"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს? | Allnews.Ge

"ვნანობ ყველაფერს, რასაც სირიაში ვაკეთებდი... და ეს სინანული სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“ - რა ბედი ელით "ისლამური სახელმწოფოს" ევროპელ პატარძლებს?

ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ჩა­მორ­თმე­უ­ლი "ჯი­ჰა­დის­ტის ცოლი“ შა­მი­მა ბე­გუ­მი ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ერთ-ერთი ქა­ლის - დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქის - დრა­მა­ტუ­ლი ბე­დია გად­მო­ცე­მუ­ლი.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი მო­ქა­ლა­ქე შა­მი­მა ბე­გუ­მი, რო­მელ­საც ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს’ "ბო­ე­ვი­კებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გამო ჩა­მო­არ­თვა, აცხა­დებს, რომ ძა­ლი­ან ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს და ლონ­დონს ტე­რო­რიზმტან ბრძო­ლა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

22 წლის ბე­გუმ­მა, რო­მე­ლიც ამჟ­მად სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლე­ბის ბა­ნაკ­ში იმ­ყო­ფე­ბა, BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვის იმ­დრო­ინ­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, როცა იგი "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვი­კებს“ მი­ემ­ხრო, დიდ შეც­დო­მად მი­იჩ­ნევს.

2014 წელს 15 წლის უფ­როსკლა­სე­ლი შა­მი­მა ლონ­დო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის სახ­ლი­დან გა­იქ­ცა (აღ­მო­სავ­ლეთ ლონ­დო­ნი­დან და ორ თა­ვის მე­გო­ბარ თა­ნას­კო­ლელ­თან ერ­თად სი­რი­ა­ში წა­ვი­და და იქ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვიკ­ზე“ გა­თხოვ­და. მისი სამი ბავ­შვი ჯერ კი­დევ ახალ­შო­ბი­ლე­ბი და­ი­ღუპ­ნენ. ბე­გუ­მის ქმა­რი, ეროვ­ნე­ბით ჰო­ლან­დი­ე­ლი, რო­მე­ლიც გა­მუს­ლიმ­და, დღე­ი­სათ­ვის სი­რი­ის სა­პყრო­ბი­ლე­ში ზის.

shamimaaaaaa-55453-1632150022.jpg

კო­რეს­პონ­დენ­ტის კი­თხვა­ზე, რას ფიქ­რობს იგი იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სად­მი მიმხრო­ბა­ზე, რო­მელ­მაც ხალ­ხთა გე­ნო­ცი­დი მო­ა­წყო და უამ­რა­ვი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, შა­მი­მამ ამ­ბობს: "ამის გამო პირ­და­პირ გული მე­რე­ვა. სა­კუ­თა­რი თავი მძულს“.

უნდა და­ვუ­ჯე­როთ თუ არა "ბო­ე­ვიკ­თა“ ცო­ლებს?სი­რი­ა­ში მდე­ბა­რე ალ-ჰო­ლის უდი­დე­სი ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი უცხო­ე­ლი "ცხოვ­რობს“ მსოფ­ლი­ოს 50 ქვეყ­ნი­დან. იქ არი­ან "ბო­ე­ვიკ­თა“ ცო­ლე­ბიც. კარ­ვე­ბის ქა­ლაქ­ში ნორ­მა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი არ არის - მკურ­ნა­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო ყო­ველ­წლი­უ­რად ალ-ჰო­ლის ბა­ნაკ­ში ასე­უ­ლო­ბით ბავ­შვი კვდე­ბა.

ბევ­რი ცდი­ლობს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს: ისი­ნი დღეს დარ­წმუ­ნე­ბით აცხა­დე­ბენ, რომ შეც­დო­მა ჩა­ი­დი­ნეს, როცა "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ მი­ემ­ხრნენ. ქა­ლე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მათ საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღი­ათ, არც ადა­მი­ან­თა დას­ჯას არ ეს­წრე­ბოდ­ნენ, არა­მედ უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ან­თი ქმრე­ბი­სათ­ვის რე­ცხვით და საჭ­მლის მომ­ზა­დე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ისი­ნი სწო­რედ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­სა და ქმრე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა-მო­წო­დე­ბით წა­ვიდ­ნენ სი­რი­ა­ში მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან... მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ქა­ლე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ და მათ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ ჩქა­რო­ბენ.

