"იმისთვის, რომ არ დამეკარგა, შუბლში ჩავისვი,"-როგორ ამოგლიჯეს 26 წლის რეპერს შუბლში იმპლანტირებული 24 მილიონიანი ბრილიანტი | Allnews.Ge

"იმისთვის, რომ არ დამეკარგა, შუბლში ჩავისვი,"-როგორ ამოგლიჯეს 26 წლის რეპერს შუბლში იმპლანტირებული 24 მილიონიანი ბრილიანტი

26 წლის რე­პე­რი, Lil Uzi ამ­ბობს, რომ ივ­ლის­ში მას ძა­ლი­ან მძი­მე ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა. მისი თქმით, ფა­ნე­ბის ბრბო­ში მოხ­ვდა, რომ­ლებ­მაც შუბ­ლში ჩას­მუ­ლი 24 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ბრი­ლი­ან­ტი ამოგ­ლი­ჯეს.

"შოუს დროს მა­ყუ­რე­ბელ­ში შევ­ვარ­დი, მაგ­რამ ეს აშ­კა­რად არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო“, - ამ­ბობს TMZ-სთან სა­უბ­რი­სას რე­პე­რი.

მი­სი­ვე თქმით, თავს კარ­გად გრძნობს და გან­მარ­ტავს, რომ მისი ბრი­ლი­ან­ტი უკვე ნა­პოვ­ნია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რე­პერ­მა ბრი­ლი­ან­ტის შე­სა­ხებ "ტვი­ტერ­ში" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ჯერ კი­დევ იან­ვრი­დან და­ი­წყო. ის წერ­და, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და ფულს თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის, ელი­ოტ ელი­ან­ტის დი­ზა­ი­ნით შექ­მნი­ლი ძვირ­ფა­სი ქვის სა­ყიდ­ლად.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფულს 2017 წლი­დან აგ­რო­ვებ­და. "რო­დე­საც ეს ულა­მა­ზე­სი, ვარ­დის­ფე­რი ქვა და­ვი­ნა­ხე, მა­შინ­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ის ჩემი უნდა გამ­ხდა­რი­ყო", - წერ­და რე­პე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რო­დე­საც ფა­ნებ­მა ჰკი­თხეს, თუ რა არის მის­თვის ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლი, Lil Uzi-ს ბევ­რი არ უფიქ­რია და უპა­სუ­ხა, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ბრი­ლი­ან­ტია. მუ­სი­კო­სი გან­მარ­ტავს, რომ რო­დე­საც ბრი­ლი­ან­ტი იყი­და, იმის ში­შით, რომ არ და­ე­კარ­გა, მისი შუბ­ლში იმპლან­ტა­ცია გა­და­წყვი­ტა.

myquiz