რამზან კადიროვმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და არჩევნებში 99.7% აიღო - როგორ ეხმაურებიან ჩეჩნეთის ლიდერის შედეგებს რუსები | Allnews.Ge

რამზან კადიროვმა საკუთარი რეკორდი მოხსნა და არჩევნებში 99.7% აიღო - როგორ ეხმაურებიან ჩეჩნეთის ლიდერის შედეგებს რუსები

ჩეჩ­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მოქ­მედ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა არ­ჩევ­ნებ­ში 99.7% აიღო. რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თა­ნახ­მად, რე­გი­ონ­ში ხმე­ბის 100%-ია დათ­ვლი­ლი. წინა არ­ჩევ­ნებ­ზე, 2016 წელს კა­დი­როვ­მა ხმე­ბის 97.56% მი­ი­ღო.

16-19 სექ­ტემ­ბერს რუ­სეთ­ში დუ­მის არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და, სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ასე­ვე გუ­ბერ­ნა­ტო­რებ­სა და ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ლი­დე­რებს ირ­ჩევ­დნენ. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­ჩევ­ნებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტია ერ­თი­ა­ნი რუ­სე­თი იმარ­ჯვებს.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, კა­დი­რო­ვის კონ­კუ­რენ­ტმა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის "კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის" კან­დი­დატ­მა, ხა­ლიდ ნა­კა­ევ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის მხო­ლოდ 0,12% მი­ი­ღო. გროზ­ნოს ყო­ფილ მერს, ჩეჩ­ნე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლეს, ისა ხა­ჯი­მუ­რა­დოვს, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის "სა­მარ­თლი­ა­ნი რუ­სე­თი-სი­მარ­თლის­თვის" სა­ხე­ლით იყ­რი­და კენ­ჭს, ამომ­რჩე­ველ­თა 0,15%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს.

-0:03 რუ­სუ­ლი ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რო­მე­ლიც "სრუ­ლი კონ­ტრო­ლის მოყ­ვა­რუ­ლია, თა­და­რი­გი რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე და­ი­ჭი­რა, სა­კუ­თა­რი ეგოს და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, ყვე­ლა ზო­მაა მი­ი­ღო. გა­მარ­ჯვე­ბა უეჭ­ვე­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ჰქონ­და, მაგ­რამ 100%-ს მა­ინც სხვა ხიბ­ლი აქვს, როცა კა­დი­რო­ვი ხარ".

"კა­დი­რო­ვის 100%-იანი გა­მარ­ჯვე­ბის ფასი", - წერს echo.msk.ru, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, ჩეჩ­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე ასარ­ჩე­ვად გა­მარ­ჯვე­ბულს 50%-ს პლუს ერთი ხმა სჭირ­დე­ბო­და.

"კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის არ­ჩევ­ნებ­ში რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა" - წერს ura.news-ს რუ­სე­თის დუ­მის არ­ჩევ­ნებ­ზე.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, "სამდღი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბის მოქ­მედ მე­თა­უ­რებ­ში, მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რამ­ზან კა­დი­რო­ვი ლი­დე­რობს".

რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, კა­დი­როვს ჩეჩ­ნეთ­ში სრუ­ლი კონ­ტრო­ლი დამ­ყა­რე­ბუ­ლი აქვს, ახლა ისღა დარ­ჩე­ნია, ეს კომ­ფორ­ტი რამ­დე­ნი­მე წლით გა­ი­ხანგძრლი­ვოს.

