მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს? | Allnews.Ge

მსოფლიოში პანდემიის დასასრულს 2022 წლის გაზაფხულზე ვარაუდობენ, რა ელის საქართველოს?

მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­დნენ. კო­ვი­დის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ჩარ­თულ­მა არა­ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მსოფ­ლიო ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, გა­ზა­ფხუ­ლი­დან და­უბ­რუნ­დე­ბა.

"კო­ვიდ-19“-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის შემ­ქმნე­ლი კომ­პა­ნია "ფა­ი­ზე­რის“ ხელ­მძღვა­ნელ­მა ალ­ბერტ ბურ­ლამ გა­ნა­ცხა­და, რომ პროგ­რე­სი მთლი­ა­ნად და­მო­კი­დე­ბუ­ლია ვაქ­ცი­ნე­ბის ათ­ვი­სე­ბა­სა და ჯო­გუ­რი იმუ­ნი­ტე­ტის ზო­მა­ზე. ბურ­ლას გან­ცხა­დე­ბით, ამი­ე­რი­დან ნორ­მად და­წეს­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია და შე­იქ­მნე­ბა ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­მელ­თა მოქ­მე­დე­ბა სულ მცი­რე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

albert-burla-40900-1632913399.jpg

ალ­ბერტ ბურ­ლა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ მსგავ­სი პროგ­ნო­ზი გა­ა­კე­თა აშშ-ის მთა­ვარ­მა ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტმა ან­ტო­ნი ფა­უ­ჩი­მაც. მისი ვა­რა­უ­დით, პან­დე­მია გა­ზა­ფხუ­ლის­თვის დას­რულ­დე­ბა, თუმ­ცა დას­ძი­ნა, რომ ახალ-ახა­ლი შტა­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის გამო ამის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს. ახა­ლი შტა­მე­ბის გა­ჩე­ნის სა­ფუძ­ვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი შემ­ცი­რე­ბა კი მხო­ლოდ და მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. თუ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მას­შტა­ბი იქ­ნე­ბა ისევ ფარ­თო, მა­შინ ახა­ლი შტა­მე­ბის საფრ­თხეც დიდი იქ­ნე­ბა და პან­დე­მი­ის და­სას­რუ­ლის პროგ­ნო­ზი­რე­ბაც გა­ჭირ­დე­ბა...

რა ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რას ამ­ბო­ბენ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი?

ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლოგ ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის გან­ცხა­დე­ბით, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბას 2022 წლის გა­ზა­ფხულ­ზე შეძ­ლებს, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მისი თქმით, ჩვენ­თან, ალ­ბათ, ეს თა­რი­ღი გა­და­ი­წევს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz