მოსალოდნელია აეროპორტზე ტერორისტების თავდასხმა- აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ | Allnews.Ge

მოსალოდნელია აეროპორტზე ტერორისტების თავდასხმა- აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს ქაბულის აეროპორტში დროებით არ მივიდნენ. ამის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც ტერორისტულ ორგანზაცია „ისლამური სახლემწიფოს“ ავღანური განშტოება ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას გეგმავს.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ახლა საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ. ამ დროისათვის ქაბულის აეროპერტზე დაჯგუფების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აშშ-ის თავდასცის სამინისტროს მონაცემების თანახმად ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთიდან აშშ-ში 17 000-ზე მეტი ადამიანი ჩაფრინდა.