როგორი იქნება ახალი ჩინეთი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ის ჩანაცვლებას აპირებს - სი ძინპინის "საყოველთაო აყვავების" გეგმა მილიარდერებს, ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება
ჩინეთში, როგორც ჩანს, არ ჩერდება ცვლილებათა ახალი ტალღა, რომელსაც სათავეში სი ძინპინი და კომუნისტური პარტია უდგას. ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებით, "ქვეყნის საყოველთაო აყვავების" ახალი გეგმა მილიარდერებს, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებსა და ბავშვებს ეხება.
გეგმის მთავარი მიზანია: აიძულონ მდიდრები ქონება სხვებს გაუყონ, მიატოვონ დასავლური ღირებულებები, დაუბრუნონ ჩინეთს ძველი დიდება და დაუბრუნონ ქვეყანა სოციალიზმის გზას, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ბატონობამდე მიიყვანს.
ჩინეთში ძინპინის რეფორმები XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბურ რეფორმად შეფასდა. როგორც ამბობენ, სწორედ ეს რეფორმა გადაწყვეტს უდიდესი აზიური ეკონომიკისა და იმ მილიარდერთა ბედს, რომელთა რიცხვი აშშ-ის მილიარდერთა რიცხვს მცირედით ჩამორჩება. სწორედ ისინი არიან მსოფლიო ბაზარზე ტექნოლოგიური ლიდერები, რომლებიც მოქალაქეთა ციფრული თვალთვალის ყველა საშუალებას ფლობენ და წყვეტენ, ჰქონდეს თუ არა მოსახლეობას წვდომა "ზიანის მომტან" "გამხრწნელ" ინფორმაციაზე.
როგორც ჩანს, ჩინეთში კომუნისტებმა გადაწყვიტეს, პატრიოტიზმის თემა გააძლიერონ და ლოზუნგის ირგვლივ, რომელიც სიღარიბის შემცირებასა და "საერთო აყვავებას" გულისხმობს, მჭიდროდ გააერთიანონ მილიარდერებიც. ისინი საკუთარ თავს დენ სიაოპინის მემკვიდრეებად თვლიან და ამბობენ, რომ სიაოპინის მსგავსად, რომელმაც საბაზრო რეფორმები განახორციელა, ქვეყანას დიდი სისწრაფით განავითარებენ.
კრიტიკოსთა აზრით, ძინპინის ახალი რეფორმა სიაოპინის ნაცვლად მაო ძედუნის კულტურულ რეფორმას უფრო ჰგავს, რომელიც ტერორითა და არეულობით დასრულდა. ექსპერტთა აზრით, ამ რეფორმით ხელისუფლება კერძო ბიზნესსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს კომპარტიის ხელში მოაქცევს.
მდიდრებს ქონების განაწილება შესთავაზესროცა ჩინეთის სათავეში სი ძინპინი მოვიდა, მაშინ ქვეყანა საყოველთაო სიღარიბეს დაემშვიდობა. ახალმა მმართველმა ქვეყანაში მმართველი რგოლის როლი არ დაასუსტა, თუმცა მთავარი აქცენტი ინოვაციებზე გააკეთა. როგორც ცნობილია, მაშინ ქვეყნის სათავეში ახალ მოსულ ძინპინს ეკონომისტები ურჩევდნენ, რომ "საშუალო შემოსავლის ხაფანგიდან" თავის დასაღწევად, სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზება და, ასევე, მთავრობის გავლენისგან ეკონომიკის გათავისუფლება იყო.
რჩევის მიუხედავად, ძინპინმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო და მოსახლეობას 2035 წლისთვის "სოციალისტური მოდერნიზაციის" დასასრული, ხოლო 2050 წლისთვის - "დიადი, თანამედროვე სოციალისტური სახელმწიფოს" შექმნა დაუანონსა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე აშშ-ს ჩაანაცვლებს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, დაპირება დაპირებად დარჩა. ჩინელების შემოსავალი წლების განმავლობაში მცირე რაოდენობით იზრდება, ღარიბ და მდიდარ ფენას შორის ზღვარი კი აქამდე არ შემცირებულა. ქვეყანაში მოსახლეობის 20% არცთუ ისე ცუდად უზრუნველყოფილია და მათი შემოსავალი ბოლო 5 წლის განმავლობაში 10-ჯერ გაიზარდა, ვიდრე - ქვეყნის მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი 20%-ის შემოსავალი.
უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყნის მთავრობა უსაქმურად არ მჯდარა, სი ძინპინის ხელისუფლება იღებდა სხვადასხვა რეფორმასა თუ კანონს, აწესებდა აკძალვებს, დააკავეს ბიზნესმენებიც.
2021 წლის აგვისტოში, დასვენების ნაცვლად, ქვეყნის მმართველმა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომა ჩაატარა და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის არათანაბარი პირობები განიხილა.
კომიტეტის მთავარი მიზანი ძინპინმა ასე განსაზღვრა: უნდა ჩატარდეს რეფორმები "სოციალური თანასწორობის ხელშეწყობისთვის, სამართლიანობისა და ადამიანის ყოველმხრივი განვითარებისთვის, რათა ყველამ შეძლოს საყოველთაო მიზნებისკენ სწრაფვა და განვითარება".
ეს ყველაფერი კი უნდა მოხდეს, "მაღალი შემოსავლის გონივრული რეგულირებით და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავლის გაზრდით". ამ განცხადებამ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, რამდენიმე დღეში კი კომპარტიის წარმომადგენელმა ვრცელი განმარტება გააკეთა: