90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - რა ხდება ავღანეთში და რას აცხადებს "თალიბანი"? | Allnews.Ge

90-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაჭრილი - რა ხდება ავღანეთში და რას აცხადებს "თალიბანი"?

26 აგ­ვის­ტოს, ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა ორ­ჯერ გა­ის­მა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ღუ­პუ­ლია 90 -მდე ადა­მი­ა­ნი, და­შა­ვე­ბუ­ლია 150-ზე მეტი. BBC-მ "თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი, ასე­ვე და­შავ­დნენ "თა­ლი­ბა­ნის“ დაც­ვის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პენ­ტა­გო­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლია ამე­რი­კელ სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს შო­რი­საც: და­ღუ­პუ­ლია 13 სამ­ხედ­რო, და­შა­ვე­ბუ­ლია - 18.

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ტე­რო­რის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ“ აიღო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა "ტე­ლეგ­რამ­ზე“ გავ­რცელ­და. დაჯ­გუ­ფე­ბის თქმით, თვით­მკვლელ­მა ტე­რო­რის­ტმა ე.წ. შა­ჰი­დის ქა­მა­რი აა­მოქ­მე­და. მა­ნამ­დე ასე­ვე გახ­მა­ურ­და ამე­რი­კის თავ­დაც­ვი­თი უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ვერ­სი­ე­ბი, რომ თავ­დას­ხმა "ის­ლა­მუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის“ რე­გი­ო­ნულ­მა "ბო­ე­ვი­კებ­მა" მო­ა­წყეს.

120298308-gettyimages-1234877793-1630057164.jpg

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, ჯო ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, მი­აკ­ვლე­ვენ მათ, ვინც ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და პა­სუხს აგე­ბი­ნე­ბენ.

ამის შე­სა­ხებ ბა­ი­დენ­მა სპე­ცი­ა­ლურ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"მათ, ვინც ეს თავ­დას­ხმა მო­ა­წყო, ასე­ვე ნე­ბის­მი­ერს, ვი­საც სურს ამე­რი­კას ავ­ნოს, ეს იცო­დეთ: არ გა­პა­ტი­ებთ, არ და­ვი­ვი­წყებთ, ჩვენ მო­გაგ­ნებთ და გა­ზღვე­ვი­ნებთ. მე და­ვი­ცავ ჩვენს ინ­ტე­რე­სებს და ჩვენს ხალ­ხს ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ზო­მით“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­ხედ­რო მე­თა­უ­რებს და­ა­ვა­ლა შე­ი­მუ­შა­ონ ოპე­რა­ტი­უ­ლი გეგ­მე­ბი, რათა და­არ­ტყან "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ობი­ექ­ტებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ტე­რო­რის­ტე­ბი ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, ჩვენ გა­და­ვარ­ჩენთ ამე­რი­კე­ლებს. ჩვენ არ გა­ვა­ჩე­რებთ მი­სი­ას და გა­ვაგ­რძე­ლებთ ევა­კუ­ა­ცი­ას, ჩვენ გა­მო­ვიყ­ვანთ ავ­ღა­ნელ მო­კავ­ში­რე­ებს. ამე­რი­კას ვერ და­ა­ში­ნე­ბენ“, - აღ­ნიშ­ნა ჯო ბა­ი­დენ­მა.

sqbjp3e565jqremvtgg6apphfq-38177-1630057199.jpg

ბა­ი­დე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ღა­ნე­თი­დან ევა­კუ­ა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა, აფეთ­ქე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად.

ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად აშშ-ში თეთ­რი სახ­ლსა და სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის სხვა შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შას და­უშ­ვე­ბენ.

"პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, დღე­ი­დან თეთრ სახლზე, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ შე­ნო­ბა­ზე, ყვე­ლა სამ­ხედ­რო პოსტზე, სა­ზღვაო სად­გურ­სა და ხო­მალ­დზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დრო­შებს და­უშ­ვე­ბენ,“- გა­ნა­ცხა­და თეთ­რი სახ­ლის პრესს­პი­კერ­მა ჯენ ფსა­კიმ.

მი­სი­ვე თქმით, დრო­შე­ბი 30 აგ­ვის­ტომ­დე იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი.

ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტზე მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის შე­დე­გად "თა­ლი­ბა­ნის“ სულ მცი­რე 28 მებ­რძო­ლი და­ი­ღუ­პა, - Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ "თა­ლი­ბე­ბის“ ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

"აე­რო­პორ­ტში მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ამე­რი­კე­ლებ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ", - გა­ნა­ცხა­და "თა­ლი­ბა­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ვე­ბა არ ისურ­ვა.

მი­სი­ვე თქმით, "თა­ლი­ბა­ნი“ არ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უცხო ქვეყ­ნე­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ "ქა­ო­ტურ სა­ე­ვა­კუ­ა­ციო გეგ­მა­ზე“.

მა­ნამ­დე "თა­ლი­ბა­ნის“ პრესს­პი­კერ­მა ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ბუ­ლის აე­რო­პორტთან თავ­დას­ხმა ამე­რი­კე­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ ზო­ნა­ში მოხ­და. "ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო მკაც­რად გმობს ქა­ბუ­ლის აე­რო­პორ­ტში სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის­კენ მი­მარ­თულ აფეთ­ქე­ბას. ეს მოხ­და იმ ზო­ნა­ში, რომ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ბიჰუ­ლა მუ­ჯა­ჰიდ­მა.

myquiz