მარ­თლაც, ირ­კვე­ვა, რომ შა­მი­მა ბე­გუმს ადრე მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ბევ­რჯერ უთ­ქვამს, რომ იგი არ ნა­ნობს არა­ფერს და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ "ბო­ე­ვი­კე­ბის“ მიერ და­ტყვე­ვე­ბუ­ლი მძევ­ლე­ბის და­ხოც­ვა­შიც რა­ი­მე პრობ­ლე­მებს ვერ ხე­დავს.

105659329-31b6738a-584b-4904-9358-0af171f8030b-55484-1632150050.jpg

ევ­რო­პა და რუ­სე­თი ძა­ლი­ან რთუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ: და­აბ­რუ­ნონ თუ არა ეს ქა­ლე­ბი თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში? დიპ­ლო­მატ­თა უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის.

ევ­რო­პე­ლე­ბის შიში კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და საფ­რან­გეთ­ში 2015 წელს მომ­ხდა­რი ტე­რაქ­ტე­ბის გამო, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა გა­ირ­კვა, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პე­ლი აღ­მოჩ­ნდა: ისი­ნი თა­ვის დრო­ზე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ში“ წა­ვიდ­ნენ, შემ­დეგ კი უკან, ევ­რო­პა­ში დაბ­რუნ­დნენ.

რუ­სე­თი, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად სი­რი­ის ბა­ნა­კე­ბი­დან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი მიჰ­ყავ­და ხოლ­მე, ახლა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის წაყ­ვა­ნით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ქა­ლებს რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბიც აღარ ენ­დო­ბი­ან.

კო­რეს­პონ­დენ­ტმა ჰკი­თხა შა­მი­მა ბე­გუმს, ხომ არ შე­იც­ვა­ლა მან თა­ვი­სი პო­ზი­ცია მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ ხა­ლი­ფა­ტი ვერ შექ­მნა, რა­ზე­დაც ქალ­მა ასე უპა­სუ­ხა: "მე ასე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მჯე­რო­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ახლა შევ­ძე­ლი თა­ვი­სუფ­ლად მეთ­ქვა ჩემს ამ­ჟა­მინ­დელ პო­ზი­ცი­ა­ზე“.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის უმაღ­ლეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვი­ტა, რომ შა­მი­მა ბე­გუმს ინ­გლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ შე­უძ­ლია - ანუ იგი ვერ გა­ა­სა­ჩივ­რებს დად­გე­ნი­ლე­ბას მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ

სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვიუჯერ კი­დევ 2019 წლის ზამ­თარ­ში შა­მი­მა ბე­გუმ­მა გზეთ "თა­იმ­სის“ კო­რეს­პონ­დენტს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი არ ნა­ნობს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო­სად­მი“ მიმხრო­ბის თა­ო­ბა­ზე და მის­თვის სრუ­ლე­ბი­თაც არ არის უხერ­ხუ­ლი ის, რომ ნაგ­ვის ურ­ნა­ში ადა­მი­ა­ნის მოჭ­რი­ლი თავი გდია. ამ სკან­და­ლუ­რი ინ­ტერ­ვი­უს გამო ბრი­ტა­ნე­თის მა­შინ­დელ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სა­ჯიდ ჯა­ვიდ­მა შა­მი­მა ბე­გუმს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვა - "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მო­საზ­რე­ბით“.

სხვა­თა შო­რის, "ბო­ე­ვი­კის“ ცოლი ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აცხა­დებ­და, რომ 2017 წელს მან­ჩეს­ტერ­ში გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბა (22 ადა­მი­ა­ნის მსხვერ­პლით, რო­მელ­თა შო­რის რამ­დე­ნი­მე ბავ­შვიც იყო), "შუ­რის­ძი­ე­ბას“ წარ­მო­ად­გენ­და იმ სამ­ხედ­რო დარ­ტყმე­ბის გამო, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცია "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ აყე­ნებ­და.

