"ყველა კუთხეში ატირებული, მშიერი ბავშვები და ქალები არიან შეყუჟული... აქაურობა ჯოჯოხეთად იქცა" - ავღანელის მძიმე მონაყოლი ქაბულში არსებულ სიტუაციაზე | Allnews.Ge

"ყველა კუთხეში ატირებული, მშიერი ბავშვები და ქალები არიან შეყუჟული... აქაურობა ჯოჯოხეთად იქცა" - ავღანელის მძიმე მონაყოლი ქაბულში არსებულ სიტუაციაზე

"ამ­დე­ნი წე­ლია ომში ვართ, ზოგ­ჯერ ღია სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხან მხო­ლოდ ტე­რაქ­ტე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ, ახლა რაც ხდე­ბა, ამას მას­შტა­ბუ­რი ომი ჰქვია... მე და ჩემს ოჯახს და ყვე­ლას, ვი­საც ამე­რი­კას­თან, და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­თან რა­ი­მე შე­ხე­ბა ჰქო­ნია, სიკ­ვდი­ლით დას­ჯა ემუქ­რე­ბა... შე­მო­მით­ვა­ლეს, იმ­დე­ნი გაქვს ალა­ჰი­სა და ქვეყ­ნის­თვის და­შა­ვე­ბუ­ლი, კი­დე­ვაც რომ გა­ას­წრო, ვერ­სად დაგ­ვე­მა­ლე­ბიო. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ, რომ შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში დამ­ყავ­და, მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ცე­მა მინ­დო­და, მშვი­დო­ბი­ან ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა მინ­დო­და, ამა­ში კი ამე­რი­კა დაგ­ვეხ­მა­რე­ბო­და. ამი­ტომ ვმუ­შა­ობ­დი ამე­რი­კე­ლებ­თან, გერ­მა­ნე­ლებ­თან, ბრი­ტა­ნე­ლებ­თან" -ამ­ბობს AMBEBI-GE-სთან სა­უ­ბარ­ში ავ­ღა­ნე­ლი აბ­დულ სამი, რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით ქა­ბულ­ში რჩე­ბა. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, ყო­ვე­ლი წუთი გა­დამ­წყვე­ტია.

- ვი­თომ 6-თვი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­დეს, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია. ეს დრო­ის ძა­ლე­ბის მო­საკ­რე­ბად, ახა­ლი გეგ­მე­ბი­სა და სტრა­ტე­გი­ე­ბის შე­სა­მუ­შა­ვებ­ლად სჭირ­დე­ბათ, რათა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად აი­ღონ ქა­ბუ­ლი და მთელ ქვე­ყა­ნა­ზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი გა­მო­ა­ცხა­დონ.

ვი­ცო­დით, რომ კო­ა­ლი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის გას­ვლას ასე­თი შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბო­და, მაგ­რამ მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ სწრაფ გან­ვი­თა­რე­ბას არ ვე­ლო­დით... ახლა ქა­ლაქ­ში აქა-იქ ლო­კა­ლუ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ძი­რი­თა­დად ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­სა და ჯარ­ზე, რო­მე­ლიც თა­ლი­ბე­ბის შე­ტე­ვის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლია. დღე­ე­ბის, ზოგ­ჯერ კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის დენი, ელექტრო­გა­დამ­ცე­მებს ბომ­ბა­ვენ ან მსხვილ­კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან ეს­ვრი­ან. ყან­და­ა­რი რომ ფაქ­ტობრვად უბ­რძოლ­ვე­ლად აი­ღეს, ამით დას­რულ­და ავ­ღა­ნეთ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი. იქ ათამ­დე ჩემი მე­გო­ბა­რი დახ­ვრი­ტეს, რომ­ლე­ბიც ერთ დროს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი.

img-4688-49617-1629012379.jpg

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ოჯა­ხე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, სხვებ­ზე აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს სულ ასე იყო, უბ­რა­ლოდ ახლა მას­შტა­ბუ­რი სახე აქვს... მე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­ში და ვიცი, რაც ხდე­ბო­და ქვეყ­ნის შიგ­ნით, სამ­თავ­რო­ბო დო­ნე­ზე - კო­რუფ­ცია იყო ყვე­ლა სფე­რო­ში, უამ­რა­ვი ფული იხარ­ჯე­ბო­და ამა თუ იმ მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა შე­დე­გი ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო, რად­გან ვი­ღა­ცე­ბი სკო­ლე­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შე­სა­ძე­ნად გან­კუთ­ვნილ თან­ხას ჯი­ბე­ში იდებ­დნენ.

