პირბადისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ მებრძოლი 30 წლის კალებ უოლისი კოვიდით გარდაიცვალა - "ის ძალიან ჯიუტი იყო, არ სურდა ექიმისთვის მიგვემართა" | Allnews.Ge

პირბადისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ მებრძოლი 30 წლის კალებ უოლისი კოვიდით გარდაიცვალა - "ის ძალიან ჯიუტი იყო, არ სურდა ექიმისთვის მიგვემართა"

ამე­რი­კე­ლი აქტვი­სი­ტი კა­ლებ უო­ლი­სი, რო­მე­ლიც პირ­ბა­დის ტა­რე­ბი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ებს მარ­თავ­და, ერ­თთვი­ა­ნი მძი­მე ავდმყო­ფო­ბის შემ­დეგ, კო­ვიდ -19-ით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

30 წლის აქ­ტი­ვის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­მა ორ­სულ­მა მე­უღ­ლემ, ჯე­სი­კა უო­ლის­მა GoFundMe-ს ვებ-გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მომ­სვლე­ლი კა­ლებ უო­ლი­სი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ და­ინ­ფი­ცირ­და, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ჰოს­პი­ტალ­ში პა­ცი­ენ­ტის გა­და­სარ­ჩე­ნად ფილ­ტვე­ბის სა­ვენ­ტი­ლა­ციო აპა­რატ­საც იყე­ნებ­დნენ.

3 გო­გო­ნას მამა, სან-ან­ჯე­ლო­ში შე­ნო­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში 30 ივ­ლი­სი­დან იმ­ყო­ფე­ბო­და. უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პა­ცი­ენტს ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ძლი­ე­რი და­მამ­შვი­დებ­ლე­ბიც უკეთ­დე­ბო­და.

გა­სულ კვი­რას ჯე­სი­კა უო­ლის­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა, რომ კა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და.

"ჩემი გული ამას ვერ გა­უძ­ლებს. მის გა­რე­შე სი­ცო­ცხლე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია", - და­წე­რა მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ჯე­სი­კა უო­ლის­მა.

238571830-2990444407840581-5262142615184006560-n-70261-1630312137.jpg

პირ­ბა­დე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ აქ­ტი­ვისტს, სურ­და ვირუ­სი და­მუ­კი­დებ­ლად და­ე­მარ­ცხე­ბი­ნა. პრე­სას­თან სა­უბ­რი­სას, კა­ლე­ბის მე­უღ­ლემ გა­ნა­ცხა­და, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ის უარს ამ­ბობ­და ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, ცდი­ლობ­და სახ­ლში და­მო­უ­კი­დებ­ლად ემ­კურ­ნა­ლა და ამი­ტომ C ვი­ტა­მი­ნის, ას­პი­რი­ნი­სა და სხვა წამ­ლე­ბის დიდ დო­ზას იღებ­და. მან დიდი რა­ო­დე­ნო­ბით პრე­პა­რა­ტი ივერ­მექ­ტი­ნიც მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თა­ვად წამ­ლის მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ა­საც კი აქვს რე­კო­მენ­და­ცია, რომ წამ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა კო­ვი­დის სამ­კურ­ნა­ლოდ და­უშ­ვე­ბე­ლია:

"კო­ვიდ-19-ის წი­ნა­აღ­მდეგ ივერ­მექ­ტი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ხი­ფა­თოა. მან შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გი გა­მო­იწ­ვი­ოს. FDA - ს წამ­ლის­თვის ამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით რე­კო­მენ­და­ცია არ გა­უ­ცია".

Standard-Times-სთან სა­უბ­რი­სას ჯე­სი­კა ამ­ბობს, რომ მისი მე­უღ­ლე პირ­ბა­დის ტა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო და ფიქ­რობ­და, რომ ეს ადა­მი­ანს ვირუ­სის­გან არ იცავს:

"ის ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი იყო, არ სურ­და ექი­მის­თვის მიგ­ვე­მარ­თა, არ სურ­და COVID-ტეს­ტი­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. კა­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბო­და, ხომ იცი, პირ­ბა­დე ვერ და­გი­ცავ­სო, თუმ­ცა ხვდე­ბო­და, რომ მე მსურ­და პირ­ბა­დის ტა­რე­ბა. მამ­შვი­დებს აზრი, რომ ამით ან სა­კუ­თარ თავს ვი­ცავ, ან სხვას ვი­ცავ ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან... მი­უ­ხე­და­ვად მისი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, ის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ".

რო­გორც ცნო­ბი­ლია, აქ­ტი­ვის­ტმა ორი მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია, სა­ხე­ლით: "COVID ტი­რა­ნია" მო­ა­წყო, ის უპი­რის­პირ­დე­ბო­და "ლო­ქ­და­უნს", ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­სა და პირ­ბა­დის ტა­რე­ბას.

"და­მიმ­ტკი­ცეთ, რომ სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა მოქ­მე­დებს პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. და­მიმ­ტკი­ცეთ, რომ ყვე­ლაფ­რის ბლო­კი­რე­ბა და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. 2020 წელი ამე­რი­კის­თვის ყვე­ლა­ზე ცუდი წელი იქ­ნე­ბა", - ამ­ბობ­და აქ­ცი­ა­ზე კა­ლებ უო­ლი­სი

myquiz