შვედეთის გამოცდილება- ქვეყანა, სადაც პანდემიას მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ | Allnews.Ge

შვედეთის გამოცდილება- ქვეყანა, სადაც პანდემიას მკაცრი შეზღუდვების გარეშე გაუმკლავდნენ

შვე­დეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ზაალ კო­კა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შვე­დეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის თა­ო­ბა­ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­საც გთა­ვა­ზობთ:

კო­ვიდ­პან­დე­მია: შვე­დე­თი

"ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხვდა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია შვე­დეთ­ში კო­ვიდ­პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის შე­სა­ხებ.

მე უკვე 30 წე­ლია შვე­დეთ­ში ვცხოვ­რობ და ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო მჭიდ­რო კავ­ში­რი მაქვს შვე­დე­თის სა­მე­დი­ცი­ნო და სა­მეც­ნი­ე­რო სის­ტე­მას­თან. ამი­ტომ მინ­და მო­გიყ­ვეთ, რო­გო­რი იყო რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი. ფბ-ზე არა­ე­თხელ გავ­რცე­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, შვე­დეთ­ში კო­ვი­დის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს სიმპტო­მე­ბის მქო­ნე 65 წელ­ზე ხან­დაზ­მუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას არ გა­დაჰ­ყავ­და კლი­ნი­კებ­ში, ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გამო. მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, ეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. მი­თუ­მე­ტეს, ამის თქმა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტის გა­მარ­თუ­ლად მარ­თვის სა­ი­ლუსტრა­ცი­ოდ, არ მი­მაჩ­ნია მი­სა­ღე­ბად. სი­ნამ­დვი­ლე­ში, თუ არ ჩავ­თვლით ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებს, შვე­დეთ­ში მსგავ­სი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

სტოკ­ჰოლ­მის რე­გი­ონ­ში, სა­დაც პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს ყვე­ლა­ზე მეტი პა­ცი­ენ­ტი იყო, სრუ­ლად აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ვე­ლე ჰოს­პი­ტა­ლი ისე და­ხუ­რეს, რომ არ­ცერ­თი პა­ცი­ენ­ტი არ მი­უ­ღი­ათ. ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ სტა­ცი­ო­ნა­რულ კლი­ნი­კე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ად­გი­ლე­ბი 4-ჯერ გა­ზარ­დეს და ეს საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის.

რაც შე­ე­ხე­ბა შვე­დეთ­ში ხან­დაზ­მულ პა­ცი­ენ­ტებ­ში ძა­ლი­ან მა­ღალ სიკ­ვდი­ლო­ბას, აქ სულ სხვა ტი­პის პრობ­ლე­მა იყო და ეს არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლებ­ში ად­გი­ლე­ბის უკ­მა­რი­სო­ბით. შე­ვე­დეთ­ში კარ­გა­დაა გან­ვი­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლე­ბის ქსე­ლი. სწო­რედ ამ სახ­ლებს შე­ექ­მნათ პრობ­ლე­მა პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს - ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ და ზო­გა­დად სის­ტე­მამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ამ სახ­ლე­ბის ხან­დაზ­მულ და ხში­რად ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე ბი­ნა­დარ­თა გარე სამ­ყა­როს­გან სრუ­ლი იზო­ლა­ცია. კო­ვი­დინ­ფექ­ცი­ამ, უმე­ტეს­წი­ლად მომ­ვლე­ლე­ბის გზით, შე­აღ­წია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ხან­დაზ­მულ­თა ყვე­ლა სახ­ლში. ზო­გი­ერთ სახ­ლში ბი­ნა­დარ­თა 80-90% და­ინ­ფი­ცირ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. სწო­რედ ამ სახ­ლებ­ში და­ფიქ­სირ­და რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა, როცა ად­გი­ლობ­რივ­მა ექთ­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ მძი­მე კო­ვიდ­პა­ცი­ენ­ტე­ბი, თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი სიმპტო­მე­ბით, არ გა­და­ეყ­ნათ ჰოს­პი­ტალ­ში და მი­ე­მარ­თათ პა­ლი­ა­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. ასე­ვე იყო ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა სას­წრა­ფო დახ­მე­რე­ბის ექი­მებ­მა უი­მე­დოდ შე­ა­ფა­სეს პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა და აღარ გა­და­იყ­ვე­ნეს ჰოსპტალ­ში. თუმ­ცა ეს მიდ­გო­მა არას­დროს ყო­ფი­ლა არც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი, არც ცენ­ტრა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის სი­ტე­მის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა.

