"ზურგში დანის ჩარტყმა მოკავშირეებისთვის" და ელჩების გაწვევა- რატომ დაიძაბა ურთიერთობა დასავლურ ქვეყნებს შორის?. | Allnews.Ge

"ზურგში დანის ჩარტყმა მოკავშირეებისთვის" და ელჩების გაწვევა- რატომ დაიძაბა ურთიერთობა დასავლურ ქვეყნებს შორის?.

საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები კონსულტაციისთვის გაიწვია, რისი მიზეზიც ავსტრალიას, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგები პაქტის მიღება გახდა. BBC-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პაქტის მიღების შემდეგ ავსტრალიამ გადაწყვიტა საფრანგეთისგან წყალქვეშა ნავები აღარ შეიძინოს.

ემანუელ მაკრონამდე უსაფრთხოების საგანებო პაქტის მიღებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი. მან შეთანხმებას საფრანგეთისთვის ზურგში დანის დარტყმა უწოდა.

15 სექტემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ავსტრალიას ბირთვული წყალქვეშა ნავების განლაგების ტექნოლოგიითა და შესაძლებლობით უზრუნველყოფენ. მხარეების მიზანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის მზარდი ზეგავლენა აღკვეთონ.

აღსანიშნავია, რომ პაქტი აუქმებს ბირთვული ენერგიის წყალქვეშა ნავების მიწოდებაზე ავსტრალიასა და საფრანგეთს შორის გაფორმებულ 40 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებას.

myquiz