ახალი რეალობა ავღანეთში- რა შეზღუდვები დააწესმა "თალიბანმა" ქვეყანაში? | Allnews.Ge

ახალი რეალობა ავღანეთში- რა შეზღუდვები დააწესმა "თალიბანმა" ქვეყანაში?

ავ­ღა­ნუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Pajhwok-ის ცნო­ბით, „თა­ლი­ბან­მა“ ყან­და­ა­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში მუ­სი­კი­სა და ქა­ლე­ბის ხმე­ბის ტრანსლა­ცია აკ­რძა­ლა.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ბი­ჭე­ბი და გო­გო­ნე­ბი ერ­თად აღარ ის­წავ­ლი­ან. ამის შე­სა­ხებ თა­ლი­ბე­ბის მიერ ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა აბ­დულ ბაკი ჰა­კან­მა გა­ნა­ცხა­და.

„გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ ერ­თად სწავ­ლას უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში და გა­აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლას ცალ-ცალ­კე კლა­სებ­ში, ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად“, - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა.

მა­ნამ­დე აბ­დულ ბაკი ჰა­კან­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა გა­აკ­რი­ტი­კა და გა­ნა­ცხა­და, რომ რე­ლი­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის უგულ­ვე­ბელ­ყო­ფა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

„მსოფ­ლიო ცდი­ლობ­და რე­ლი­გია სა­მეც­ნი­ე­რო გა­ნათ­ლე­ბი­დან ამო­ე­ღო, რა­მაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ხალ­ხს”, - აღ­ნიშ­ნა ჰა­კან­მა.

myquiz