ანჯელინა ჯოლის ახალი სიყვარული? - ჰოლივუდის ვარსკვლავი ცნობილ მომღერალთან რომანტიკულ გარემოში შენიშნეს | Allnews.Ge

ანჯელინა ჯოლის ახალი სიყვარული? - ჰოლივუდის ვარსკვლავი ცნობილ მომღერალთან რომანტიკულ გარემოში შენიშნეს

შაბათს ანჯელინა ჯოლი სანტა-მონიკაში, Giorgio Baldi-ში, კანადელ მომღერალ აბელ მაკონენ ტესფაიესთან, იგივე "ვიქენდთან" ერთად რომანტიკულ ვახშამზე გაემგზავრა.

ange-1632757457.jpg

46 წლის ჯოლი და 31 წლის მომღერალი პაპარაცებმა უკვე მეორედ დააფიქსირეს ერთად. მათ ორ საათზე მეტი გაატარეს მდიდრული იტალიური რესტორნის კერძო განყოფილებაში. წყვილმა რესტორანი ცალ-ცალკე დატოვა, თუმცა, როგორც კადრებში ჩანს, ანჯელინა ჩაჯდა მანქანაში, რომელიც მის პარტნიორს რესტორანთან ელოდებოდა. წყვილი პირველად იმავე ადგილას, Giorgio Baldi-ში 30 ივნისს შენიშნეს. 10 ივლისს კი ისინი პაპარაცებმა კერძო ღონისძიებაზე ერთად დააფიქსირეს.

angel-1632757503.jpg

ანჯელინა ჯოლიმ ბრედ პიტთან განქორწინების შესახებ განცხადება სასამართლოში 2016 წელს შეიტანა. გასულ კვირას ანჯელინამ და ბრედ პიტმა გადაწყვიტეს დავა 164 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ქარხნის, შატო Miraval-ის შესახებ. განსაკუთრებული ხმაური გამოიწვია ჯოლისა და პიტის დავამ შვილების მეურვეობის შესახებ. როგორც ცნობილია, დღეისთვის ისინი ხუთი არასრულწლოვანი შვილის ერთობლივი მეურვეები არიან, ხოლო მათი უფროსი შვილი, 20 წლის მედოქსი, სწავლას სეულში, იონსეის უნივერსიტეტში განაგრძობს

myquiz