"პლანეტა სახიფათოდ ცხელდება, დამნაშავე კი ადამიანია“ - რა კლიმატურ ცვლილებებს პროგნოზირებენ სპეციალისტები | Allnews.Ge

"პლანეტა სახიფათოდ ცხელდება, დამნაშავე კი ადამიანია“ - რა კლიმატურ ცვლილებებს პროგნოზირებენ სპეციალისტები

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის, BBC-ის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის (BBC Russian) ვებ-გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია სა­თა­უ­რით "მეც­ნი­ერ­თა დას­კვნით, "პლა­ნე­ტა სა­ხი­ფა­თოდ ცხელ­დე­ბა, დამ­ნა­შა­ვე კი ადა­მი­ა­ნია“. ამ ვერ­დიქტს მთე­ლი მსოფ­ლიო ეთან­ხმე­ბა“, რო­მელ­შიც მეც­ნი­ე­რე­ბი კა­ცობ­რი­ო­ბას პლა­ნე­ტა­რუ­ლი მას­შტა­ბის მო­სა­ლოდ­ნელ კა­ტას­ტრო­ფა­ზე აფრ­თხი­ლე­ბენ.

ამას წი­ნათ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მეც­ნი­ე­რებ­მა და­ას­რუ­ლეს დე­და­მი­წის მრა­ვალ­წლი­ა­ნი დის­პან­სე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და დი­აგ­ნო­ზი ერ­თხმად დას­ვეს: "გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა სრუ­ლი სვლით მი­დის, მის ჭეშ­მა­რიტ მი­ზეზს კი ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს“

"არა­ვის ეჭვი არ ეპა­რე­ბა იმა­ში, რომ ატ­მოს­ფე­რო, ხმე­ლე­თი და ოკე­ა­ნე კა­ცობ­რი­ო­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ცხელ­დე­ბა“, - ნათ­ქვა­მია ეპო­ქა­ლურ კლი­მა­ტურ ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც 9 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნდა.

dedamiwa-36621-1628763606.jpg

"თუ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბი არ შე­ას­რუ­ლე­ბენ პა­რი­ზის შე­თან­ხმე­ბის დე­ბუ­ლე­ბებს, 2050 წლი­სათ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა 1,5 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი - მა­შინ დე­და­მი­წა და­საშ­ვებ­ზე მე­ტად ვა­დამ­დე 10 წლით ადრე - 2040 წლის­თვის გა­ცხელ­დე­ბა“, - გვაფრ­თხი­ლე­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი. მათი მტკი­ცე­ბით, მომ­დევ­ნო ზღვა­რი 2 გრა­დუ­სით დათ­ბო­ბაა, რო­მელ­საც კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია: ასე­თი დრო 21-ე სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს დად­გე­ბა, თუ ჩვენ ისევ ძვე­ლე­ბუ­რი ტემ­პე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ ცის გაჭ­ვარტლას და ტყე­ე­ბის კაფ­ვას.

სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ერ­თა პო­ზი­ცია გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბა­ზე დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, მსგავ­სი მოხ­სე­ნე­ბე­ბი და ან­გა­რი­შე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად ქვეყ­ნდე­ბა, მაგ­რამ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ მოხ­სე­ნე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს და არა მარ­ტო იმის გამო, რომ მის მომ­ზა­დე­ბა­ში წვლი­ლი 200-მა მეც­ნი­ერ­მა შე­ი­ტა­ნა ბოლო ათწლე­ულ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 14 ათა­სი კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე.

მთა­ვა­რი ისაა, რომ მათ დას­კვნებს მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ეთან­ხმე­ბა, ანუ ის, რაც მოხ­სე­ნე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, დღე­ი­სათ­ვის უკვე კონ­სენ­სუსს წარ­მო­ად­გენს არა მხო­ლოდ მეც­ნი­ე­რე­ბი­სათ­ვის, არა­მედ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის მთლი­ა­ნო­ბა­ში.

ახლა იმ 195 ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლებ­მაც ხელი მო­ა­წე­რეს მოხ­სე­ნე­ბას, უკვე აღარ აქვთ მი­ზე­ზი და­ი­მოწ­მონ სკეპ­ტი­კო­სე­ბი და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გა­მო­ყო­ფის შემ­ცი­რე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით გა­და­დონ. ახლა მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, აი­ღონ ახა­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რა­საც ნო­ემ­ბერ­ში შვე­ი­ცა­რი­ა­ში და­გეგ­მილ მსოფ­ლიო კლი­მა­ტურ სა­მიტ­ზე და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.

