ვიეტნამიდან ყუთებით გამოყვანილი ობლები და ავიაკატასტროფა, რომელსაც ათობით ჩვილი ემსხვერპლა - აშშ-ს მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო ოპერაციის ისტორია | Allnews.Ge

ვიეტნამიდან ყუთებით გამოყვანილი ობლები და ავიაკატასტროფა, რომელსაც ათობით ჩვილი ემსხვერპლა - აშშ-ს მიერ დაგეგმილი უპრეცედენტო ოპერაციის ისტორია

1975 წელს, ვიეტნამის ომის დასასრულს, აშშ-ს მთავრობამ უპრეცედენტო ოპერაცია დაგეგმა - დაობლებული ათასობით ვიეტნამელი ბავშვი ამერიკაში უნდა გადაეყვანათ. ოპერაცია "ჩვილების გადაყვანა" უშუალოდ პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა და სპეციალური თანხები გამოიყო ვიეტნამელი ობლების საიგონიდან წასაყვანად, რომლებიც შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში (მათ შორის კანადა, ავსტრალია, საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია) უნდა გაშვილებულიყვნენ.

babyliftbavshvifordi-1630317579.jpg

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც 1975 წლის აპრილში დაიწყო, 30 რეისით მინიმუმ 3 300 ბავშვი წაიყვანეს სამხრეთ ვიეტნამიდან. ერთ წლამდე ასაკის ჩვილებს მოხალისეები და პერსონალი ყუთებში ათავსებდნენ და სკამებზე ქამრებით აკრავდნენ. ასე მგზავრობდნენ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში გამცილებლებისა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

babyliftqali-1630317623.jpg

მოგვიანებით, ოპერაციას ბევრი კრიტიკაც მოჰყვა, იმაზე თუ რამდენად იყო ბავშვების საუკეთესო ინტერესებში მათი სამშობლოდან მოწყვეტა და ახალ ადგილებზე გადაყვანა, ამასთან აღმოჩნდა, რომ ყველა ბავშვი ობოლი არ ყოფილა.

ოპერაციის განხორციელება სამხედრო ავიამზიდებს დაევალათ, მას გენერალი ედვარდ ნეში ხელმძღვანელობდა.

vietnamelebiair-1630317673.jpg

babyliftbavshvebi-1630317663.jpg

ერთ-ერთმა პირველმა თვითმფრინავმა, რომელსაც ასობით ვიეტნამელი პატარა ახალ სამშობლოში უნდა წაეყვანა, ტან სონი ნჰატის აეროპორტი 1975 წლის 4 აპრილს დატოვა.

თუმცა, აფრენიდან 12 წუთში C-5-ის კარის საკეტები დაზიანდა და თვითმფრინავს კარები მოსძვრა. პილოტმა მართვაზე კონტროლი დაკარგა და ავარიულად დაეშვა ბრინჯის ყანებში. ავიამზიდი ოთხ ნაწილად დაიშალა, რომელთაც ცეცხლი გაუჩნდათ. ავიაკატასტროფას 138 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 78 ბავშვი და ბორტზე მყოფი 35 ზრდასრული, რომლებიც ჩვილებს უვლიდნენ.

"ჩვენი მისია გაგრძელდება. ობლები ელიან ამ მოგზაურობას და ისინი უნდა გამოვიყვანოთ. ამ ტრაგედიამ არ უნდა გაგვაჩეროს, რომ მათ ახალი იმედი მივცეთ" - განაცხადა პრეზიდენტმა ფორდმა.

babyliftchamofrena-1630317692.jpeg

ავიაკატასტროფას გადარჩენილ 176 ადამიანს შორის ერთ-ერთი კერი ბრიგსია. გოგონა სულ რაღაც 4 წლის იყო და კატასტროფის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვს. იხსენებს როგორ გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული ავიამზიდიდან და კადრებად ახსოვს როგორ ხედავდა სამშვიდობოს გამოსული აგიზგიზებულ თვითმფინავს.

4 წლის ბრიგსმა კლინიკაში სამედიცინო შემოწმება გაიარა, 4 დღის შემდეგ კი სხვა თვითმფრინავით გადაიყვანეს დანიშნულების ადგილას.

"მახსოვს, სან ფრანცისკოში ჩამოსვლა, როცა ჩემმა მშვილებელმა ხელში ამიყვანა და მას ისე მაგრად მოვეხვიე, ხელს არ ვუშვებდი" - იხსენებს გადარჩენილი ქალი, რომელიც კალიფორნიაში იშვილეს და მას შემდეგ იქ ცხოვრობს.

ავიაკატასტროფას გადარჩენილებმა წლების შემდეგ, სოციალური ქსელებით მოძებნეს ერთმანეთი, ისინი საკუთარ წარსულს იკვლევენ, ბევრი მათგანი ერთად ჩავიდა ვიეტნამში თავიანთი ფესვების საძიებლად და იმ ავიაკატასტროფის ადგილიც მოინახულა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა...

babyliftbavshvigogo-1630317718.jpg

babyliftvietnami-1630317712.jpg

myquiz