"ჩვენ ეს ქარიშხალი ძალიან სერიზულად უნდა მივიღოთ"- აშშ-ის ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს | Allnews.Ge

"ჩვენ ეს ქარიშხალი ძალიან სერიზულად უნდა მივიღოთ"- აშშ-ის ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდება თავს

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „ჰენრი“ დაატყდება თავს. BBC-ის ინფორმაციით, ქარიშხალი ნიუ-იორკის ლონგ ალიდენს რამდენიმე საათში მიაღწევს.

საფრთხის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ დროისათვის ქალაქში ქარის სიჩქარე 120 კმ/სთ-ს აღემატება. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ამ ნაწილში ქარიშხლები საკმაოდ იშვიათია.

‘ჩვენ ეს ქარიშხალი ძალიან სერიზულად უნდა მივიღოთ. ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილ ძლიერ ქარსა და წვიმას სერიოზული ზიანის გამოწვევა შეუძლია“- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს ადმინისტრატორი დეან კრისველი.