რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო | Allnews.Ge

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო

რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. პირველი საარჩევნო უბნები კამჩატკასა და ჩუკოტკაში გაიხსნა. არჩევნები რუსეთში სამი დღის განმავლობაში : 17 -დან 19 სექტემბრამდე გაიმართება. ქვედა პალატას ხუთი წლით, შერეული სისტემით აირჩევენ: 225 დეპუტატს - პარტიული სიების მიხედვით, დანარჩენ 225-ს კი - ერთმანდატიანი ოლქებიდან.

არჩევნებში 14 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ 5% -იანი ბარიერი უნდა გადალახოს.

აღსანიშნავია, რომ ეუთომ რუსეთში სადამკვირვებლო მისია არ გააგზავნა. რუსეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით არჩევნების მონიტორინგში ჩართული საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობაზე შეზღუდვა დააწესა, რის შემდეგაც ეუთომ დამკვირვებლების გაგზავნაზე უარი განაცხადა.

myquiz