ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - 2005 წლის შემდეგ პირველად, ჯანმო ჰაერის ხარისხის გაიდლაინებს ამკაცრებს | Allnews.Ge

ჰაერის დაბინძურება წელიწადში 7 მლნ ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს - 2005 წლის შემდეგ პირველად, ჯანმო ჰაერის ხარისხის გაიდლაინებს ამკაცრებს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ერთ-ერთი უდი­დეს საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად 7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის ნა­ად­რევ სიკ­ვდილს იწ­ვევს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­ამ­კაც­რე­ბენ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის შე­სა­ხებ გა­იდ­ლა­ი­ნებს, რად­გან სა­ჭი­როა გა­და­უ­დე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ეხე­ბა სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბას, მათ შო­რის ოზონს, აზო­ტის დი­ოქ­სიდს, გო­გირ­დის დი­ოქ­სიდ­სა და ნახ­ში­რორ­ჟანგს.

ჯან­მო-მ ჰა­ე­რის ხა­რის­ხის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი ბო­ლოს 2005 წელს გა­მოს­ცა, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა იქო­ნია მსოფ­ლიო გა­რე­მოს­დაც­ვით პო­ლი­ტი­კა­ზე. თუმ­ცა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გან­მარ­ტე­ბით, მომ­დევ­ნო 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ აი­სა­ხე­ბა ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე იმა­ზე უფრო და­ბა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, რო­გორც აქამ­დე მი­იჩ­ნევ­დნენ.

"დაგ­რო­ვი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საკ­მა­რი­სია იმ ქმე­დე­ბე­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად, რაც სა­ჭი­რო ჰა­ე­რის ძი­რი­თა­დი და­მა­ბინ­ძუ­რებ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ ქვეყ­ნებ­ში ან რე­გი­ო­ნებ­ში, არა­მედ გლო­ბა­ლურ დო­ნე­ზე", - აცხა­დებს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია.

haeris-dabinzureba3-44077-1632468735.jpg

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლიო ახლა "კრი­ტი­კულ წერ­ტილს“ უახ­ლოვ­დე­ბა, ქვეყ­ნებ­მა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ იმ გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც პლა­ნე­ტა­სა და სა­კუ­თარ თავს ვუ­კე­თებთ, - გა­ნა­ცხა­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბო­რის ჯონ­სონ­მა გა­ე­რო-ში სი­ტყვით გა­მოს­ვლის დროს. ჯონ­სონ­მა კა­ცობ­რი­ო­ბა 16 წლის მო­ზარდს შე­ა­და­რა, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და და ამი­ე­რი­დან მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­თებს. ამას­თან, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სხვა ქვეყ­ნებს მო­უ­წო­და 2050 წლამ­დე ნახ­ში­რორ­ჟან­გის გა­მო­ყო­ფა მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნონ, 2040 წლამ­დე კი ქვა­ნახ­ში­რის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ზღუ­დონ.

haeris-dabinzureba47-44100-1632468820.jpg

„თუ ჩვენ ამ საქ­მი­ა­ნო­ბებს გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე გლო­ბა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რა 2.7 გრა­დუ­სით მო­ი­მა­ტებს, რაც სა­ში­ნელ შე­დე­გებს გა­მოწ­ვევს“, - გა­ნა­ცხა­და ჯონ­სონ­მა.

myquiz