"პანდორას" დოსიე და მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში? | Allnews.Ge

"პანდორას" დოსიე და მსოფლიო ლიდერების საიდუმლო ქონება - რა წერია მედიაში "გაჟონილ" ოფშორულ დოკუმენტებში?

ათო­ბით მსოფ­ლიო ლი­დე­რის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მი­ლი­არ­დე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო გა­რი­გე­ბე­ბი და უცხო თვა­ლის­გან და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და იმ ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის მას­შტა­ბუ­რი "გა­ჟონ­ვით“, რაც მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში მომ­ხდა­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი­დან ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. ახა­ლი ოფ­შო­რუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის დო­სიე Pandora Papers-ის სა­ხელ­წო­დე­ბით მო­ი­ნათ­ლა.

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის (ICIJ) ეგი­დით, 650-ზე მეტ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­ლი­ო­ნო­ბით ფა­ი­ლი შე­ის­წავ­ლა, რომ­ლებ­შიც ფი­გუ­რი­რებს რიგი ქვეყ­ნე­ბის ათო­ბით ყო­ფი­ლი და მოქ­მე­დი ლი­დე­რი, ასე­ვე მათი "ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი".

დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, თუ რა კავ­ში­რე­ბია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტსა და მო­ნა­კო­ში არ­სე­ბულ სა­ი­დუმ­ლო აქ­ტი­ვებს შო­რის და მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ჩე­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ან­დრეი ბა­ბიშს, რო­მელ­საც ერთ კვი­რა­ში არ­ჩევ­ნე­ბი უწევს, თა­ვი­სი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია თურ­მე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ ჰქო­ნია. არა­და, იმ კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით საფ­რან­გე­თის სამ­ხრეთ­ში, "ლაჟ­ვარ­დო­ვან ნა­პირ­ზე“ ორი ვილა შე­უ­ძე­ნია...

ახა­ლი დო­სიე აგ­რძე­ლებს ბოლო 7 წლის ტრა­დი­ცი­ებს, როცა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის "გა­ჟონ­ვა“ ოფ­შო­რე­ბი­დან. მათ­გან ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლე­ბია FinCen- ი, Panama Papers- ი და LuxLeaks- ი.

Pandora Papers-ის "გა­ჟონ­ვის“ წყა­ლო­ბით ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის მე­დია-პარტნი­ო­რებ­მა, მათ შო­რის ბი-ბი-სი-ს გა­და­ცე­მა "პა­ნო­რა­მა­მაც“, იმ კომ­პა­ნი­ე­ბის 12 მი­ლი­ო­ნი დო­კუ­მენ­ტის გაც­ნო­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღეს, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ მომ­სა­ხუ­რე­ბას ეწე­ვი­ან ოფ­შო­რულ იუ­რის­დიქ­ცი­ებ­ში, ანუ იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც შე­ღა­ვა­თი­ა­ნი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი მოქ­მე­დებს, ლო­ი­ა­ლუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა და რე­გის­ტრა­ცი­ის გა­ი­ო­ლე­ბუ­ლი წესი არ­სე­ბობს.

დო­კუ­მენ­ტე­ბის "გა­დი­ნე­ბა“ მოხ­და იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, კერ­ძოდ, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ნა­მა­ში, ბე­ლიზ­ში, სინ­გა­პურ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არა­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში.

ვლა­დი­მერ პუტ­ნის გა­რე­მოც­ვა: კრი­ვო­ნო­გე­ბის ბინა მო­ნა­კო­ში

დო­სიე შე­ი­ცავს დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი და­მა­ლუ­ლია მო­ნა­კო­ში - ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ ბი-ბი-სი-ს გა­და­ცე­მა "პა­ნო­რა­მას“ რე­პორ­ტი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­მაც Pandora Papers-ის ფა­ი­ლე­ბი შე­ის­წავ­ლეს. მათ მი­აკ­ვლი­ეს, რომ მო­ნა­კო­ში მდე­ბა­რე სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გის აპარ­ტა­მენ­ტებს კავ­ში­რი აქვთ იმ კომ­პა­ნი­ას­თან, რო­მელ­საც გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კო და პეტ­რე კოლ­ბი­ნი უწევ­დნენ მომ­სა­ხუ­რე­ბას. სა­მი­ვეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის უახ­ლო­ეს გა­რე­მოც­ვა­ში შე­დი­ან.

დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს, რომ მო­ნა­კო­ში მდე­ბა­რე ბრწყინ­ვა­ლე, მდიდ­რუ­ლი აპარ­ტა­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ნავ­სად­გურს გა­დაჰ­ყუ­რებს, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნოგს ეკუთ­ვნის, რო­მელ­მაც შე­ნო­ბა 2003 წელს შე­ი­ძი­ნა 3,6 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

ერთი წლის წი­ნათ გა­მო­ცე­მა "პრო­ექ­ტმა“ (რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აკ­რძა­ლეს), სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის [საყ­ვა­რელ ქა­ლად] მი­იჩ­ნია და 2003 წელს და­ბა­დე­ბულ გო­გო­ნას დე­დად. ამის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვებს პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა არა­ერ­თხელ უპა­სუ­ხა და აცხა­დებ­და, რომ აღ­ნიშ­ნულ ქალ­ზე არა­ფე­რი იცის.

