გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია- ვინ ლიდერობს არჩევნებში? | Allnews.Ge

გერმანიის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია- ვინ ლიდერობს არჩევნებში?

საპროგნოზო მონაცემების თანახმად, გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 25.8 %-ით მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ, მეორე ადგილზეა მემარჯვენე-ცენტრისტული "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი, რომელმაც არჩევნებში ხმების კი 24.1%-ი მოიპოვა.

ამასთან, ხმების თითქმის 14% მოიპოვეს „მწვანეებმა“, ბიზნესის მხარდამჭერმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ - 11.5%, ულტრა-მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კი - 10.5%.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, გერმანიის ბუნდესტაგში ადგილები შემდეგნაირად ნაწილდება: „სოციალ-დემოკრატები“ – 205 ადგილი; მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი – 194 ადგილი, „მწვანეები“ – 116 ადგილი; „თავისუფალი დემოკრატები“ – 91 ადგილი; „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 84 ადგილი; „სოციალისტი მემარცხენეები“ – 39 ადგილი.

ანგელა მერკელის კონსერვატიული ბლოკის მიმართ მხარდაჭერა წინა არჩევნებთან შედარებით 8% -ზე მეტით შემცირდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე უარესი შედეგია მისთვის.

ბუნდესტაგი გერმანიის კანცლერს მანამდე არ აირჩევს, სანამ მმართველი კოალიცია არ შეიქმნება. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს. ახალი კანცლერის არჩევამდე კანცლერის მოვალეობას ანგელა მერკელი შეასრულებს. მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატების“ კანცლერობის კანდიდატი ოლაფ შოლცი იმედოვნებს, რომ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საშობაოდ დასრულდება.

myquiz