"სულ ვფიქ­რობ, რა იქ­ნე­ბა ამ ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რის შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი - ალ­ბათ პუ­ტი­ნის შემ­ცვლე­ლად თუ გა­მო­ა­ცხა­დებს თავს, თო­რემ სხვა ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნი­ლი აქვს. პუ­ტი­ნი და მისი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც შეხ­მატ­კნი­ლე­ბუ­ლად მუ­შა­ო­ბენ მას­თან ერ­თად, იმ­სა­ხუ­რე­ბენ ამას. 99,7%-ით გა­ი­მარ­ჯვა, და­ნარ­ჩე­ნი და­უ­ტო­ვა დე­მოკ­რა­ტი­ას... დუ­მა­ში მისი კრი­ტი­კაც ვე­რა­ვის დას­ცდე­ბა, მა­შინ­ვე მო­უ­წევს სა­ბო­დი­შო ვი­დე­ოს ჩა­წე­რა, რომ ნას­ვა­მი ან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო, არ ახ­სოვს, რა ილა­პა­რა­კა, თო­რემ კა­დი­რო­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვს", - წერს ელა დობ­რო­ლი­უ­ბო­ვა.

"ჩვენ ნამ­ვი­ლად ვიმ­სა­ხუ­რებთ ასეთ თა­ვი­სუ­ფალ არ­ჩევ­ნებს. 2000-ზე მეტი დარ­ღვე­ვა მხო­ლოდ ერთ დღე­ში, ერთ უბან­ში და­ფიქ­სირ­და. პუ­ტინ­მა გა­იმ­ყა­რა პო­ზი­ცი­ე­ბი, კა­დი­როვ­მა მო­უ­ჭი­რა სა­და­ვე­ებს. ასე­თი დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­დაც პუ­ტი­ნის გუნ­დმა და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ი­მარ­ჯვა და სა­დაც ერ­თა­დერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი გუნ­დი, ნა­ვალ­ნი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სრუ­ლი­ად აშ­კა­რად გა­მო­თი­შეს თა­მაშს, კა­დი­რო­ვის 100% რა გა­საკ­ვი­რია?! სა­მა­გი­ე­როდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ მის­ცა ხმა რუ­სე­თის დე­მოკ­რა­ტი­ულ მო­მა­ვალს პა­რიზ­ში. თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი აირ­ჩია კი­დევ ერთხელ, რომ რუ­სეთ­სა და საფ­რან­გეთს შო­რის თა­ვი­სუფ­ლად იფ­რი­ნოს. და­უ­ნა­ხა­ვე­ბი ნუ ხართ. შოუს რა­ღაც კარ­გი ელე­მენ­ტე­ბიც ჰქონ­და. ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი მხო­ლოდ ნა­ხევ­რად ვე­ლურ კა­დი­როვ­თან კი არ მე­გობ­რობს?!" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი ვა­ლე­რი ილი­ჩე­ვი.

"ჩვენ­თან სხვაგ­ვა­რად არის შე­ფუ­თუ­ლი, თო­რემ ჩეჩ­ნე­თის­გან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი რუ­სე­თი. ერთი არა­სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თვა და მა­შინ­ვე ბო­დი­შებს უხ­დი­ან კა­დი­როვს ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი. ასე რომ, კა­დი­რო­ვი ჩეჩ­ნე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი პრობ­ლე­მა არაა, გავ­ლე­ნებს აფარ­თო­ებს. მით უფრო, რომ კრემ­ლი კა­დი­როვ­ცებს ბე­ა­ლურსსა და უკ­რა­ი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს. ეს რაც ვი­ცით, რაც არ ვი­ცით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა­გა­ნაც მუ­შა­ო­ბენ... მომ­დევ­ნო ოთხი წელი ვი­ცეკ­ვოთ და ვიმ­ღე­როთ, ქვე­ყა­ნას ამე­რი­კე­ლე­ბი აგ­ვი­შე­ნე­ბენ", - წერს დი­მიტ­რი კო­ნი­ვა­ლო­ვი.

რამ­ზან კა­დი­რო­ვა­მა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი 2007 წლი­დან არის. ამ პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის, მათ შო­რის რუ­სე­თის, აშშ-ს და ევ­რო­კავ­ში­რის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუ­ფე­ბი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ რე­გი­ონ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის უხეშ დარ­ღვე­ვებ­ზე, რა­საც კა­დი­რო­ვი და მისი გა­რე­მოც­ვა უარ­ყოფს.

ambebi.ge