ჰოდა, ასე­თი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ შა­მი­მა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, "ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად“. მას სურს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უყ­ვეს იმ ტაქ­ტი­კის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც "სი­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო“ იყე­ნებს ადა­მი­ან­თა გა­და­ბი­რე­ბის მიზ­ნით და უფრო მე­ტიც - მზა­დაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­უ­ზი­ა­როს გა­და­ბი­რე­ბის წე­სე­ბი მათ მი­მართ, ვინც ჯერ კი­დევ რის­კავს ექ­სტრე­მის­ტუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის გავ­ლე­ნის ქვეშ მოხ­ვდეს. მისი მტკი­ცე­ბით, იგი ვალ­დე­ბუ­ლია ასე­თი მუ­შა­ო­ბა გას­წი­ოს, რად­გან არ სურს, რომ სხვა გო­გო­ნებ­მაც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა ისე და­ინ­გრი­ონ, რო­გორც მან გა­ა­კე­თა.

15 სექ­ტემ­ბერს შა­მი­მა ბე­გუმ­მა ინ­ტერ­ვიუ მის­ცა ITV-ის ტე­ლე­არ­ხის პროგ­რა­მას "დილა მშვი­დო­ბი­სა, ბრი­ტა­ნე­თო“ და პირ­და­პირ შეს­თა­ვა­ზა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბო­რის ჯონ­სონს - გა­მო­მი­ყე­ნეთ ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის­თვი­სო. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში და მზად­ყოფ­ნა გა­მო­ხა­ტა, რომ თა­ვი­სი ნათ­ქვა­მი სა­სა­მარ­თლო­ზე და­ამ­ტკი­ცოს. "მე ვიცი, რომ ზო­გი­ერ­თე­ბი არა­სო­დეს არ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ მე შე­ვიც­ვა­ლე - იმის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც მე ვამ­ბობ და ვა­კე­თებ. ვიცი, არ და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ მე ქვეყ­ნი­სათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა მსურს“, - უთხრა შა­მი­მა ბე­გუმ­მა ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლის­ტებს, - მაგ­რამ მათ, ვი­საც გულ­ში თუნ­დაც ერთი წვე­თი მო­წყა­ლე­ბა და შებ­რა­ლე­ბა აქვს, ვი­საც მდგო­მა­რე­ო­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა შე­უძ­ლია, მე მინ­და მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ვუ­თხრა - მარ­თლაც ვნა­ნობ ყვე­ლა­ფერს, რა­საც სი­რი­ა­ში ვა­კე­თებ­დი... და ეს სი­ნა­ნუ­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბა“.

"მო­მე­ცით მე­ო­რე შან­სი“"მე ჩემი თავი სა­შინ­ლად მძულს იმის გამო, რა­საც ვა­კე­თებ­დი. მე გთხოვთ, რომ მა­პა­ტი­ოთ და მე­ო­რე შან­სი მომ­ცეთ“, - ამ­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი. შა­მი­მა ბე­გუ­მი აღ­ნიშ­ნავს, რომ იგი თავს მო­იკ­ლავს, ვიდ­რე "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ და­უბ­რუნ­დე­ბა: "ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი ის სი­სუ­ლე­ლეა, რო­მე­ლიც ჩა­ვი­დი­ნე - როცა მე "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ მხარ­და­ჭე­რა და­მა­ძა­ლეს“, - აცხა­დებს იგი.

შა­მი­მა ბე­გუ­მი­სათ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ბევ­რი ბრი­ტა­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი გმობს. ორ­გა­ნი­ზა­ცია Liberty-მ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას "უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო პრე­ცე­დენ­ტი“ უწო­და იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს იმის უფ­ლე­ბა, რომ მისი საქ­მე სა­სა­მარ­თლომ სა­მარ­თლი­ა­ნად და ღირ­სე­უ­ლად გა­ნი­ხი­ლოს.

myquiz