გა­ე­როს ეგი­დით შექ­მნი­ლი მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი (IPCC - The Intergovernmental Panel on Climate Change) დე­და­მი­წის კლი­მატს 1990 წლი­დან აკ­ვირ­დე­ბო­და და ჩვე­ნი პლა­ნე­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად ექ­ვსი გლო­ბა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. ბოლო - მე­ექ­ვსე კვლე­ვა 8 წელი გრძელ­დე­ბო­და.

xandzari-43755-1628763650.jpg

195 ქვეყ­ნის ხელ­მო­წე­რა მეც­ნი­ერ­თა ამ მოხ­სე­ნე­ბას მსოფ­ლი­ოს მთა­ვარ კლი­მა­ტურ დო­კუ­მენ­ტად აქ­ცევს. მათ­თვის მოხ­სე­ნე­ბა ხდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, თუ რო­გორ უნდა ვებ­რძო­ლოთ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას.

3949-გვერ­დი­ან მოხ­სე­ნე­ბა­ში ჩა­წე­რი­ლია, რომ:

ა) გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ცხე­ლი პე­რი­ო­დი იყო ბოლო 125 ათა­სი წლის მან­ძილ­ზე;

ბ) 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში ატ­მოს­ფე­რო­ში გა­მოფრქვე­უ­ლი "სათ­ბუ­რის ეფექ­ტის“ მქო­ნე გა­ზე­ბი უკვე საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ტე­პე­რა­ტუ­რამ 1,5 გრა­დუ­სით აი­წი­ოს მე-19 სა­უ­კუ­ნეს­თან შე­და­რე­ბით;

გ) კლი­მა­ტის დათ­ბო­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ფაქ­ტო­რე­ბის - მზი­სა და ვულ­კა­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე ზე­მოქ­მე­დე­ბა თით­ქმის ნუ­ლის ტო­ლია;

დ) იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ მსოფ­ლიო მკვეთ­რად შე­წყვეტს მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის გაშ­ვე­ბას ატ­მოს­ფე­რო­ში, ზო­გი­ერ­თი მავ­ნე პრო­ცე­სი უახ­ლო­ეს ას­წლე­ულ­ში (და ათას­წლე­ულ­შიც) მა­ინც არ შე­წყდე­ბა: უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ეს ეხე­ბა ოკე­ა­ნის უკვე მო­მა­ტე­ბულ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და დო­ნეს, აგ­რეთ­ვე პლა­ნე­ტის უკვე და­კარ­გულ ყი­ნუ­ლო­ვან სა­ფარს;

ბოლო წლებ­ში მეც­ნი­ე­რებ­მა შეძ­ლეს, რომ უფრო უკე­თე­სად იქ­ნას გან­სა­ზღვრუ­ლი კავ­ში­რი ექ­სტრე­მა­ლურ კლი­მა­ტურ მოვ­ლე­ნებს - სი­ცხეს, გრი­გა­ლებს, წყალ­დი­დო­ბებს შო­რის. ისი­ნი თვლი­ან, რომ გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბით კი­დევ უფრო მე­ტად მა­ტუ­ლობს გვალ­ვე­ბი და წყალ­დი­დო­ბე­ბი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი წა­ყინ­ვე­ბი და ისე­თი სი­ცხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ტყის ხან­ძრებს იწ­ვე­ვენ.

სულ უფრო ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა ექ­სტრე­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბი, რომ­ლის შე­ჩე­რე­ბა აღარ ხდე­ბა - სი­ცხე ნელ-ნელა, მაგ­რამ მტკი­ცედ მი­ი­წევს თერ­მო­მეტ­რის წი­თე­ლი ხა­ზი­სა­კენ. 1950 წლი­დან უჩ­ვე­უ­ლო სი­ცხე­ე­ბის ეპი­ზო­დე­ბის სიხ­ში­რე და ინ­ტენ­სი­ვო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის მო­მა­ტე­ბუ­ლი, მა­შინ როცა სი­ცი­ვე­ე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა მუდ­მი­ვად კლე­ბუ­ლობს.

და თუ შევ­ძლებთ და გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბას 1,5 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში შე­ვა­ჩე­რებთ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი კა­ცობ­რი­ო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტო ის­ტო­რი­უ­ლი კლი­მა­ტუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის მოწ­მე გახ­დე­ბა. საქ­მე იქამ­დეც კი მივა, რომ სექ­ტემ­ბერ­ში არ­ქტი­კა­ში უკა­ნას­კნე­ლი ყი­ნუ­ლი დად­ნე­ბა. ამ პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბას ადა­მი­ა­ნე­ბი უკვე ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხე­ბენ. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ცობ­რი­ო­ბამ მშობ­ლი­უ­რი პლა­ნე­ტის ბუ­ნე­ბის დაც­ვა­ში უდი­დე­სი შეც­დო­მა და­უშ­ვა, რომ­ლის გა­მოს­წო­რე­ბა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია..

მოხ­სე­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ 1990 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი, არ­ქტი­კუ­ლი ყი­ნუ­ლე­ბის დნო­ბა­სა და ხმე­ლეთ­ზე მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ში, მთა­ვარ დამ­ნა­შა­ვეს სწო­რედ ადა­მი­ა­ნი წარ­მო­ად­გენს.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე