მსოფლიოში ყველაზე ცნობილი "ავღანელი გოგონას" ტრაგიკული ისტორია | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი "ავღანელი გოგონას" ტრაგიკული ისტორია

უმ­რავ­ლე­სო­ბამ მისი სა­ხე­ლი არ იცის, მაგ­რამ მას იც­ნო­ბენ რო­გორც "ავ­ღა­ნელ გო­გო­ნას" კაშ­კა­შა მწვა­ნე თვა­ლე­ბით და წითელი თავსაბურავით 1985 წლის National Geographic-ის ჟურ­ნა­ლის ყდი­დან. ეს გო­გო­ნა, შარ­ბათ გულაა, რო­მე­ლიც ახლა უკვე ქა­ლია...

ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი ფო­ტოგ­რა­ფი და ჟურ­ნა­ლის­ტი სტივ მაქ­ქა­რი ავ­ღა­ნეთ­სა და პასკისტანში 1984 წელს იმ­ყო­ფე­ბო­და. პაკისტანში, ავღანეთის საბჭოთა ოკუპაციას გამოქცეულ ლტოლ­ვილ­თა ბა­ნაკ­ში ფოტოჟურნალისტის ობიექტივში მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა, ომში და­ობ­ლე­ბულ­ი და შე­ში­ნე­ბულ­ი გო­გო­ნაც აღმოჩნდა.

stevesharbat-1629300020.jpg

გულა მა­შინ 12 წლის იყო. ფოტო გავ­ლე­ნი­ა­ნი ჟურ­ნა­ლის National Geographic-ის გა­რე­კან­ზე 1985 წელს და­ი­ბეჭ­და და მას შემ­დეგ დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, დასავლეთისთვის გოგონას სახე ავღანეთის სახედ იქცა. ფოტომ მაქქარის და გამოცემას უამრავი ჯილდო მოუტანა.

sharbatgula2-1629300044.jpg

სტივ მაქ­ქა­რი იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც კი წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ფო­ტო­სუ­რა­თი ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­ი­ძენ­და. სტი­ვი ფიქ­რობ­და, რომ გო­გო­ნას ფოტო ბა­ნაკ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი სხვა ბავ­შვე­ბის ფო­ტო­ე­ბის­გან არაფ­რით გა­ნირ­ჩე­ო­და. ფოტორეპორტიორი 90-იან წლებში უშედეგოდ ცდილობდა შემთხვევით გადაღებული გოგონას პოვნას, თუმცა ეს ვერ შეძლო.

National Geographic-ის რე­დაქ­ცია და ფო­ტოგ­რა­ფი 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ გო­გო­ნას ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას, რომლის არც სახელი და არც გვარი იცოდნენ, წლების შემდეგ კი უკვე და­ქა­ლე­ბუ­ლი გულა იპოვეს...

2002 წლის იან­ვარ­ში National Geographic-ის გუნ­დმა გულა მო­ძებ­ნა. ის პაკისტანის ლტოლვილთა ბანაკიდან ავღანეთში დაბრუნდა 1992 წელს. ახალგაზრდა ქალმა გამოკითხვის შემდეგ გაიხსენა, რომ ბავშვობაში ფოტო გადაუღეს. სტივ­მა 30 წლის შარ­ბათ გუ­ლას იმა­ვე სტილ­ში გა­და­უ­ღო ფოტო, რო­გორც 18 წლის წინ. ქალს ცხოვ­რე­ბა­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ გა­და­უ­ღეს ფოტო - 12 და 30 წლის ასაკ­ში...

sharbatgula-1629300066.jpg

შარ­ბათ გუ­ლამ პირ­ვე­ლად სწორედ მა­შინ ნახა თა­ვი­სი ბავშვობის ფოტო. ქალ­მა არც იცო­და, რომ მსოფ­ლიო უკვე დიდი ხა­ნია იც­ნობ­და.

"მისი სახე შეც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ თვა­ლე­ბი - მა­შინ­ვე ვი­ცა­ნი", - იხ­სე­ნებს ფო­ტოგ­რა­ფი.

ფოტოგრაფთან შეხვედრამდეც და მის შემდეგაც, ყველაზე ცნობილმა ავღანელმა გოგონამ საკმაოდ რთული ცხოვრება განვლო. მას შემდეგ რაც, საბჭოთა კავშირმა ავღანეთი დაბომბა, გულას ოჯახი - მამა, ძმა და სამი და პაკისტანში მთების გავლით ჩავიდნენ და დევნილთა ბანაკში დასახლდნენ 1984 წელს.

gulabanaki-1629300089.jpg

შარბათ გულა არასრულწლოვნობაში დაქორწინდა, 15 წლამდე ასაკის და 1992 წელს ავღანეთში დაბრუნდა ახალ ოჯახთან ერთად. 2012 წელს ახალგაზრდა ქალი დაქვრივდა - მისი მეუღლე ც ჰეპატიტით გარდაიცვალა. გულას სამი გოგონა ჰყავს. მე­ო­თხე ქა­ლიშ­ვი­ლი ბავ­შვო­ბის ასაკში გარ­და­ეც­ვა­ლა. შარ­ბა­თი იმე­დოვ­ნებს, რომ მისგან განსხვავებით, გო­გო­ნე­ბი მა­ინც შეძ­ლე­ბენ სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას.

2016 წელს შარბათ გულა პა­კის­ტან­ში და­ა­პა­ტიმ­რეს ყალ­ბი დოკუმენტების გამო. ქალს 15-დღიანი პატიმრობა და ავღანეთში დეპორტაცია მიუსაჯეს. მისი დაპატიმრება მკაცრად გააკრიტიკა "ამნესთი ინთერნეიშენელმა".

ავღანეთში დეპორტირებულ გულას და მის შვილებს ქვეყნის პრეზიდენტი აშრაფ განი და ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი შეხვდნენ.

sharbathamid-1629300111.jpeg

ავღანეთის ხელისუფლების ინიციატივით, 2017 წლის დეკემბერში შარბათ გულას 280 კვ. მეტრის ბინა აჩუქეს ქაბულში. ეს მისი პირველი საცხოვრებელი იყო წლების განმავლობაში...

myquiz