ზობს ამ­გვა­რი ცხოვ­რე­ბის გამო - "ღმერ­თს ვფი­ცავ, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, თით­ქოს, არ ვარ­სე­ბობთ", - ამ­ბობს შაჰ მას­ტი.

pakistani2-59643-1633857187.jpg

"ღმერ­თს ვფი­ცავ, არა­ვინ გვეხ­მა­რე­ბა, თით­ქოს, არ ვარ­სე­ბობთ"

90 წლის შაჰ მას­ტი, ზის სა­წოლ­ზე თა­ვის უჰა­ე­რო გა­მოქ­ვა­ბულ­ში და დარ­დობს, რომ მის ოჯახს ძა­ლი­ან უჭირს, რომ ეს უკი­დუ­რე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ამ­ბობს, რომ მისი ვა­ჟე­ბი ცდი­ლო­ბენ მუ­შა­ო­ბას, მაგ­რამ ეს არა­ფე­რია, ოჯა­ხი იბ­რძვის ყო­ველ­დღი­უ­რი საკ­ვე­ბის­თვის. მას სამი ცოლი, 21 შვი­ლი - 9 ვაჟი და 12 ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს. მისი ერთ-ერთი შვი­ლი მწყემ­სია. ამ­ბობს, რომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და მის ქა­ლიშ­ვი­ლებს გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის და მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ, მაგ­რამ არც ადრე და მით უფრო ახლა, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოჯახს არ ჰქო­ნია.

განაგრძეთ კითხვა

myquiz