“ჩეჩნეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი” - რამზან კადიროვის განცხადება, რომელმაც ადგილობრივები აღაშფოთა | Allnews.Ge

“ჩეჩნეთი არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი” - რამზან კადიროვის განცხადება, რომელმაც ადგილობრივები აღაშფოთა

"ჩეჩ­ნე­თი არას­დროს ყო­ფი­ლა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­ხალ­ხო გმი­რე­ბი კი ცდი­ლობ­დნენ, ის ისე­თი გამ­ხდა­რი­ყო, რო­გო­რიც ახ­ლაა", - ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა, რამ­ზან კა­დი­როვ­მა ეს პოს­ტი "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა.

"რამ­ზან კა­დი­როვ­მა ჩეჩ­ნე­თის ის­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ხედ­ვა რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის გა­ფარ­თო­ე­ბულ სხდო­მა­ზეც წარ­მო­ად­გი­ნა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ მათ არას­დროს ჰქო­ნი­ათ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და მით უფრო, სა­ხელ­მწი­ფო", - წერს kavkaz-uzel.eu.

"სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩეჩ­ნე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და არა­ვი­თა­რი სა­ხელ­მწი­ფო არ გვქო­ნია. შეიხ მან­სურს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა რომ სდო­მო­და, გე­ლენ­ჯი­კამ­დე კი არ ჩა­ვი­დო­და, რეს­პუბ­ლი­კა­ში იბ­რძო­ლებ­და და აქ და­არ­სებ­და სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი დრო­ში­თა და გერ­ბით. მან კი მთე­ლი კავ­კა­სია ბრძო­ლით გა­ი­ა­რა და ანა­პამ­დე მი­აღ­წია", - ცი­ტი­რებს გა­მო­ცე­მა კა­დი­რო­ვის სი­ტყვებს.

kadirovi-77020-1630906061.jpg

მი­სი­ვე თქმით, ჩეჩ­ნე­თის სა­ხალ­ხო გმი­რე­ბი - შეიხ მან­სუ­რი, ბე­ი­სან­გურ ბე­ნო­ევ­სკი, ტა­ი­მინ ბი­ბო­ლა­ტი და ადინს სურ­ხო იბ­რძოდ­ნენ იმის­თვის, რომ შე­ექ­მნათ ისე­თი ჩეჩ­ნე­თი, რო­გო­რიც ის დღეს არის.

"რის­თვის ვიბ­რძო­დით შეიხ მან­სუ­რის დრო­ი­დან? - იმის­თვის ვიბ­რძო­დით, რომ ალა­ჰი, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შეგ­ვეც­ნო და ჩეჩ­ნუ­რი კო­დექ­სი შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.. თუ გა­დავ­ხე­დავთ ჩვენს ეროვ­ნულ გმი­რებს და გან­სვჯით მათ მიერ გან­ვლილ გზას, თუ რა გა­ა­კე­თეს, რას მი­აღ­წი­ეს, ნა­თე­ლია, რომ ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს გვაქვს“, - გა­ნა­ცხა­და ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა.

კა­დი­რო­ვის მო­საზ­რე­ბას მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე "კა­დი­როვ­ცე­ბი" ნა­დი­რო­ბენ, რის შემ­დე­გაც, ისი­ნი ან ქრე­ბი­ან, ან ვი­დე­ო­მი­მარ­თვას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­დაც ბო­დი­შებს იხ­დი­ან, უმე­ტე­სო­ბამ აზრი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ფსევ­დო­ნი­მით გა­მო­ხა­ტა.

"რო­მელ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს?! ჩეჩ­ნე­თი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყო შა­მი­ლის იმა­მა­ტის დროს“, - წერს და­ღეს­ტნე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რე­ბე­ლი.

"რას ბო­დავს ეს, თურ­მე კავ­კა­სი­ე­ლი გმი­რე­ბი იმის­თვის იბ­რძოდ­ნენ, რომ შემ­დეგ მო­ნო­ბა­ში ეცხოვ­რათ?!“ - წერს კი­დევ ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი "ვორ­კი­ტინ­სკი".