putini-60694-1633418744.jpg

რო­გორც Pandora Papers-ის დო­სიე აჩ­ვე­ნებს, სვეტ­ლა­ნა კრი­ვო­ნო­გის საქ­მე­ე­ბით მო­ნა­კო­ში კომ­პა­ნია Moores Rowland იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მის კლი­ენ­ტებს შო­რის იყო გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოც და აწ უკვე გარ­დაც­ვლი­ლი პეტ­რე კოლ­ბი­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ორი­ვე აშშ-ის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა, რო­გორც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

Pandora Papers-ის დო­სი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ნა­დი ტიმ­ჩენ­კოს იუ­რის­ტებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ კლი­ენტს კა­ნო­ნე­ბი არას­დროს არ და­ურ­ღვე­ვია, ხოლო Moores Rowland-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, ისი­ნი გულ­მოდ­გი­ნედ აწარ­მო­ე­ბენ ხოლ­მე თა­ვი­ან­თი ახა­ლი კლი­ენ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბებს და მუ­დამ დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­მე­დე­ბენ. ცალ­კე­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის საქ­მე­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბა კი მათ არ შე­უძ­ლი­ათ, კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო.

ბრი­ტა­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა - მაგ­ნი­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხი­სათ­ვის

ზო­გი­ერ­თი სა­ხე­ლი, რო­მელ­საც დო­სი­ე­ში ვხვდე­ბით, უკვე იყო ად­რეც სხვა მა­სა­ლებ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი იმ ეჭ­ვე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც გაჩ­ნდა მათი მხრი­დან კო­რუფ­ცი­ა­ში, "ფუ­ლის გა­რე­ცხვა­სა“ და გა­და­სა­ხა­დე­ბი­სა­გან თა­ვის არი­დე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. Pandora Papers-ის დო­სი­ეს სი­ახ­ლე ისაა, რომ მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, რომ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ ქმნის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ოფ­შო­რუ­ლი მფლო­ბე­ლე­ბის რე­ესტრს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად.

მხო­ლოდ ერთი მა­გა­ლი­თი: რო­გორც ცნო­ბი­ლია, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯახს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გა­ძარ­ცვა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. Pandora Papers-ის მი­ხედ­ვით კი მარ­თლაც ცხა­დი ხდე­ბა, რომ ილ­ჰამ ალი­ევ­მა და მას­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა მარ­თლაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს გა­რი­გე­ბე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სფე­რო­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 400 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გის (თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის) მო­ცუ­ლო­ბით.

ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯა­ხის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი გა­რი­გე­ბის გამო დიდი ბრი­ტა­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სირ­ცხვი­ლი­სა­გან უნდა გა­წით­ლდეს: მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რის ოჯახ­მა, რო­გორც ჩანს, 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი მო­ი­გო ერთ-ერთი სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბის გა­ყიდ­ვით Crown Estate-ში ("დე­დოფ­ლის სამ­ფლო­ბე­ლო­ში“), რო­მე­ლიც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის და მი­წის მფლო­ბელ­თა იმ­პე­რი­ას წარ­მო­ად­გენს, ეკუთ­ვნის დე­დო­ფალს, მაგ­რამ იმარ­თე­ბა მისი ქვე­შევ­რდო­მე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

რო­გორ გახ­და ალი­ე­ვის 11 წლის ბიჭი ლონ­დო­ნუ­რი სახ­ლის მფლო­ბე­ლი

heidar1-59618-1633418857.jpg

Pandora Papers-ის დო­სიე შე­ი­ცავს ცნო­ბა­საც, თუ რო­გორ შე­ი­ძი­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დე­რის ილ­ჰამ ალი­ე­ვის ოჯახ­მა 17 ობი­ექ­ტი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, მისი 11 წლის ვა­ჟის - ჰე­ი­და­რის სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბის ჩათ­ვლით (რომ­ლის ფასი - 33 მი­ლი­ო­ნი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია).

შე­ნო­ბა მდე­ბა­რე­ობს ლონ­დო­ნის ყვე­ლა­ზე ძვირ და მდიდ­რულ რა­ი­ონ­ში - მე­ი­ფერ­ში. ის შე­ძე­ნი­ლია კომ­პა­ნია Mallnick Holdings - ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც 2009 წლი­დან ალი­ე­ვის ოჯახს ეკუთ­ვნო­და, ყიდ­ვი­დან ერთი წლის შემ­დეგ კი ჰე­ი­და­რის სა­ხელ­ზე გა­და­ა­ფორ­მეს.

ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლის შე­დე­გად გა­ირ­კვა, რომ იმა­ვე რა­ი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბე­ბი, ალი­ე­ვე­ბის ოჯახ­მა 2018 წელს Crown Estate-ში 66 მი­ლი­ონ გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გად გა­ყი­და. "დე­დოფ­ლის სამ­ფლო­ბე­ლო­დან“ მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბის თა­ნახ­მად, თა­ვის დრო­ზე, ყიდ­ვის წინ, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და, თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ამ­ჯე­რად და­მა­ტე­ბი­თი შე­მოწ­მე­ბა მა­ინც მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ, თა­ვის მხრივ, და­მარ­წმუ­ნებ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ მუდ­მი­ვად ებ­რძვის ფუ­ლის გა­რე­ცხვას კა­ნო­ნე­ბის გამ­კაც­რე­ბის გზით და მალე და­ამ­ტკი­ცებს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ოფ­შო­რულ მფლო­ბელ­თა რე­ესტრს, რო­გორც კი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი თა­ვი­ანთ გრა­ფიკ­ში ამის­თვის დროს იპო­ვი­ან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz