შემზარავი საუკუნოვანი ტრადიცია, სისხლისგან წითლად შეღებილი წყალი და შოკისმომგვრელი კადრები - ფარერის კუნძულებზე წელს ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, 1400 დელფინი მოკლეს | Allnews.Ge

შემზარავი საუკუნოვანი ტრადიცია, სისხლისგან წითლად შეღებილი წყალი და შოკისმომგვრელი კადრები - ფარერის კუნძულებზე წელს ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის, 1400 დელფინი მოკლეს

ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა და უფრო მე­ტიც, ტრა­დი­ცი­აა, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ებ­ზე მეტს ით­ვლის, თუმ­ცა გა­სულ კვი­რას მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. საქ­მე ისაა, რომ მხო­ლოდ ერთ დღე­ში ფარ­ე­რებ­ზე 1400-ზე მეტი დელ­ფი­ნი მოკ­ლეს.

რო­გორც BBC-ი წერს, ეს არის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და აქამ­დე ერთ დღე­ში ამ­დე­ნი ძუ­ძუმ­წო­ვა­რი კუნ­ძულ­ზე არას­დროს მო­უკ­ლავთ.

delfinebi4-47108-1631714013.jpg

რო­გორც გა­მო­ცე­მა წერს, ხმე­ლეთ­ზე გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ, დელ­ფი­ნე­ბი მოხ­მა­რე­ბის­თვის ად­გი­ლობ­რი­ვებს და­უ­რი­გეს.

გავ­რცელ­და ნა­დი­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი კად­რე­ბიც, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ კლა­ვენ მათ და რო­გორ წით­ლდე­ბა წყა­ლი სის­ხლით, ხოლო ასო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ვე­ლი­ვეს სა­ნა­პი­რო­დან უყუ­რებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე ნა­დი­რო­ბის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე, რო­გორც წესი, ვე­შა­პე­ბი არი­ან ხოლ­მე.კუნ­ძუ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 600 ვე­შაპს კლა­ვენ, რაც შე­ე­ხე­ბა დელ­ფი­ნებს, უფრო ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით. მა­გა­ლი­თად, 2020 წელს 35 დელ­ფი­ნი მოკ­ლეს, ხოლო 2019 წელს - 10.

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი დიდი ხა­ნია, რაც პროს­ტესტს გა­მოთ­ქვა­მენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ცხო­ველ­თა ასე­თი ხოც­ვა სას­ტი­კი, არა­სა­ჭი­რო და უფრო მე­ტიც, ბუ­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია. კვი­რას მომ­ხდა­რის შემ­დეგ სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და დელ­ფი­ნე­ბის მა­სობ­რი­ვად და­ხოც­ვა დაგ­მეს. სკა­ლა­ბოტ­ნუ­რის სა­ნა­პი­რო­ზე დელ­ფი­ნე­ბის და­ხოც­ვის მას­შტა­ბი შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვი­საც და ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე მო­ნა­დი­რე­ე­ბი სას­ტი­კად გა­აკ­რი­ტი­კეს.

delfinebi3-47126-1631714045.jpg

ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლე­ბის სა­ნა­პი­როს ბი­ო­ლო­გი, ბი­არ­ნი მი­კელ­სე­ნი ამ­ბობს, რომ ერთ დღე­ში გა­ა­ნად­გუ­რეს რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დელ­ფი­ნი. აქამ­დე რე­კორ­დი 1940 წელს და­ფიქ­სირ­და, როცა ფარ­ე­რებ­ზე ერთ დღე­ში 1200 დელ­ფი­ნი მოკ­ლეს.ფარ­ე­რე­ბის ვე­შა­პებ­ზე ნა­დი­რო­ბის ასო­ცი­ა­ცი­ა­შიც აღი­ა­რე­ბენ, რომ ამ რა­ო­დე­ნო­ბის დელ­ფი­ნე­ბის მოკ­ვლა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი იყო.

“ეს ძა­ლი­ან დიდი შეც­დო­მა იყო“, - ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ოლა­ვურ სი­ურ­დარ­ბერ­გი. მისი გან­მარ­ტე­ბით, იმ ად­გი­ლას, სა­დაც იცოდ­ნენ, რომ დელ­ფი­ნე­ბი იყ­ვნენ, წი­ნას­წა­რი გათ­ვლე­ბით ეგო­ნათ, რომ მხო­ლოდ 200 დელ­ფი­ნი იქ­ნე­ბო­და, ხოლო შემ­დეგ გა­ცი­ლე­ბით მეტი აღ­მოჩ­ნდა.

ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტში, სი­ურ­დურ სკა­ა­ლე ამ­ბობს, რომ დელ­ფი­ნე­ბის და­ხოც­ვა ფარ­ე­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე "ლე­გა­ლუ­რი, მაგ­რამ არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა". მომ­ხდა­რის შემ­დეგ ის ფარ­ე­რის კუნ­ძე­ლებ­ზე იმ სა­ნა­პი­რო­ზე მი­ვი­და, სა­დაც დელ­ფი­ნე­ბი და­ხო­ცეს, რის შემ­დე­გაც თქვა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

რო­გორც BBC-ი წერს, ფარ­ე­რე­ბის მა­ცხოვ­რე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბის, თუმ­ცა მას ჰყავს მომ­ხრე­ე­ბი.

myquiz