"არ იქნება შურისძიება, ავღანეთში მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ქონებას საფრთხე არ ემუქრება"- „თალიბანის“ პრეს-სპიკერი | Allnews.Ge

"არ იქნება შურისძიება, ავღანეთში მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ქონებას საფრთხე არ ემუქრება"- „თალიბანის“ პრეს-სპიკერი

რადიკალურ დაჯგუფება „თალიბანის“ პრეს-სპიკერი სუჰაილ შაჰენი აცხადებს, რომ ავღანელი ხალხის მიმართ შურისძიება არ მოხდება.

„ჩვენ გვინდა ავღანეთში მცხოვრებ ხალხს, ძირითადად ქაბულში მყოფებს ვუთხრათ რომ, მათ სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და ქონებას საფრთხე არ ემუქრება. ისინი შურისთიების მოტივით მომხდარი თავდასხმის მსხვეპრლები არ გახდებიან. ჩვენ ხალხისა და ამ ქვეყნის მსახურები ვართ“-განაცხადა პრეს-სპიკერმა.

სუჰაილ შაჰენმა ასევე აღნიშნა, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მკაცრად გააფრთხილეს მებრძოლები ქაბულის შესასვლელებში დარჩენენ, რათა მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალება მიეცეთ. პრეს-სპიკერის თქმით, უახლოეს მომავალში ავღანეთის ისლამური მთავრობა შეიქმნება, რომლის წევრებიც მხოლოდ თალიბანის წევრები არ იქნებიან.

მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის მისადგომებთან არიან და ქალაქში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, მებრძოლებს სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ.