ჩრდილოეთ კორეა შიმშილობაა- კიმ ჩენ ინმა მთავრობის წევრებს გვალვისა და წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლა მოსთხოვა | Allnews.Ge

ჩრდილოეთ კორეა შიმშილობაა- კიმ ჩენ ინმა მთავრობის წევრებს გვალვისა და წყალდიდობების წინააღმდეგ ბრძოლა მოსთხოვა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ლი­დერ­მა კიმ ჩენ ინმა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პო­ლიტ­ბი­უ­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ქვეყ­ნის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და გა­და­ხე­დონ საკ­ვე­ბის მი­წო­დე­ბის სა­კი­თხებს. მან ასე­ვე ისა­უბ­რა კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე.

აღ­სა­ნი­შა­ვია, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა საკ­ვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას ებ­რძვის. გა­სულ წელს ქვე­ყა­ნა­ში სა­სი­ცო­ცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რე­ბი ტა­ი­ფუნ­მა გა­ა­ნად­გუ­რა, ხოლო გვალ­ვის კვი­რებ­მა, რა­საც ძლი­ე­რი მუ­სო­ნუ­რი წვი­მე­ბი მოჰ­ყვა, ქვე­ყა­ნა­ში კა­ტას­ტრო­ფა გა­მო­იწ­ვია.

ქვეყ­ნის მე­თა­უ­რის თქმით, სა­ჭი­როა "არა­ნორ­მა­ლუ­რი კლი­მა­ტის" და­საძ­ლე­ვად ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. მან მთავ­რო­ბის წევ­რებს გვალ­ვი­სა და წყალ­დი­დო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა მოს­თხო­ვა. მისი თქმით, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის "საფრ­თხე" ბოლო წლებ­ში გა­ი­ზარ­და, რის გა­მოც სა­ჭი­როა "გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბის" მი­ღე­ბა.

ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის გარ­და, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის ეკო­ნო­მი­კას დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ებ­მა, ასე­ვე კო­ვი­დის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ზღვრე­ბის ჩა­კეტ­ვამ.

ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა დღემ­დე ამ­ტკი­ცებს, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის არ­ცერ­თი შემ­თხვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

ამ ცოტა ხნის წინ, გა­ე­რო - მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ Covid-19- ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის თით­ქმის 3 მი­ლი­ო­ნი ინექ­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სჯობს ვაქ­ცი­ნე­ბი უფრო და­ზა­რა­ლე­ბულ ქვეყ­ნებს გა­დას­ცენ

myquiz