"ანჯელინა ეშმაკურად მოიქცა... ისინი აქ დაქორწინდნენ" - ბრანჯელინას ბრძოლის ახალი ეტაპი და დავა 164-მილიონიანი ფრანგული სასახლისთვის | Allnews.Ge

"ანჯელინა ეშმაკურად მოიქცა... ისინი აქ დაქორწინდნენ" - ბრანჯელინას ბრძოლის ახალი ეტაპი და დავა 164-მილიონიანი ფრანგული სასახლისთვის

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი­სა და ბრედ პი­ტის ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი ჰო­ლი­ვუდ­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ, მომ­ხიბ­ვლელ და ჯა­დოს­ნურ წყვი­ლად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა ერთ დროს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა და გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თი სა­კი­თხია, რა­ზეც ისი­ნი ვერ თან­ხმდე­ბი­ან.

ბრან­ჯე­ლი­ნას შო­რის მთე­ლი რიგი და­ვე­ბია, რომ­ლებ­საც სა­სა­მარ­თლო გა­ნი­ხი­ლავს და ეს არ ეხე­ბა მხო­ლოდ შვი­ლებ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბას.

ბოლო ცნო­ბე­ბით, ამ­ჯე­რად ბრე­დი და ან­ჯე­ლი­ნა ერ­თმა­ნეთს საფ­რან­გეთ­ში მდე­ბა­რე 164-მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სა­სახ­ლის გამო ედა­ვე­ბი­ან. უფრო ზუს­ტად კი, ბრე­დის ად­ვო­კა­ტებ­მა სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნეს - ისი­ნი ან­ჯე­ლი­ნას "ეშ­მა­კურ ქმე­დე­ბებ­ში" ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ ცდი­ლობს, თა­ვი­სი 50%-იანი წილი ყო­ფი­ლი ქმრის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­ყი­დოს.

branjelina3-49533-1632305133.jpg

სა­სახ­ლე ბრე­დი­სა და ენ­ჯის სა­ერ­თო ქო­ნე­ბაა. რო­გორც pagesix წერს, წყვი­ლი შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო, რომ თუკი ერთ-ერთი მათ­გა­ნი წი­ლის გა­ყიდ­ვას გა­და­წყვეტ­და, ჯერ უნდა ეკი­თხა თა­ნამ­ფლო­ბე­ლის­თვის, ხომ არ სურ­და მისი მთლი­ა­ნად გა­მოს­ყიდ­ვა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 1000 ჰექ­ტარ მი­წის ფარ­თობ­ზე გა­შე­ნე­ბულ სა­სახ­ლე­სა და ბაღს ბრედ პი­ტი­სა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და, ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც 2014 წელს მათ, შვი­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, სა­ი­დუმ­ლოდ სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნეს.

branjelina-49557-1632305171.jpg

სა­სა­მარ­თლო დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, სახ­ლს ფლობს კომ­პა­ნია Quimicum, რომ­ლის 60%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ბრედ პიტი იყო, ხოლო 40%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი.

და­შო­რე­ბამ­დე სამი წლით ადრე ბრედ­მა ათი პრო­ცენ­ტი ან­ჯე­ლი­ნას გა­დას­ცა, რათა თა­ნა­ბა­რი ქო­ნე­ბა ჰქო­ნო­დათ და თა­ნა­ბა­რი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ.

წყა­როს ცნო­ბით, მა­შინ ან­ჯე­ლი­ნა და ბრე­დი შე­თან­ხმდნენ, რომ თუკი ოდეს­მე აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვა მო­უნ­დე­ბო­დათ, ნე­ბარ­თვა ერ­თმა­ნე­თის­თვის ეთხო­ვათ, ახლა კი ბრე­დის ად­ვო­კა­ტის სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ "ჯოლი ეშ­მა­კუ­რად, ყო­ფი­ლი ქმრის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე შე­ე­ცა­და თა­ვი­სი აქ­ცი­ე­ბის გა­ყიდ­ვას.“

branjelina6-49629-1632305202.jpg

წყვი­ლის ის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ სჯე­რათ, რომ ბრან­ჯე­ლი­ნა ისევ შე­რიგ­დე­ბა, დამ­წუხ­რე­ბულ­ნი არი­ან, თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ რად­გა­ნაც ბრედ­მა სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას არ სურს ვინ­მე სხვამ იყი­დოს სახ­ლი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი უკავ­შირ­დე­ბა

ambebi.ge

myquiz