"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სწორი რეჟიმი ვაქცინის მესამე დოზა იქნება" - რას აცხადებს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი პანდემიის დასასრულზე | Allnews.Ge

"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში სწორი რეჟიმი ვაქცინის მესამე დოზა იქნება" - რას აცხადებს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი პანდემიის დასასრულზე

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთა­ვა­რი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტის ენტო­ნი ფა­უ­ჩის გან­ცხა­დე­ბით, "იმე­დია პან­დე­მია დას­რულ­დე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის­თვის, მაგ­რამ დელ­ტა ვა­რი­ან­ტის შემ­დეგ "არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია" არ არ­სე­ბობს. ამის შეს­ხებ მან "ტე­ლეგ­რაფ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

ფა­უ­ჩის თქმით, სამი დოზა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც აუ­ცი­ლე­ბე­ლი Covid-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ სრუ­ლად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის".

"მე ვფიქ­რობ, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, რო­დე­საც ჩვენ გა­დავ­ხე­დავთ ყვე­ლა­ფერს, სწო­რი რე­ჟი­მი იქ­ნე­ბა მე­სა­მე დოზა", - აღ­ნიშ­ნა მან.

რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვებს ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩის თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, დას­ჭირ­დე­ბა თუ არა ბავ­შვებს მე­სა­მე დოზა.

"ჩვენ ეს არ ვი­ცით. მე ვფიქ­რობ, რომ ჯერ ად­რეა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ფა­უ­ჩიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ, რო­დის დას­რულ­დე­ბა პან­დე­მია. ფა­უ­ჩის თქმით, ის იმე­დოვ­ნებს, რომ პან­დე­მია მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ დას­ძენს:

"ეს არის მხო­ლოდ იმე­დი, ეს არის მის­წრა­ფე­ბა, მოხ­დე­ბა თუ არა, ვნა­ხოთ".

myquiz