შვე­დეთ­ში ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლის მა­ღა­ლი და­ინ­ფი­ცი­რე­ბის და სიკ­ვდი­ლო­ბის სა­კი­თხი გახ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი და მთვა­რო­ბამ აღი­ა­რა არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ მთავ­რო­ბამ ვერ შეს­ძლო ყვე­ლა­ზე უფრო მო­წყვლა­დი მო­სახ­ლე­ო­ბის, ხან­დაზ­მულ­თა დაც­ვა. 2020 წლის მა­ი­სის­თვის, კო­ვი­დით გარ­დაც­ვლილ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი 70 წელს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი და ამის ნა­ხე­ვა­რი კი ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლის მა­ცხოვ­რე­ბე­ლი. ამ ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად შვე­დე­თის მთავ­რო­ბამ სას­წრა­ფოდ გა­მო­ყო 180 მლნ. ევრო, რაც მოხ­მარ­და ხან­დაზ­მულ­თა სახ­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბის და მათი სა­მე­დი­ცი­ნო კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და უნა­რე­ბის გაზ­რდას.

შვე­დეთ­ში ყვე­ლა აღი­ა­რებს, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე მი­ღე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნი­ტე­ტის შექ­მნის სტრა­ტე­გია არ იყო გა­მარ­თლე­ბუ­ლი და შე­საძ­ლოა უფრო მკაცრ შე­ზღუდ­ვებს მეტი სი­ცო­ცხლე და­ეც­ვა კო­ვი­დის­გან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, თუ რა დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა შვე­დეთ­მა (მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზე 2.75-ჯერ მეტი, 10.23 მი­ლი­ო­ნი) კო­ვიდ პან­დე­მი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის შემ­დეგ და რა ვი­თა­რე­ბაა დღეს:

1. მო­სახ­ლე­ო­ბის 66.5 % აც­რი­ლია ერთხელ და 52.1 % სრუ­ლად ანუ 2-ჯერ.

2. აცრა შე­უძ­ლია შვე­დეთ­ში მცხოვ­რებ ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ას­ტარ ზე­ნე­კას, ფა­ი­ზე­რის ან მო­დერ­ნის ვაქ­ცი­ნით. ვაქ­ცი­ნის ტიპს თა­ვად ვერ ირ­ჩევ. ას­ტრა-ზე­ნე­კა­თი ცრი­ან მხო­ლოდ 65 წლის ასა­კის ზე­მოთ.

3. პი­სი­არ ტეს­ტი­რე­ბა უფა­სოდ შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, თუკი ამას თა­ვად ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ სიმპტო­მე­ბი­სა ან და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

4. სახ­ლში დარ­ჩე­ნა იზო­ლა­ცი­ის მიზ­ნით ან კო­ვიდ სიმპტო­მე­ბის გამო 3 კვი­რამ­დე ნე­ბის­მი­ერ მოქ­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­უძ­ლია, ექი­მის ჩა­რე­ვის გა­რე­შე და მას სრუ­ლად უნარ­ჩუნ­დე­ბა ამ პე­რი­ო­დის ხელ­ფა­სი.

დელ­ტა შტამ­მა, რა თქმა უნდა, შვე­დეთ­შიც გა­ზარ­და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა გან­ვლი­ლი 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო:

1. ახა­ლად ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი - 909.2. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­და­იყ­ვა­ნი­ლი - 3.3. კო­ვი­დით გარ­დაც­ვლი­ლი - 1. წყა­რო

დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით შვე­დეთ­ში ფიქ­სირ­დე­ბა 23 324 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი და მათ­გან მხო­ლოდ 37 (0.2%) არის მძი­მე ან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. წყა­რო

ესაა რაც მინ­დო­და მეთ­ქვა, დას­კვნე­ბი და შე­და­რე­ბე­ბი თქვენ­თვის მო­მინ­დვია..."

myquiz