"აქ სამოქალაქო ომი გარდაუვალია" - რას ჰყვება ქაბულში დარჩენილი ქართველი | Allnews.Ge

"აქ სამოქალაქო ომი გარდაუვალია" - რას ჰყვება ქაბულში დარჩენილი ქართველი

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ერ­თმა ჯგუფ­მა ავ­ღა­ნე­თი უკვე და­ტო­ვა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში კერ­ძო კონ­ტრაქ­ტით მყო­ფი 6 პირი, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კულ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ, უნ­გრუ­ლი ბორ­ტით გა­მოფ­რინ­დნენ.

არ­სე­ბუ­ლი ინფრორ­მა­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში, ამ დრო­ის­თვის კი­დევ 18 მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბა. ისი­ნი ქა­ბულ­ში არი­ან.

AMBEBI.GE-ს ქა­ბულ­ში სა­ერ­თა­შო­რო­სო სამ­ხედ­რო მი­სი­ით ჩარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც "თა­ლი­ბა­ნის" მიერ კონ­ტრლი­რე­ბა­დი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის მო­ლო­დინ­შია.

2021-08-16t103938z-139199684-rc2a6p95fshv-rtrmadp-3-afghanistan-conflict-2-1629438294.jpg

- ახ­ლა­ხან და­მიმ­თავ­რდა შვე­ბუ­ლე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­დან ავ­ღა­ნეთ­ში დავ­ბრუნ­დი. არ ვე­ლო­დით და არც გვჯე­რო­და, რომ "თა­ლი­ბა­ნი" ასე სწრა­ფად აი­ღებ­და კონ­ტროლს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ისიც არ მჯე­რო­და, თუ კო­ა­ლი­ცი­უ­რი მი­სია მარ­თლა სრუ­ლად გა­ვი­დო­და, გვე­გო­ნა, რა­ღაც ნა­წილს და­ტო­ვებ­დნენ, რაც "თა­ლი­ბე­ბის­თვის" წი­ნა­აღ­დე­გო­ბის გა­წე­ვის ერ­თგვა­რი მო­ტი­ვა­ვია იქ­ნე­ბო­და. ჩემი ნაც­ნო­ბი ავ­ღა­ნე­ლე­ბი ის­ტე­რი­ა­ში იყ­ვნენ, რა გვეშ­ვე­ლე­ბა ამე­რი­კა თუ გავა, "თა­ლი­ბე­ბი" დაგ­ვხო­ცა­ვე­ნო. ნა­წილ­მა მო­ას­წრო გას­ვლა, ნა­წი­ლი - დარ­ჩა.

ვიცი, რომ ტე­რო­რის­ტე­ბი ამ ეტაპ­ზე შე­და­რე­ბით მო­ზო­მი­ლად იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მწა­რედ ხუმ­რო­ბენ, ია­რაღს ტყუ­ი­ლად ვერ მო­აც­დე­ნენ და შე­და­რე­ბით მცი­რე დო­ზით მა­ინც ჩა­ა­ტა­რეს "წმენ­და". ნა­წილ­მა მო­ას­წრო და ვიცე-პრე­ზი­დენტ ამ­რუ­ლა სა­ლაჰს, ფან­ჯში­რის პრო­ვინ­ცი­ა­ში შე­ურთდა. არ ვიცი, მას რა გა­მო­უ­ვა, მაგ­რამ ავ­ღა­ნე­თის გმი­რის, აჰ­მად შაჰ მა­სუ­დის ვაჟ­თან ერ­თად ძა­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბას ცდი­ლობს და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის იმე­დი აქვთ, რომ რა­ღაც შე­იც­ვლე­ბა და "თა­ლი­ბა­ნი" დიდ­ხანს ვერ იქ­ნე­ბა.

106927555-1629028236316-gettyimages-1234688073-afp-9l67wr-1629438352.jpeg

- თქვენ­თან რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- ევა­კუ­ა­ცი­ის მო­ლო­დინ­ში ვართ ნა­ტოს ბა­ზა­ზე. მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. თა­ვი­დან, რო­დე­საც "თა­ლი­ბა­ნი" შე­მო­ვი­და, პა­ნი­კა ატყდა, სრო­ლე­ბი ის­მო­და. აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე სა­ცო­ბი იყო... ამი­ტომ, უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ვერ შე­ას­წრო უსაფრ­თხო ად­გი­ლას. ახლა კი, რო­გორც ვიცი, "თა­ლი­ბე­ბი" წყვე­ტენ ვინ შე­უშ­ვან აე­რო­პორ­ტში და ვინ არა. სრო­ლე­ბი ისევ ის­მის... ხან ინ­ტენ­სი­უ­რად, ხან სუს­ტად და შორს. ავ­ღა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ველ წუთს ელო­დე­ბი­ან სიკ­ვდილს... აქა­უ­რო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

"თა­ლი­ბე­ბი" ხან აგ­რე­სი­უ­ლე­ბი არი­ან, შე­და­რე­ბით მშვი­დე­ბი. გა­აჩ­ნია, დაჯ­გუ­ფე­ბას. ნა­წი­ლი ხა­ლი­სით აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ას ქუ­ჩა­ში, პი­კა­პებს აჩე­რებ­დნენ და კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლე­ბი, უცხო­ელ რე­პორ­ტი­ო­რებს თა­ვი­ან­თი ორი ღერი ინ­გლი­სუ­რით ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ "რო­გორც იქნა, ამე­რი­კე­ლებს მო­ი­შო­რე­ბენ და ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა და­ი­სად­გუ­რებს"...

თუმ­ცა, დღეს აე­რო­პორტთან შეკ­რე­ბი­ლი უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლას­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცე­ცხლი გა­უხ­სნი­ათ. გა­ვი­გო­ნეთ სა­პა­სუ­ხო სრო­ლა - საქ­მე­ში ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ჩა­ერ­თვნენ... ავ­ღა­ნე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კას არ სურს, პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არის, თო­რემ ახლა მხო­ლოდ ქა­ბულ­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბიც კი საკ­მა­რი­სია "თა­ლი­ბე­ბის" მო­სა­შო­რებ­ლად, რაც უსა­ფუძ­ვლო არ მგო­ნია...

ქა­ბუ­ლე­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლებს და ქა­ლიშ­ვი­ლე­ბის მა­მებს სიკ­ვდი­ლი­ვით ეში­ნი­ათ "თა­ლი­ბა­ნის" დაბ­რუ­ნე­ბა. "თა­ლი­ბან­მა" ძვე­ლი დრო­შე­ბის ნაც­ვლად თა­ვი­სი დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი კი, ძვე­ლი დრო­შე­ბით და­დი­ან ქუ­ჩებ­ში შე­ძა­ხი­ლე­ბით, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის მთაი დრო­შა და მის შეს­ვლას არ და­უშ­ვე­ბენ. წლე­ბია აქ ვმუ­შა­ობ და ამ ხალ­ხს მეტ-ნაკ­ლე­ბას ვიც­ნობ - სა­მო­ქა­ლა­ქო ომი გარ­და­უ­ვა­ლია.