ჩინეთში "არასაკმარისად მამაკაცური" მამაკაცების ტელევიზიით ჩვენება აიკრძალება | Allnews.Ge

ჩინეთში "არასაკმარისად მამაკაცური" მამაკაცების ტელევიზიით ჩვენება აიკრძალება

ჩი­ნე­თის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის თქმით, გა­სარ­თობ შო­უ­ებ­ში “ფე­მი­ნუ­რი“ გა­რეგ­ნო­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბის ჩვე­ნე­ბა აიკ­რძა­ლე­ბა. ეს მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა პროგ­რა­მებ­ში "არა­ჯან­საღ ში­ნა­არ­სად" შე­ა­ფა­სა.

რა­დი­ო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (NRTA) გა­ნა­ცხა­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი ქცე­ვა მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა­ში კრი­ტე­რი­უ­მე­ბად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს. ასე­ვე შე­წყდა “ტა­ლან­ტე­ბის შოუს“ კონ­კურ­სე­ბის ზო­გი­ერ­თი ფორ­მა­ტი.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კი თა­ვის მხრივ პი­რო­ბა დადო, რომ “მას­კუ­ლი­ნურ“ მა­მა­კა­ცებს ხელს შე­უ­წყობს, ასე­ვე გა­აკ­რი­ტი­კა მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც ბევრ კოს­მე­ტი­კას მო­იხ­მა­რენ.

ამას­თა­ნა­ვე, ნათ­ქვა­მია, რომ პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ ტრა­დი­ცი­ულ, ასე­ვე "მო­წი­ნა­ვე სო­ცი­ა­ლის­ტურ" კულ­ტუ­რას ან პატ­რი­ო­ტულ ატ­მოს­ფე­როს, უნდა წა­ხა­ლის­დეს.

ჩი­ნეთ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მკაცრ ცენ­ზუ­რას აწარ­მო­ებს სხვა­დას­ხვა მე­დი­აპ­რო­დუქ­ცი­ის მი­მართ. ფილ­მებ­ში ხში­რად ამოჭ­რი­ლია შიშ­ვე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი სცე­ნე­ბი და ა.შ.

myquiz