მეს­მის, რომ ამე­რი­კა ყო­ველ­თვის ვერ იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი და ვერც შიდა სა­კი­თხებ­ში ჩა­ე­რე­ო­და. ამა­ზე ჩვენ უნდა გვეზ­რუ­ნა, მაგ­რამ პრობ­ლე­მის სა­თა­ვე გა­ნათ­ლე­ბის არ­ქო­ნა­შია, ხალ­ხს არ აქვს საკ­მა­რი­სი გა­ნათ­ლე­ბა. "თა­ლი­ბან­ში" ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ბიჭი რომ არ მი­დი­ო­დეს, ტე­რო­რის­ტებს ამ­ხე­ლა მხარ­და­ჭე­რა არ ექ­ნე­ბო­დათ. მათ არ იცი­ან, რომ უკე­თე­სი ალ­ტე­რან­ტი­ვაც არ­სე­ბობს, არც ის იცი­ან, რომ მათი უფ­ლე­ბაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი მოს­თხო­ვოს... ახლა გა­ნათ­ლე­ბის კი არა, სა­ერ­თოდ ყვე­ლაფ­რის იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი გვაქვს. არ ვიცი, რა­ტომ მე­გო­ნა, რომ ავ­ღა­ნეთს ეშ­ვე­ლე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ის­მა­ილ ხანი და­ა­კა­ვეს, ის ჯერ კი­დევ 70-იანი წლე­ბი­დან ებ­რძო­და "თა­ლი­ბანს". სულ რა­ღაც ერთ თვე­ში, აქა­უ­რო­ბა ჯო­ჯო­ხე­თად იქცა და ჯერ ყე­ლა­ფე­რი წინ არის.

- ქვე­ყა­ნა "შა­რი­ა­თის" კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რე­ბას უბ­რუნ­დე­ბა?

- ავ­ღა­ნე­თი ტე­რო­რის­ტე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდს უბ­რუნ­დე­ბა, კი­დევ ასი წლით და­ვი­ხი­ეთ უკან... თუმ­ცა, ახლა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, მხო­ლოდ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე ვფიქ­რობ, შვი­ლე­ბის, ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ზე. პრო­ვინ­ცი­ე­ბი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ხალ­ხის ნა­კა­დი მო­ა­წყდა ქა­ბულს, ყვე­ლა კუ­თხე­ში, პა­ტა­რა, ატი­რე­ბუ­ლი და მში­ე­რი ბავ­შვე­ბი და ქა­ლე­ბი არი­ან შე­ყუ­ჟუ­ლი, მათ­თვის არა­ვის სცა­ლია, ყვე­ლა გაქ­ცე­ვას ცდი­ლობს. წას­ვლას აპი­რე­ბენ ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ე­ბიც, რად­გან ქა­ბუ­ლის აღე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. მი­დი­ან ის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი მმარ­თვე­ლე­ბიც, ვისი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კის გა­მოც არის ქვე­ყა­ნა ამ დღე­ში, თა­ვი­ან­თი სა­სახ­ლე­ე­ბი აქ რჩე­ბათ, მაგ­რამ და­სავ­ლე­თი თავ­შე­სა­ფარს მის­ცემს... უბ­რა­ლო ხალ­ხი კი, ვინც ბა­ზებ­ზე ვაჭ­რობ­და, ტექ­ნი­კურ ან სხვა სა­ხის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, ყვე­ლა "ალა­ჰის მო­ღა­ლა­ტეა" და სიკ­ვდილს იმ­სა­ხუ­რებს. რო­გორც ყო­ველ­თვის, უბ­რა­ლო ხალ­ხი იჭყლი­ტე­ბა. მათ წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვთ. პა­კის­ტან­მა სა­ზღვა­რი გა­ა­მაგ­რა, რომ ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დი არ მი­ა­წყდეს. ახლა თა­ლი­ბა­ნის "კე­თილ ნე­ბა­ზეა" და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­მა­გა­ლი­თო მა­სობ­რივ სიკ­ვდი­ლით დას­ჯას მო­ა­წყობს, თუ შე­ი­წყა­ლებს მათ. ავ­ღა­ნე­თი ხომ დიდი ხა­ნია ღმერ­თის­გან და­ვი­წყე­ბულ ად­გი­ლად იქცა.