ბრიტნი სპირსი დაინიშნა - ვინ არის მომღერლის რჩეული | Allnews.Ge

ბრიტნი სპირსი დაინიშნა - ვინ არის მომღერლის რჩეული

პოპ­ვარ­სკვლა­ვის, ბრიტ­ნი სპირ­სის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი გრძელ­დე­ბა. მან ჯერ სა­წა­დელს მი­აღ­წია და მა­მის მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­ურ­ვე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ახლა კი გულ­შე­მატ­კივ­რებს ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ამ­ცნო.

39 წლის მომ­ღე­რალ­მა "ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­ავ­რცე­ლა ფო­ტო­ე­ბი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ის თა­ვის რჩე­ულ­ზე, 27 წლის სემ აგა­რიმ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

britni-42769-1631522537.jpg

ბრიტ­ნიმ და სემ­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა 2017 წლი­დან და­ი­წყეს, ერ­თმა­ნე­თი კი რამ­დე­ნი­მე თვით, ადრე ბრიტ­ნის ერთ-ერთ კლი­პის, Slumber Party-ის გა­და­ღე­ბი­სას შეხ­ვდნენ. მას შემ­დეგ, ირა­ნე­ლი ფიტ­ნე­სინ­სტრუქ­ტო­რი, სემ ას­გა­რი მომ­ღერ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გახ­და, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და და მარ­ტო არას­დროს ტო­ვებ­და.

"არ მჯე­რა!“ - წერს ბრიტ­ნი თა­ვი­სი ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ. ექპერტ აჯაი ანან­დის თქმით, ბე­ჭე­დი, რო­მე­ლიც სემ ას­გა­რიმ ბრიტ­ნი სპირ­სს აჩუ­ქა, და­ახ­ლო­ე­ბით, 70 ათა­სი დო­ლა­რი ღირს

ამ ამ­ბავს წყვი­ლის მე­გობ­რე­ბი­სა და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც მათ მი­უ­ლო­ცა, ბრიტ­ნის მე­გო­ბა­რი, პე­რის ჰილ­ტო­ნი იყო. "გი­ლო­ცავ, სიყ­ვა­რუ­ლო! ბედ­ნი­ე­რი ვარ შენ გამო. კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა კლუბ­ში!“, - და­წე­რა ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბულ­მა პე­რის­მა.

ბრიტნისა და სემის სიხარული გაიზიარეს Jersey Shore-ის ვარსკვლავმა ჯენი ფარლიმ, დიზაინერმა ქრისტიან სირიანომ, კაიტლინ ბრისტოვმა, კეშამ, ბრენდონ ფრანკელმა და კიდევ ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა.

britney-spears-engaged-1-1631522838.jpg

ხმაური გამოიწვია პარასკევს სემის მიერ გაზიარებულმა ფოტოებმაც. მან „ინსტაგრამსთორიში“ გამოაქვეყნა ბეჭდის ორი ფოტო, მეორეში კი ნათლად ჩანდა, რომ მბზინავ თვალში წყვილის ოთხფეხა მეგობრის სახელი, Lioness იყო ამოტვიფრული. ფოტოები სემმა მალევე წაშალა და თქვა, რომ მისი ანგარიში გატეხეს, ეს ყველაფერი კი ფოტოშოპით იყო გაკეთებული. მოგვიანებით, ბრიტნის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებით, ნათლად გამოჩნდა, რომ სემმა უბრალოდ იცრუა და სიახლე დამალა.

medium-2021-09-13-9d00aa3a98-1631522874.jpg

ექპერტის, აჯაი ანანდის თქმით, ბეჭედი, რომელიც სემ ასგარიმ ბერიტნი სპირსს აჩუქა, დაახლოებით, 70 ათასი დოლარი ღირს. ბეჭდის დიზანი დახვეწილი და მოკრძალებულია, მასში ხაზგასმულია ტრადიციები და ელეგანტურობა. ეჭვები, იმის შესახებ, რომ სემი ბრიტნისთვის ბეჭდის ყიდვას აპირებდა, ამ თვის დასაწყისში გაჩნდა, როცა ის ერთ-ერთ საიუვილერო მაღაზიაში შენიშნეს. პაპარაცებმა დააფიქსირეს, როგორ არჩევდა სემი სამკაულს. ტაბლოდები წერდნენ, რომ სემი სულ უფრო ჩქარობდა ბრიტნისთვის ცოლობის შეთავაზებას და ამისთვის საჭირო დროს ელოდებოდა. „სემი ოცნებობს, რომ ერთ დღეს მამა გახდეს, ბრიტნის კი ძალიან უნდა კიდევ ჰყავდეს შვილები...“. განაგრძეთ კითხვა

myquiz