„თალიბანის“ წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს | Allnews.Ge

„თალიბანის“ წევრებმა ქაბულში შესვლა დაიწყეს

დაჯგუფება „თალიბანის“ წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ.

გამოცემა წერს, რომ „თალიბანის“ ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ცნობის მიხედვით, „თალიბანი“ ქვეყნის 34 პროვინციული ცენტრიდან 23-ს აკონტროლებს. ამ დრომდე დიდი ქალაქებიდან ქაბული ერთადერთი იყო, რომელსაც ავღანეთის მთავრობა აკონტროლებდა.