"კა­დი­რო­ვი არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რას უშ­ვე­ბა პუ­ტი­ნის მო­ნო­ბა ადა­მი­ანს, სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ. არც მიკ­ვირს, რად­გან რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბო­დი­შე­ბის კი­დევ ერთი კას­კა­დი ვი­ხი­ლეთ, რუს­მა ჩემ­პი­ონ­მა, მებ­რძოლ­მა არ­ტურ კუ­ლიც­კიმ მო­უ­ხა­და ბო­დი­ში კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტის გამო.

გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში, ყვე­ლა­ფე­რი ალ­კოჰოლს და­აბ­რა­ლა. არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წი­ნან­დელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ის უკ­რა­ი­ნა­სა და ბე­ლა­რუს­ში რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და "კა­დი­როვ­ცე­ბის" ამაზ­რზენ და უკონ­ტრო­ლო ქმე­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობ­და. თუმ­ცა, მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც და კა­დი­როვ­საც ბო­დი­ში მო­უხ­და. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. პუ­ტი­ნის ხელ­ქვე­ი­თი კა­დი­რო­ვი ყვე­ლა ზღვარს სცდე­ბა, მისი "აღ­მზრდე­ლი­ვით," - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი, არ­ტემ ადა­მო­ვი.

"თქვენ გგო­ნი­ათ, მან თა­ვი­სი ქვეყ­ნის ის­ტო­რია თუნ­დაც სას­კო­ლო დო­ნე­ზე მა­ინც იცის? - არ და­ი­ჯე­როთ. კრემლში მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი რაში სჭირ­დე­ბათ?! რაც უფრო სუს­ტი გო­ნე­ბი­საა, მით უკე­თე­სი სა­მარ­თა­ვია, რა­საც ჩა­ა­გო­ნებ, იმას იტყვის. ჰოდა, ახლა ჰგო­ნია, რომ უსას­ტი­კე­სი "კა­დი­როვ­ცე­ბის" დახ­მა­რე­ბით ის­ტო­რი­ა­საც შეც­ვლის", - მი­აჩ­ნია ალი­ას კურ­დი­ნოვს.

kadirovi-46629-1630906097.jpg

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქამ­დე კა­დი­როვ­მა მი­მარ­თა ის­ტო­რი­კო­სებს გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლის მო­თხოვ­ნით. მის გა­მოს­ვლას მა­ში­ნაც დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა.2019 წელს მან იმამ შა­მი­ლი ჩეჩ­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. კა­დი­რო­ვის თქმით, 1840 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც და­ღეს­ტნე­ლი იმა­მი შა­მი­ლი თა­ვის 400-კა­ცი­ა­ნი რაზ­მით და­ღეს­ტნი­დან ჩეჩ­ნეთ­ში მო­ვი­და და თავი ჩეჩ­ნე­თი­სა და და­ღეს­ტნის იმა­მად გა­მო­ა­ცხა­და, მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ორ­ჯერ და მეტ­ჯერ შემ­ცირ­და.

მა­შინ კა­დი­რო­ვის სი­ტყვებს და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის ცენ­ტრა­ლუ­რი მუფ­ტი­ა­ტი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და ჩეჩ­ნე­თის დღე­ვან­დელ ლი­დერს კო­რექ­ტუ­ლად შე­ახ­სე­ნა, რომ იმამ შა­მი­ლის მსგავ­სად, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­და­პირ­ვე­ლად კა­დი­რო­ვის მამა, ახ­მად კა­დი­რო­ვიც ებ­რძო­და.

და­ღეს­ტნის რეს­პუბ­ლი­კის მუფ­ტი­ა­ტი მი­იჩ­ნევს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო ლი­დე­რე­ბი­სა და ერის წი­ნამ­ძღო­ლე­ბის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მთე­ლი ხალ­ხი­სათ­ვის სი­ლის გაწ­ვნას უდ­რის.

"ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ, მორ­წმუ­ნე­ე­ბი, სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სავ­ლად უზე­ნა­ე­სი­სად­მი სა­სო­ე­ბას მი­ვიჩ­ნევთ. იმა­მი შა­მი­ლი კი თა­ვად გას­ცემს პა­სუხს იმამ შა­მი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სათ­ვის“, - წე­რია და­ღეს­ტნის მუფ­ტი­ა­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ambebi.ge

myquiz